აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა პარასკევიდან, 2 აგვისტოდან, ორი კვირით იზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,“- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.