საქართველოს რკინიგზის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ტენდენცია არის საკმაოდ კარგი და უკვე გვაქვს შედეგები, წმინდა მოგება გასულ წელს საკმაოდ კარგი გვქონდა - ჩვენ სრულად ვახდენთ ამ თანხების რეინვესტირებას მიმდინარე და ახალ პროექტებში, - აღნიშნულის შესახებ, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული გაუმჯობესებები. ძირითადი ჩვენი ფინანსური მაჩვენებლების ტენდენცია არის საკმაოდ კარგი და უკვე გვაქვს შედეგები. წმინდა მოგება გასულ წელს საკმაოდ კარგი გვქონდა. წელს უკვე გვაქვს შედეგები მიმდინარე ხუთი თვის.
საოპერაციო მოგების ნაწილში გვაქვს ზრდა, ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ერთ-ერთი, ასევე ეგრეთ წოდებული ებიტდას ნაწილში გვაქვს ზრდა, ასევე წმინდა მოგებაში გვაქვს ზრდა. ჩვენ სრულად ვახდენთ ამ თანხების რეინვესტირებას იმ პროექტებში, რომელიც მიმდინარეობს და ვიწყებთ ასევე ახალ პროექტებს და სრულად ვახდენთ აკუმულირებული და გენერირებული ფინანსური რესურსების ამ პროექტებში ინვესტირებას, რათა მომავალში უფრო მაღალი უკუგება მივიღოთ”, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.













