„ახალი რეგულაციების შესაბამისად, 10 ივნისიდან, თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, ახალი ლოკაციებიდან, დედაქალაქის ავტოსადგურებიდან გავლენ“ –  ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

Georgian Bus დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალ მგზავრებს გადაიყვანს ვაგზლის მოედნიდან/ავტოსადგური დადიანის მხრიდან. 

ზუსტი ლოკაცია რუკაზე: https://maps.app.goo.gl/747hjZZhUKeE7Jj26

Omnibus Express • ომნიბუს ექსპრესიდა Metro Georgia • მეტრო ჯორჯიაკი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის

მგზავრებს ორთაჭალის ცენტრალური ავტოსადგურიდან მოემსახურებიან. 

ომნიბუსი - ორთაჭალის ავტოსადგურის მე-4 ბაქნიდან გავა.

ზუსტი ლოკაცია რუკაზე: https://shorturl.at/sRu20

მეტრო ჯორჯია - ორთაჭალის ავტოსადგურის - მე-3 ბაქნიდან.

ზუსტი ლოკაცია: https://shorturl.at/jD6fO


ავტობუსის გასვლის განრიგი კვლავ ფრენების განრიგზე იქნება მორგებული“ – ნათქვამია ინფორმაციაში.