საქართველოს მთავრობა ფუტკრის სკას გავს - ყველა მუშაობს, რათა ქვეყანა მსოფლიო რუკაზე მოთავსდეს, - საინვესტიციო კომპანია "ეიჯიაი ჰოლდინგის" პრეზიდენტმა სადედინ მნეიმნემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კორონაპანდემიის შემდეგ, საქართველომ რეგიონში ლიდერის როლი კიდევ უფრო გაიმყარა.

"საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და ის სხვა ქვეყნებისა და სამთავრობო მხარდაჭერით, პოზიციონირებას ახდენს მთელს მსოფლიოში და მისი ლიდერობა ნამდვილად იკვეთება. საქართველოს ლიდერობა კორონავირუსის შემდგომ დაიწყო. 2022 წლიდან მოყოლებული, მე ვფიქრობ, საქართველოს შეეძლო სხვა ქვეყნებს გაძღოლოდა. ყველა ქვეყნის, მათ შორის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ ისინიც თანხმდებიან, რომ საქართველო არის ლიდერი, ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში, როგორც კორიდორი. ეს მხოლოდ ინფრასტრუქტურას არ უკავშირდება - მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, უზარმაზარი განზომილებაა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და ამისთვის უნდა შეიქმნას საკმარისი საფუძველი და ეს საფუძველი იქმნება ამ ქვეყანაში. 

იმ გამოწვევების ფონზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დღეს უპირისპირდება, 4-6 დეკემბერს დაგეგმილი გლობალური ინვესტორების ფორუმი, მთავრობის მხარდაჭერით, განსაკუთრებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. გლობალური ინვესტორების ფორუმზე თბილისში საუბარი იქნება ახალ პროექტებზე, ახალ ბიზნესინიციატივებზე და ეს მოხდება მსოფლიოს ასობით ლიდერის წინაშე და დაინტერესებული პირები ჩაერთვებიან ამ დისკუსიებში. ნებისმიერი ინვესტორი დღეს ახალ შესაძლებლობებს და არატრადიციულ ტერიტორიებს ეძებენ, სადაც შესვლას შეძლებენ.

საქართველო არის ახალი განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც საკმაოდ მაღალი დონის ინფრასტრუქტურა აქვს. მე გეტყვით რა აძლევს ინვესტორს მოტივაციას, რომ ამ ქვეყანაში შემოვიდეს - პირველი არის სიყვარული და მისწრაფება ქართველი ხალხის, მეორე არის ის, რომ საქართველოს ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურა აქვს. მე 8 სხვადასხვა ქვეყანაში მაქვს კომპანია, მაგრამ ყველაზე მარტივი გზა კომპანიის გახსნის არის საქართველოში, რადგან ბიუროკრატიული პროცესების გავლა არ გვიწევს და არ არის ძვირი. შეგიძლიათ დილით შეიტანოთ განაცხადი და საღამოს კომპანიის დოკუმენტებს მოაწეროთ ხელი. მსოფლიოს არც ერთ ნაწილში ეს არ მინახავს. ინვესტორს სწორედ ამას ვეუბნებით. როდესაც ასეთი სიმარტივე არსებობს, ეს რა თქმა უნდა, იზიდავს ინვესტორებს. მაქსიმალურად ვეცდებით უცხოელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გავაცნოთ", - აცხადებს სადედინ მნეიმნე.