ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ციფრული მარკეტინგი ბიზნესის მართვის პროცესში მნიშვნელოვანი სტრატეგიული ელემენტი გახდა. ამასთან ერთად, დღევანდელ შრომის ბაზარზეც სწორედ ის პროფესიებია მოთხოვნადი, რომლებიც ციფრულ მარკეტინგს უკავშირდება. შესაბამისად, საკუთარი ბიზნესის მართვა გსურს თუ ფრილანსერობას გეგმავ, წარმატების მიღწევაში კონტენტის შექმნასთან დაკავშირებული უნარები აუცილებლად დაგჭირდება.
იმისთვის, რომ შენი ბიზნესისთვის კონტენტის შექმნა ისწავლო ან ეს ცოდნა დამატებით შემოსავლის წყაროდ აქციო, საქართველოს ბანკი ციფრული მარკეტინგის ოთხ უფასო მასტერკლასს გთავაზობს. თუ ბიზნესი ახლახან დაიწყე და რესურსები შეზღუდული გაქვს, მასტერკლასები დაგეხმარება, რომ ციფრულ მარკეტინგში პირველი ნაბიჯები თავად გადადგა. მასტერკლასების დასრულების შემდეგ კი გაიცემა სერტიფიკატები, რაც მომავალ ფრილანსერებს განსაკუთრებით გამოადგებათ. აი, კონკრეტულად რას გთავაზობს საქართველოს ბანკის მასტერკლასები:
1. მასტერკლასი: ციფრული მარკეტინგი სწორი აუდიტორიის შესარჩევად
მასტერკლასის ფარგლებში, ეფექტური ციფრული მარკეტინგისთვის ისეთ საჭირო უნარებს გამოიმუშავებ, როგორებიცაა სეგმენტირებული აუდიტორიების შექმნა, სარეკლამო ანგარიშების მართვა, სოციალური ქსელების განსხვავებული კომპონენტების მართვა და სხვა. კურსი 3 ვიდეოლექციისგან შედგება, დეტალურ ინფორმაციას შემდეგ კი თემებზე გაეცნობი: ბიზნესმენეჯერის მართვა, ბიზნეს ექაუნთის შექმნა, აუდიტორიების ტიპები და სარეკლამო მაჩვენებლები. დამწყები ბიზნესებისთვის მასტერკლასი გამოცდილმა მარკეტერმა, ტატიანა ბაშელეიშვილმა, მოამზადა.
2 მასტერკლასი: როგორ დავწეროთ ეფექტური ტექსტი
ციფრულ მარკეტინგში მომხმარებლის მოზიდვა დიდწილად ტექსტზეა დამოკიდებული. მასტერკლასის ფარგლებში კი, სწორედ ისეთი ტექსტების შედგენას ისწავლი, რომლებიც მომხმარებელს დააინტერესებს და პროდუქტის გაყიდვებს გაზრდის. მასტერკლასი ქოფირაითერმა, მარიტა ფილაურმა მოამზადა, რომელიც შემდეგ თემებზე ისაუბრებს: როგორ გადმოვცეთ სათქმელი ეფექტურად, როგორია Copywriting-ის ფორმულები და როგორ ვისაუბროთ მომხმარებლის ენაზე. მასტერკლასი დაგეხმარება, რომ აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაცია დაამყარო და კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი მიიზიდო.
3 მასტერკლასი: როგორ შევქმნათ ფოტო კონტენტი
ფოტო კონტენტის შექმნა დღეს უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რადგან ეს საქმე სმარტფონის მეშვეობითაც წარმატებულად გამოდის. ხოლო როგორ უნდა გადაიღო ისეთი ფოტოები, რომლებიც გაყიდვების ზრდაში დაგეხმარება, ამას ქართველი ფოტოხელოვანი გიორგი მარტიაშვილი (George van de Kamp) გასწავლის. გიორგი მარტიაშვილი ვიდეოლექციებში შემდეგ თემებზე ისაუბრებს: როგორ შევარჩიოთ პროდუქტზე მორგებული სტილი, როგორ შევარჩიოთ სწორი განათება და როგორ დავამუშაოთ ფოტოები მობილურით. ასე რომ, მასტერკლასი დაგეხმარება შენი სმარტფონის ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინო.
4 მასტერკლასი: როგორ შევქმნათ ვიდეო კონტენტი
სოციალური ქსელებისთვის შექმნილი ვიდეო კონტენტი ციფრულ მარკეტინგში ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თუმცა თითოეული პლატფორმა განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება კონტენტკრეატორი ნიკა ბაქრაძე, რომელიც მასტერკლასს შემდეგ თემებზე გამართავს: ვიდეო კონტენტის შესაქმნელად საჭირო რესურსები, როგორ მოვარგოთ კონტენტი Tik Tok-ის ალგორითმს და როგორ გავზარდოთ პროდუქტის ცნობიერება Facebook-ისა და Instagram-ის მეშვეობით. მასტერკლასი დაგეხმარება, უფრო დიდ აუდიტორიაზე გახვიდე და ხშირად დაშვებულ შეცდომებსაც თავი აარიდო.
ჩამოთვლილ მასტერკლასებს Businesscourse.ge-ზე ნახავ, შემდეგ კი სასურველს აირჩევ და დარეგისტრირდები. საქართველოს ბანკის მასტერკლასების გავლა უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამასთანავე, მასტერკლასები ონლაინ ფორმატშია და ნებისმიერ დროსა თუ ადგილიდან შეგიძლია მოუსმინო. საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესკურსებისა და მასტერკლასების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქ შეგიძლია გაეცნო.