უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 4,8 მილიარდი დოლარი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინამ თანხა მსოფლიო ბანკის პროექტის PEACE-ის ფარგლებში მიიღო. ეს ბანკის ისტორიაში ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია, რომელიც სოციალურ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და აღდგენის სფეროებში ჩვენი სახელმწიფოს მიერ რეფორმების განხორციელების მხარდასაჭერად დაიწყო“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მსოფლიო ბანკის სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით 50 მილიარდ დოლარამდე ოდენობის თანხა შეგროვდა.