თაზო დათუნაშვილი - ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდის შესაჩერებლად ან შ...
დათუნაშვილის თქმით, ეს
გადაწყვეტილება
საქართველოს ბიუჯეტისთვის
ერთი თვის განმავლობაში
დაახლოებით 560 მილიონი
ლარის შემცირებას
გამოიწვევს.„ახლო
აღმოსავლეთში მიმდინარე
ომმა საქართველოში
საწვავის ფასები გაზარდა. 13
მარტის შემდეგ ფასები
სხვადასხვა ტიპის
საწვავზე დაახლოებით 10-დან
60 თეთრამდე გაიზარდა.
საქართველოს მოქალაქეების
დიდი ნაწილი ყოველდღიური
არსებობისთვის სარგებლობს
ავტომობილით. გარდა ამისა,
საწვავის ფასის ზრდა
აისახება, პირველ რიგში,
სოფლის მეურნეობის
პროდუქტზე და ასევე ჩვენს
იმპორტდამოკიდებულ
ქვეყანაში მკვეთრად
გაზრდის ინფლაციის
რისკებს, დიდი ალბათობით,
ფაქტობრივად, 99%-იანი
სიზუსტით, ფასი გაიზრდება
აბსოლუტურად ყველა ტიპის
პირველადი მოხმარების
პროდუქტზე“, – განაცხადა
დათუნაშვილმა.მისივე
თქმით, საერთაშორისო
ბაზარზე კრიზისს ბევრი
ქვეყანა პასუხობს ან
აქციზის შემცირებით, ან
საწვავზე ფასის ზედა
ზღვრის
დაწესებით.„მაგალითად, 8
მარტს სამხრეთ კორეამ
მიიღო გადაწყვეტილება
ფასის ზედა ზღვრის
დაწესების შესახებ,
ასეთივე დროებითი ზომები
მიიღეს უნგრეთისა და
ხორვატიის მთავრობებმა
ევროკავშირში. ამ
გადაწყვეტილებით დიზელისა
და ბენზინის ფასი იქნება
ფიქსირებულ ნიშნულზე
შენარჩუნებული,
მიუხედავად იმისა, როგორ
იცვლება ნავთობის
ღირებულება საერთაშორისო
ბაზარზე. „ქართულმა
ოცნებამ“ როგორც
ყველაფერში, აქაც ზომების
მიღება დააგვიანა, მაგრამ
აუცილებელია ამ ზომების
მიღება. ბენზინსა და
დიზელზე ფასების ზრდის
შესაჩერებლად ან
შესანელებლად
აუცილებელია, მოვითხოვოთ
დროებით საწვავის ფასის
ზედა ზღვრის დაწესება ან
აქციზის ფასის
განახევრება. ეს
გადაწყვეტილება
საქართველოს ბიუჯეტისთვის
ერთი თვის განმავლობაში
დაახლოებით 560 მილიონი
ლარის შემცირებას
გამოიწვევს, რისი
დაბალანსებაც ცალსახად
შეიძლება,
განსაკუთრებულად იმ
პირობებში, როდესაც ამ
ქვეყნის პრემიერ-მინისტრად
წოდებული კაცი ამბობს, რომ
ქვეყნის ეკონომიკა არის
„ექსელენტური“ და აქვს
ძალიან დიდი პლუსი.
შესაბამისად, 50-60 მილიონი
ლარის თვეში დაბალანსება
სავსებით შესაძლებელია,
რათა საქართველოს
მოქალაქეებმა არ მიიღონ
საკუთარ თავებზე ის წნეხი,
რასაც გლობალურ ბაზარზე
ნავთობზე ფასის ზრდა
გამოიწვევს.აქვე, შეუძლიათ,
რომ შეამცირონ კორუფციული
მიდგომები, შეამცირონ
„სუს-ის“ ბიუჯეტი, რომელიც
პოლიტიკური პოლიციის
გარდა, სხვა ფუნქციას არ
ასრულებს, შეამცირონ ის
ბიუროკრატია, რომელიც
ჭარბად ემსახურება ამ
ხალხს აბსოლუტურად ყველა
მიმართულებით. მოკლედ,
ბურთი „ქართული
ოცნების“ ხელშია.
საქართველოს მოქალაქეებს
უკვე 60 თეთრით გაეზარდათ
ერთი ლიტრი საწვავის
საფასური და ხელისუფლებას
ერთადერთი ფუნქცია აქვს,
იმოქმედოს, რათა
საქართველოს მოქალაქეები
დაიცვას აბსოლუტური
გაღარიბებისგან, რომელიც
შეძლება, გამოიწვიოს
საწვავის ფასის ზრდამ,
შესაბამისად, ფასის ზრდამ
აბსოლუტურად ყველა
პროდუქტზე“, – განაცხადა
თაზო დათუნაშვილმა.