9 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, თიბისიკონცეპტის გალერეა ირინა ჯიბუტის პირველ პერსონალურგამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“უმასპინძლებს.
თიბისი კონცეპტის გალერეა ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. ახალ ნამუშევრებს, განსხვავებულ ხედვებსა და შემოქმედებით პროცესებს საზოგადოებას აცნობს.
ირინა ჯიბუტის ნამუშევრების საწყისი წერტილი მიწაა -არა როგორც ნეიტრალური ნედლეული, არამედ როგორც კონკრეტული ადგილის მატერია, რომელსაც საკუთარი შემადგენლობა, ფერი, თვისებები და ისტორია აქვს.გამოფენა იკვლევს ციკლს, რომელშიც მიწა მასალად, მასალა ფორმად, ფორმა კი ცეცხლით გარდაქმნილსხეულად იქცევა და კვლავ ბუნებრივი მთლიანობისნაწილად რჩება.
ნამუშევრების საფუძველია საქართველოს სხვადასხვაადგილიდან მოპოვებული ბუნებრივი თიხების კვლევა. ამპროცესში მიწა ერთდროულად ხდება კვლევის საგანი დამხატვრული მასალა, რომლის მოპოვება, დამუშავება, ფორმირება და გამოწვა ურთიერთობას ავლენს ადგილს, მასალასა და ადამიანის მოქმედებას შორის.
თიბისი კონცეპტის გალერეის ორი სართული ამ პროცესისგანსხვავებულ მდგომარეობებს აერთიანებს. პირველსართულზე წარმოდგენილია მასშტაბური კერამიკულინამუშევრები: ვერტიკალური ფორმები, კედლისკომპოზიცია და „მდინარე“. თითოეული მათგანი მიწისგარდაქმნის განსხვავებულ ეტაპს წარმოაჩენს. ვერტიკალური ფორმები ჭურჭლის უძველეს არქეტიპსეყრდნობა და ადამიანის შრომის, დროისა და უწყვეტობისნიშნად იქცევა. კედლის კომპოზიციაში სხვადასხვაადგილიდან მოპოვებული თიხები ერთიან გეომეტრიულფორმაშია მოქცეული, თუმცა თითოეული საკუთარ ბუნებასინარჩუნებს. „მდინარე“ კი წყალს გარდაქმნის ძალადწარმოგვიდგენს, ელემენტად, რომელიც მიწას არბილებს, გადააქვს და ცვლის.
მეორე სართული კვლევის ლაბორატორიას ეთმობა. აქწარმოდგენილია სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებულითიხები, მინერალები და ქვები, მათი წარმოშობის რუკები, ტესტ-ფილები, გამომწვარი ნიმუშები, მოჭიქურების ცდებიდა პროცესის ჩანაწერები.
ირინა ჯიბუტი კერამიკოსი, მკვლევარი და პედაგოგია. მისი პრაქტიკა თიხის ფიზიკური, ვიზუალური დაკულტურული თვისებების კვლევას ეფუძნება. 2026 წელსმან დააარსა კვლევითი პლატფორმა Commonland, რომელიც საქართველოს თიხის რესურსების შესწავლასადა კერამიკული მასალების განვითარების ახალი გზებისძიებას ემსახურება.
თიბისი მრავალწლიანი გამოცდილებით აქტიურად უჭერს მხარს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას, ქმნის შესაძლებლობებს ახალი იდეებისა და შემოქმედებითი პროცესებისთვის.
გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე.
გახსნა: 9 ოქტომბერი, 18:00-20:00
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
სამუშაო საათები: ორშაბათი–შაბათი, 10:00-20:00
დასწრება თავისუფალია!













