ვისია მაგნოლიას გრანდიოზული სასახლე და რა დაუჯდა ნათია ჯანაშიას და მის...
გთავაზობთ „ბანკები და
ფინანსების“ მიერ
მომზადებულ მოკვლევას,
რომელიც კონკრეტული
პირების აქტივების
დაფარული ნაწილების
აღმოჩენასა და მათი
ღირებულების დადგენას
ეხება. კვლევა ჩატარებულია
მხოლოდ ღია წყაროებზე
დაყრდნობით და
გამჭვირვალობის უმაღლესი
სტანდარტების
შესაბამისად. კვლევის ამ
ეტაპზე წარმოდგენილია
ლისის ტბის მიმდებარედ
განთავსებული გრანდიოზული
სასახლე, გამოკვლეულია
მისი მეპატრონე და
დადგენილია სასახლის
სავარაუდო
ღირებულება.სასახლე,
რომელიც ლისის ტბის
მიმდებარედ არის
აშენებული და მთელს ქალაქს
ამაღლებული ფერდობიდან
გადმოყურებს 3630 კვ. მეტრ
მიწის ნაკვეთზეა
განთავსებული. ის ლისი
ვილების ყველაზე მაღალ
წერტილზეა აშენებული და
სხვა ვილებთან შედარებით
ყველაზე დიდი ფართობი
უკავია. სხვა
ნაკვეთებისგან ეს ადგილი
იმითაც გამოირჩევა, რომ
ინტენსიური განაშენიანება
აქვს და ნაკვეთიც
დატვირთულია შენობებით და
ასევე სართულიანობით.
გეგმას თუ კარგად
დააკვირდებით, რამდენიმე
ადგილზე 5 სართულიც კი
გამოდის მიწისქვეშა
ნაგებობების ჩათვლით
(დამკვეთის მონაცემები
თბილისის მერიის
საიტზე).ნაკვეთი თბილისის
ახალ უბანშია. ქუჩას სულ
ახლახანს, 2023 წლის 21
ნოემბერს, თბილისის
საკრებულოს
გადაწყვეტილებით
მაგნოლიას სახელი ეწოდა.
ქუჩას 4 შესასვლელი აქვს და
მის გასწვრივ
განლაგებულია თანამედროვე
ქართველი
მულტიმილიონერების ვილები
და სასახლეები. ქუჩა
მოასფალტებულია და
ტროტუარების მოპირკეთება
მიმდინარეობს. მაგნოლიას
ქუჩის ბოლოში მდებარე
ნაკვეთს მეზობლად მხოლოდ 1
ნაკვეთს ემიჯნება,
რომელზეც ასევე მშენებარე
სახლია განლაგებული.
ნაკვეთის ადრინდელი
მისამართი იყო; ლისის ქ. #87.
ნაკვეთის საკადასტრო
კოდია: 01.10.18.007.022, (უძრავი
ქონების ნასყიდობის
ხელშეკრულება N LPA 03-01/20,
დამოწმების თარიღი: 01/03/2022,
საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საჯარო
რეესტრის ეროვნული
სააგენტო).ნაკვეთზე
მშენებლობის ნებართვა,
ქალაქ თბილისის
არქიტექტურის სამსახურის
#5599790 ბრძანების
შესაბამისად. შენობების
დიდი ნაწილი უკვე
აშენებულია. დარჩენილია
მხოლოდ მოსაპირკეთებელი
სამუშაოები.გრანდიოზული
სასახლე რამდენიმე
შენობა-ნაგებობისგან
შედგება. მათი ნაწილი
მიწისქვეშ არის
განლაგებული. შენობების
მაქსიმალური სიმაღლე
საპროექტო გათვლებით 15
მეტრზე მეტია, რაც
სტანდარტული
ხუთსართულიანის
სიმაღლეა.მინუს 1 სართულზე
მდებარე შენობის ნაწილი
მონოლითური ბეტონითაა
ჩასხმული, ხოლო ზედა
სართულებზე გამოყენებულია
ბლოკის მასალა.მაგნოლიას
ქუჩის გრანდიოზული
სასახლის ფართობი 3820
კვადრატული მეტრია.
(ცნობისთვის: ესპანეთის
მეფის რეზიდენცია, სადაც
ესპანეთის მეფე, ფილიპე VI და
დედოფალი ლეტიცია
ცხოვრობენ, რომელიც
მადრიდის გარეუბანში
მდებარეობს, და ცნობილია,
როგორც სარსუელას სასახლე
(Palacio de la Zarzuela), მხოლოდ 1300
კვ.მ-ია).სასახლის
არქიტექტურაზე იმუშავა
ცნობილმა კომპანია „ბკ
არქიტექტორები“.
კომპანიის დირექტორია დ.
ბურჭულაძე, მთავარი
არქიტექორი - გიორგი
კაციტაძე. სასახლის
კომპლექსის არქიტექტურული
ნახაზი შესრულებულია 2021
წლის 5 ივნისს.
არქიტექტურული კომპანიის
მიერ დადგენილია და
დათვლილია ნაკვეთზე
სამშენებლო სამუშაოების
მოცულობა.სასახლის
მასშტაბურობა და როგორც
არქიტექტურული, ასევე
სამშენებლო სამუშაოების
სირთულე კარგად ჩანს
წარმოდგენილი ჭრილების
ნახაზებდან, რადგან როგორც
მიწის სამუშაოები, ასევე
შენობა-ნაგებობების
სამუშაოები სხვადასხვა
სიღრმეზე და სიმაღლეზე
მიმდინარეობს. როგორ უკვე
ზემოთ აღინიშნა,
მიწისქვეშა ნაგებობების
სიმაღლე ზოგიერთ ადგილზე 7
მეტრს აღემატება, ხოლო
შენობის მაქსიმალური
სიმაღლე 15,2 მეტრია.სასახლის
მოცულობის სხვა ვილებთან
შედარება. განსხვავება
2-ჯერ და მეტია.ჭრილი 1-1.
3-3.ჭრილი 3-3, 4-4.ჭრილი 6-6.
5-5სასახლის კომპლექსის
მშენებლობის სირთულე
განპირობებულია აგრეთვე
სასახლის დარბაზების
ფუნქციური დატვირთვიდან
გამომდინარე.მინუს ერთი
სართულიგანლაგებულია
სპორტულ გამაჯანსაღებელი
კომპლექსის დარბაზები,
რომელიც განსაკუთრებული
ტექნოლოგიური მოცემულობის
დაკმაყოფილებას მოითხოვს.
თუ გავითვალისიწინებთ იმ
ფაქტორსაც, რომ ამ სასახლის
მსგავსი დარბაზები ქართულ
რეალობაში არ არსებობს და
მათი მოწყობაც მხოლოდ
უცხოური სპეციალისტების
ჩართულობით შეიძლება
განხორციელდეს, სასახლის
აღჭურვის ამოცანას ეს
კიდევ უფრო
ართულებს.სამშენებლო
ნებართვას თან ახლავს ე.წ.
ფოტომონტაჟის კადრები,
რომელიც რეალურ გარემოში
არსებული არქიტექტურული
გადაწყვეტის მონტაჟს
ითვალისწინებს.ამ
ფოტოებზე უკვე ნათლად ჩანს
სასახლის
გრანდიოზულობა.სასახლის
ხედი მაგნოლიის ქუჩის
მხრიდან.სასახლის
წინხედი.სასახლის ყველა
შენობა და მოსპირკეთებელი
მასალა.სასახლის
უკანახედი. ხედი ლისის
ტბისკენ.სასახლის
ზედხედის
ნახაზი.მშენებლობა, როგორც
უკვე აღინიშნა,
დასრულებისკენ მიდის.
მერიის მოთხოვნის
შესაბამისად გარკვეული
პერიოდულობით ხდება
მშენებლობის
ფოტოფიქსაცია, რაც საიტზე
იტვირთება პერიოდულად და
მისი ნახვა შესაძლებელია
ასევე საიტზე.
ფოტოებიდანაც ჩანს, რომ
მშენებლობა უკვე დასკვნით
ეტაპზეა.ეს რაც შეეხება
შენობების ექსტერიერს და
გარე ფასადს. უფრო
შთამბეჭდავი სასახლის
შიდა დარბაზები, ოთახები და
სათავსოებია. დავიწყოთ -1
სართულით, რომელიც
გარკვეულ ადგილებში
სიმაღლით 7,2 მეტრია, ზოგან
კი 4 და ზოგან 4,5
მეტრი.სართულის სიმაღლე
განპირობებულია ფუნქციური
დანიშნულებით.სპორტული
მოედანი - ფუტსალის
დარბაზისასახლის
გამორჩეულობა სხვა
ვილებისგან მხოლოდ ზომასა
და მოცულობაში არ არის.
მაგნოლიას ქუჩაზე მდებარე
ვილების უმეტესობას მცირე
ზომის სპორტული მოედნები
ეზოში აქვთ და ძირითადად ეს
კალათბურთის ცალფარა
მოედანი, ან სამანქანე
გარაჟზე მიდგმული
მინიფეხბურთის ერთი კარია.
ამ სასახლის მთავარი
თავისებურებაც ზუსტად ის
არის, რომ მისი
მინიფეხბურთის მოედანი
შენობაშია
მოქცეული.მოედნის სიგრძე 21
მეტრია და სიგანე 14 მეტრი.
საფეხბურთო მოედნის მარგი
ფართობის მოცულობა
ნახევრად მიწისქვეშა
სართულზე, რომელსაც
ნახევარსარდაფის
პრინციპით მიწისზედა
ფანჯრებიც
აქვს.შედარებისთვის, ეს
ზომები დასაშვებია
ფუტსალის არასაერთაშორისო
მატჩებისთვის და
ადგილობრივი
ჩემპიონატებისთვის.ტექნიკური
ოთახებისთვის, მათ შორის
წყლის ავზებისთვის,
დათმობილია ჯამში 100
კვ.მ,ფუტსალის მოედანი
ტექნიკური ოთახებითქვევით
ნახაზზე კარგად ცანს, რომ
სიმაღლეებს შორის
სხვაობაა ფუტსალის
დარბაზსა და სხვა
დანიშნულების ოთახებს
შორის. ფუტსალის დარბაზი
ჩაწეულია თიტქმის 3,5 მეტრით
დაბლა. წითლად გამოყოფილია
ფუტსალის დარბაზი.ამ
სართულზე მეტი არაფერია.
გადავინაცვლოთ ზედა
სართულებზე. მივყვეთ იმ
ნუმერაციით რაც ნახაზზეა
და საინტერესო მომენტები
გამოვყოთ.ლიფტი სასახლის
ზომიდან, სართულიანობიდან
და მნიშვნელობიდან
გამომდინარე, მას
ემსახურება ლიფტი, რომელიც
მდებარეობს ჰოლში (#64 - 138 კვ.მ)
კიბის უჯრედის
მოპირდაპირედ.ლიფტის
ტვირთამწეობა,
არქიტექტურულ ნახაზში არ
არის მოხსენიებული.
ჩავთვალოთ, რომ ის
სტანდარტული იქნება და
ერთდროულად 4-5 ადამიანს
მოემსახურება.სასახლის
ლიფტის შახტა და ლიფტი
ჭრილებით.სულ სასახლის
მინუს პირველი სართულის
ფართობი შეადგენს 285, 9
კვ.მ-ს.პირველი
სართულიგადავიდეთ პირველ
სართულზე.ბოულინგის
დარბაზი ლაუნჯით (147,3
კვ.მ)ლაუნჯში განთავსებული
სასმელების ბარი,
ბილიარდის მაგიდა,
მოსასვენებელი დივანი და
სავარძლები 7-8 პერსონაზე.
ბოულინგის დარბაზში 2
ბილიკი (ლეინი) და 4 ღარია.
ბილიკი დაფარული იქნება
ნეკერჩხლის სპეციალური
ჯიშის ხის მასალით. ასევე
იქნება სპეციალური
მექანიზმები, რომელიც
კეგლებს ავტომატური
რეჟიმში აბრუნებს
ადგილებზე -
ე.წ.„პინსეტერი“.კინოთეატრი
- 55,8 კვ.მ - სახლის კინოთეატრი
20 ადამიანზეა გათვლილი.
სავარჯიშო დარბაზი - 47,2 კვ.მ -
სახლის ფიტნესკლუბი ყველა
სახის ტრენაჟორებით -
ნახაზზე ჩანს კარდიო ზონა, 1
სარბენი ბილიკი + 1 ელიფსური,
1 ველოტრენაჟორი +
ნიჩბოსნის აპარატი,
მულტიფუნქციური
ძალისმიერი სადგური.
ტექნოლოგიების ოთახი -
სავარაუდოდ, სასერვერე და
ინტერნეტის ჰაბი,
უსაფრთხოების კამერების
მართვის პულტი - 23 კვ.მ.სპა
კომპლექსი - სრული
სერვისისპას კომპლექსის
ვესტიბული - 45,3
კვ.მგასახდელები ტუალეტით -
40 კვ.მმასაჟის ოთახი - 2
პერსონაზე - 19 კვ.მ
სტილისტის ოთახი -
სტილისტისთვის აუცილებელი
ყველა მოწყობილობით და
სახის გამაჯანსაღებელი
პროცედურების
აღჭურვილობით
(ულტრაბგერითი პოლინგი,
ჰიდრაფაშიალი,
ბიორევიტალიზაცია,
მეზოტერაპია,
პლაზმოლიფტინგი,
რადიოტალღებით ლიფტინგი,
ფოტოთერაპია, ფრაქციული
ლაზერი) .ფინური საუნები და
ღია საშხაპე - 77 კვ.მ.
რელაქსაციის ოთახი -
აკუსტიკური (ხმოვანი)
პროცედურებით - 27,7
კვ.მჰიდრომასაჟის აუზი და
აკვააერობიკის მუსიკალური
დარბაზი - 28,5 კვ.მჩაის ლაუნჯი
- 17,2 კვ.მ. ტექნიკური ოთახი - 210
კვ.მსაქვაბე - 37
კვ.მავტოფარეხი - 3
მანქანაზე - 124 კვ.მ.პირველი
სართულის სქემა -
დარბაზებისა და ოთახების
განლაგება.სულ პირველი
სართულის ფართობი: 1117,1
კვ.მმეორე
სართულიგადავინაცვლოთ
მეორე სართულზე. აქ
განთავსებულია: ჰოლი - 107
კვ.მ, დერეფანი - 41 კვ.მ
მუსიკის დარბაზი - როიალით
და აკუსტიკით + აივანი - 40,2
კვ.მ +15,3 კვ.მ ბავშვთა
გასართობი ოთახი - 39,3 კვ.მ
კვებისა და სასმელების
ბლოკი ღვინის საცავი - 20,7
კვ.მ სამზარეულოები - ჯამში
63 კვ.მ - ბარი - 48,3 კვ.მ
სასადილო ოთახი - 88 კვ.მ 3
სანკვანძი შინაური
ცხოველის ოთახი სამუშაო
ოთახი - 30,4 კვ.მ, საძინებელი #1
-37,4 კვ.მ, მოახლეების ოთახი - 22
კვ.მ. დახურული აუზი - 177 კვ.მ +
43 კვ.მ + და 277,1 კვ.მ ტერასებით
და 161,7 კვ.მ ვერანდით და
დაკიდული
საყვავილეებით.მეორე
სართულის საერთო ფართობი
შეადგენს 1378,4 კვ.მ-ს.მეორე
სართულის დეტალური
გეგმა.მესამე
სართულიმესამე სართულის
დეტალური გეგმა.მესამე
სართული ძირითადად
საძინებლებს და
საძინებლებთან
დაკავშირებულ
საგარდერობოებსა და
სააბაზანო ოთახებს
ეთმობა.სართულზე 6
საძინებელია (აქედან 5
თითქმის ტოლი ფართობით - 34,8
კვ.მ, ხოლო ერთი შედარებით
დიდი - თითქმის 50
კვ.მეტრიანია), 7 გარდერობი,
სრულად აღჭურვილი 6
სააბაზანო, 1 ტამბური, 1
საკუჭნაო, 1 საერთო ოთახი, 5
აივანი, 1 ტერასის კიბე 2
ტერასა - 500 კვ.მ. მესამე
სართულის საერთო ფართობი
შეადგენს - 1 037,6 კვ.მ-ს.ჯამში,
სასახლის ყველა სართულის
ფართობი შეადგენს: 3 820 კვ.მ-ს,
რაც თეთრი სახლის ფართობის
ტოლია სარდაფებისა და
მიშენებების გარეშე.
მაგნოლიას გრანდიოზული
სასახლე ეკუთვნის ნათია
ჯანაშიას ოჯახს და
გაფორმებულია ნათია
ჯანაშიას ქმარზე, დავით
ცეცხლაძეზე. ცოლ-ქმრის
ქონება, მაგნოლიას დიდი
სასახლის აღმოჩენამდე,
შეფასებული იყო 60 მილიონ
ლარად, სადაც შედიოდა
„ბრიტანულ-ქართული
აკადემიის“ 70 პროცენტის
გაყიდვიდან მიღებული 30
მილიონი ლარი,
„ბრიტანულ-ქართული
აკადემიის“ 30%-იანი წილის
ღირებულება, ოჯახის
საკუთრებაში არსებული
ფუფუნების საგნები,
ლუქს-კლასის ავტომობილები
და იახტები, ოჯახის სახელზე
გაფორმებული სხვა უძრავი
ქონება.ნათია ჯანაშიას
აქტივების ზრდა 2019 წლიდან
იწყება, როდესაც მან სკოლის
უდიდესი ნაწილი მიყიდა
„საქართველოს კაპიტალს“. 2024
წლიდან ნათია ჯანაშია და
მისი ქმარი გაათავისუფლეს
მენეჯმენტიდან, სადაც მათ
ყოველწლიური ანაზღაურების
სახით 1 მილიონი ლარის
ხელფასი ჰქონდათ
დანიშნული. 5 წლის
განმავლობაში ნათია
ჯანშიამ და მისმა ქმარმა 5
მილიონი ლარი ჯამაგირად
აიღეს.ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურში დაწყებულია
გამოძიება, სისხლის
სამართლის საქმეზე (#092060925001),
სამსახურებრივი
მდგომარეობის
გამოყენებით, დიდი
ოდენობით შპს
„ბრიტანულ-ქართული
აკადემიის" კუთვნილი
თანხის შესაძლო
მითვისება-გაფლანგვის
ფაქტზე. საუბარია 4 მილიონი
დოლარის
მიტაცებაზე.აღსანიშნავია,
რომ გამოძიება დიდი
ოთხეულის წევრი
აუდიტორული კომპანიის
მიერ დადასტურებულ
ფაქტებზე დაყრდნობით არის
დაწყებული. გამოძიების
პერიოდი მოიცავს ნათია
ჯანაშიასა და მისი ქმრის,
დავით ცეცხლაძის
„ბრიტანულ-ქართული
აკადემიის" მენეჯმენტში
ყოფნის პერიოდს (2019-2024
წლებს).მაგნოლიას დიდი
სასახლის მშენებლობა
ამჟამად შეჩერებულია.
მშენებლობა მიმდინარეობდა
2021 -2024 წლებში.რეალტორების
მიერ მოწოდებული
ინფორმაციით, მაგნოლიას
დიდი სასახლის ღირებულება
დღევანდელი მდგომარეობით
(მშენებლობა დასრულებულია,
დარჩენილია
მოსაპირკეთებელი
სამუშაოები) 4 მილიონ
დოლარს შეადგენს.
1789976742