დასავლეთ საქართველოს მწვანეში ჩაფლული პლანტაციები და მუშაობის რიტმით სავსე საწარმოები 12-13 სექტემბერს, ჟურნალისტთა შეხვედრისა და ცოცხალი დისკუსიების ეპიცენტრად იქცა. მედიის წარმომადგენლებმა უშუალოდ მწარმოებლებისგან, ფერმერებისა და ტექნოლოგებისგან გაიგეს, თუ რა გზას გადის ქართული ჩაი პლანტაციიდან მომხმარებლის ჭიქამდე, რა ბარიერები ეღობება ადგილობრივ პროდუქციას გლობალურ ბაზრებზე და როგორ აჩენსახალ შესაძლებლობებს სექტორის შიგნით ძალების გაერთიანება.  მასშტაბური მედიატური ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც Helvetas-ი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC / Embassy of Switzerland in Georgia) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის უმთავრესი მიზანი ქართული ჩაის პოპულარიზაცია, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა.

ქართული ჩაის მთავარი ღირსება მისი ეკოლოგიური სიფაქიზე და უნიკალური საგემოვნო თვისებებია. მსოფლიო რუკაზე ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე პლანტაციები ბუნებრივ უპირატესობას ქმნის - გრილი კლიმატი, ზამთრის თოვლი და ყინვა მავნებლებს სპობს, რის გამოც ნარგავები შხამქიმიკატებით შეწამვლას არ საჭიროებს. ამასთან, ადგილობრივი ჩაი, წარმოებიდან პირდაპირ დახლზე ხვდება, ხანგრძლივი ლოჯისტიკური ჯაჭვის გარეშე, რაც მომხმარებელს მაქსიმალურად ცოცხალი არომატისა და გემოს მიღების გარანტიას აძლევს.

საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ სვანიძე სწორედ ამ ეკოლოგიურ და ლოჯისტიკურ უპირატესობას უსვამს ხაზს:

გრილი კლიმატი, ზამთრის თოვლი და ყინვაბუნებრივად ანადგურებს მავნებლებს, რის გამოცპლანტაციები არ საჭიროებს შხამქიმიკატებითშეწამვლასპროდუქტი სრულიად სუფთაა. გარდაამისა, ადგილობრივი ჩაი დახლზე წარმოებიდანპირდაპირ ხვდება, დაძველების გარეშე. იმპორტირებულჩაის ხანგრძლივი ლოჯისტიკური გზა აქვს გასავლელი. ჩაის კი არ უყვარს დრომაქსიმალური არომატისა დაგემოს შესანარჩუნებლად ის დამზადებიდან მალევეუნდა იქნეს მოხმარებული.“

ამ ბუნებრივ სიფაქიზეს პრაქტიკული მაგალითებიც ადასტურებს. იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში არსებული 65-ჰექტარიანი პლანტაციების მოვლა-პატრონობა სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება, სადაც ზამთრის „ძილი“ ბუჩქებს ბუნებრივად იცავს მავნებლებისგან.

კომპანია „ოქროს ფოთოლის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ირაკლი ცერცვაძე ყურადღებას ამახვილებს როგორც პროდუქტის ბიოლოგიურ სისუფთავეზე, ისე ცნობადობის გაზრდის აუცილებლობაზე:

ჩვენთან ზამთრის პერიოდში ბუჩქები იძინებს, რაცმავნებლების ბუნებრივ დახოცვას იწვევს. შესაბამისად, ბუჩქების ქიმიკატებით დამუშავება არ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, ფლობს თუ არა კომპანიაოფიციალურ სერტიფიკატს, ქართული ჩაი მოყვანისსპეციფიკით პრაქტიკულად ბიოლოგიურად სუფთაპროდუქტია. ამასთან, დარგი ათწლეულებისგანმავლობაში გაჩერებული იყო. მსგავსი პროექტები დამედიატურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიარისადა ჩაის პოპულარიზაციის კუთხით, რათა მომხმარებელსხელახლა გავახსენოთ ქართული ჩაის უნიკალურობა.“

თუმცა, უნიკალური ბუნებრივი პოტენციალის მიუხედავად, პლანტაციიდან მომხმარებლამდე სავალი გზა სავსეა გამოწვევებით. ადგილობრივ მწარმოებლებს უწევთ გამკლავება ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტთან, მაღალ თვითღირებულებასთან, მუშა-ხელის ნაკლებობასთან და ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობის სირთულეებთან.

მიტოვებული პლანტაციების აღდგენის რთულ გზასა და საერთაშორისო გამოცდილების ათვისებაზე იხსენებს კომპანია „გრინგოლდის“ დამფუძნებელი და ჩაის მწარმოებელი, ნიკა სიორიძე:

თავიდან ძალიან დიდი გამოუცდელობა გვქონდა. შემდგომში ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები ჩინეთიდან, ტაივანიდან და ნეპალიდან. მათი დახმარებითა და ჩვენიექსპერიმენტებით შევძელით უნიკალური გემოებისშექმნათუ ადრე მხოლოდ შავი და მწვანე ჩაიმოიაზრებოდა, დღეს 25 სახეობის პროდუქცია გვაქვს. ჩვენი მთავარი პრინციპია მეტი ცოდნის მიღება დასწავლა, რადგან ბუნებრივი პოტენციალის სწორადგამოყენებას დიდი შრომა და ტექნოლოგიური ცოდნასჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანია, გაერთიანებისფარგლებში უფრო მეტი ვიშრომოთ, მეტი ვისწავლოთდა ქართული ჩაის უნიკალური იდენტობა მთელმსოფლიოს გავაცნოთ.“

ბაზრის მოთხოვნებსა და ადგილობრივი სარეალიზაციო ჯაჭვის ბარიერებზე ფოკუსირდება კომპანია „ჯჯჯ“-ს (ბრენდი „ჩაი მარტვილი“) თანადამფუძნებელი, გენადიგარჩაგოდაშვილი:

ჩვენი სექტორული გაერთიანება ძალიან კარგი დასაჭირო წამოწყებაა. ერთმანეთს ნამდვილადვაძლიერებთ. Helvetas-ის დახმარებით უკვე გამოჩნდაკონკრეტული შანსები, რომ უფრო მეტად გავიდეთევროპის ბაზარზე და ვიპოვოთ ახალი პარტნიორები. ტრადიციულ შავ ბაიხის ჩაიზე უზარმაზარი მოთხოვნაა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას ქსელურიმარკეტების მაღალი გადასახადები და ბიუროკრატიულიბარიერები ართულებს.“

სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ და ქართული ჩაის პოტენციალის გასაერთიანებლად შეიქმნა დარგობრივი ორგანიზაცია საქართველო - ჩაის რესპუბლიკა. Helvetas-ისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, პროექტმა საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. დღეს აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა წარმოების ევროპულ სტანდარტებთან მოარგებაზე, საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და ქართული პროდუქტის ცნობადობის ამაღლებაზე.

ევროპულ ბაზარზე გადადგმულ რეალურ, შედეგიან ნაბიჯებზე საუბრობს ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაცია „საქართველო - ჩაის რესპუბლიკის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მაისურაძე:

საგარეო ბაზრებზე ინტერესი მზარდია, განსაკუთრებითევროპასა და აზიაში, სადაც განსაკუთრებით აფასებენპრემიუმ, ორგანულ და იშვიათი წარმომავლობის ჩაის. შვეიცარიული ორგანიზაცია Helvetas-ის თანადგომითადა ტექნიკური მხარდაჭერით დავაფუძნეთ ქართულიჩაის მწარმოებელთა გაერთიანებასაქართველოჩაისრესპუბლიკა“. მათი ფინანსური და ტექნიკურიდახმარებით, ივლისის დასაწყისში გაერთიანებისრამდენიმე წევრი, სოფლის მეურნეობის მინისტრისმოადგილესა და სოფლის განვითარების სააგენტოს(RDA) დირექტორის მოადგილესთან ერთად, სასწავლო-სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდითგერმანიაში, კერძოდ ბერლინსა და ჰამბურგში. საქართველოს საელჩოს ჩართულობით მოვაწყვეთქართული ჩაის კონგრესი, სადაც მოწვეული გვყავდაგერმანული მსხვილი იმპორტიორი და ბლენდერიკომპანიები. კონგრესის ფარგლებში გაიმართა ქართულიჩაის პრეზენტაცია, დეგუსტაციისა და B2B შეხვედრები. ქართულმა ჩაიმ მათგან საკმაოდ დადებითი შეფასებამიიღო და პირველი საცდელი შეკვეთებიც კი მოგვცეს.“

ამ საერთო ძალისხმევასა და სექტორული გაერთიანების მომავალს თენგიზ სვანიძეც ოპტიმიზმით უყურებს:

შვეიცარიული მხარდაჭერით შეიქმნა ახალი ძლიერიგაერთიანება. მოვუწოდებ ყველა ქართველ მეჩაიეს, გაერთიანდესჩაის რესპუბლიკაში“, რადგან პირველადგაჩნდა რეალური საფუძველი იმისა, რომ დარგშიმნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებებიგანხორციელდება.“

დასავლეთ საქართველოში გამართულმა ორდღიანმა მედიატურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: ქართულ ჩაის აქვს ყველა ბუნებრივი და ტექნოლოგიური წინაპირობა, რომ დაიკავოს ღირსეული ადგილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ხოლო „Helvetas“-ის მხარდაჭერა და მეწარმეთა გაერთიანება „საქართველო - ჩაის რესპუბლიკა“ ქმნის მყარ პლატფორმას, რომელიც ამ პოტენციალს რეალურ ეკონომიკურ წარმატებად აქცევს.