მოხარულები ვართ, რომ საქართველო რეგიონში გახდაპირველი ქვეყანა, რომელიც 15-მდე ქვეყნისცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირებისმრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას მასპინძლობს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკებისპრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრისასგანაცხადა.
შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკისა დაუმსხვილესი ამერიკული ბანკის J.P. Morgan-ისპარტნიორობით ჩატარდა.
„მსგავსი შეხვედრები ფასეულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკების განვითარების განმსაზღვრელ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაზიარების საშუალებას გვაძლევს, არამედ იმიტომაც, რომ ქმნის ღია საუბრის, ერთმანეთისგან სწავლისა და ჩვენს ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სიტყვით გამოსვლისას მან ასევე ისაუბრა გლობალურეკონომიკურ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომსაქართველოს ეკონომიკამ და საფინანსო სექტორმაგამოავლინა გამორჩეული მდგრადობა, სტაბილურობადა ზრდა, რაც საამაყოა.
„ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - ამის თქმით ძალიან ვამაყობ. ამან გააძლიერა ჩვენი შესაძლებლობა, გავუძლოთ საგარეო შოკებს და დავიცვათ მაკროეკონომიკური სტაბილურობა. თუმცა ჩვენი ეკონომიკა კვლავ განიცდის გლობალური გამოწვევებიდან მომდინარე წნეხს და დღეს გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ ამაზე და, სავარაუდოდ, ვიპოვოთ გარკვეული საერთო გადაწყვეტილებები", - განაცხადა ნათიათურნავამ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 15-მდე ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის, პოლონეთის, ბოსნია დაჰერცოგოვინას, სომხეთის, ყაზახეთის და სხვაცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, ვიცე-პრეზიდენტებმა და სხვა მაღალი რანგისთანამდებობის პირებმა, ასევე J.P. Morgan-ის, მსოფლიობანკისა და აზიის განვითარების ბანკისწარმომადგენლებმა.













