საქართველოს ბანკი 2026 წლის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგებს აჯამებ...
Euromoney Awards for Excellence
ერთ-ერთიყველაზე
პრესტიჟული
საერთაშორისოჯილდოა,
რომელიც ფინანსურ
ინსტიტუტებსმსოფლიოს
სხვადასხვა რეგიონში
მიღწეულიშედეგებისა და
განხორციელებულიინიციატივების
საფუძველზე აფასებს.
საერთაშორისო დონეზე,
კორპორატიულისოციალური
პასუხისმგებლობისმიმართულებით
წლების
განმავლობაშიჯილდოებს
იღებდნენ ისეთი
ფინანსურიინსტიტუტები,
როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI.რა
დგას ამ აღიარების მიღმა და
რომელმაინიციატივებმა
აქცია საქართველოს
ბანკირეგიონის
ლიდერად?საქართველოს
ბანკმა, კორპორატიული
სოციალური
პასუხისმგებლობის
მიმართულებით მიღწეული
შედეგების 2026 წლის ანგარიში
გამოაქვეყნა, რომელიც
ხელმისაწვდომია
ბმულზე.საქართველოს
ბანკის CSR საქმიანობა
სამიძირითად მიმართულებას
აერთიანებს: განათლება -
ხარისხიან განათლებაზე,
მომავლისთვის საჭირო
უნარებსა და ფინანსურ
ცოდნაზე ხელმისაწვდომობის
გაზრდა დასაქმება -
ახალგაზრდების მხარდაჭერა
პრაქტიკული გამოცდილების
მიღებაში, შრომის ბაზარზე
შესვლასა და კარიერის
განვითარებაში ბიზნესის
მხარდაჭერა -
მეწარმეებისთვის ცოდნის,
გამოცდილების, საქმიანი
კავშირებისა და
განვითარების
შესაძლებლობების
შეთავაზება ამასთანავე,
ბანკი მხარს უჭერს სპორტის,
კულტურისა და გარემოს
დაცვისმიმართულებით
ინიციატივებს,
რომლებიცსაზოგადოების
განვითარებას,
ჩართულობასადა
შესაძლებლობების
გაფართოებასემსახურება.განათლება
საქართველოს ბანკის
CSR-ისმთავარი
მიმართულებაასწორედ ამ
მიზნით, ბანკი 40-ზე მეტ
პროექტს ახორციელებს და
უჭერს მხარს. ბანკის
საგანმანათლებლო პორტფელი
ოთხ ძირითად პრიორიტეტს
ეფუძნება:
საგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებას, ხარისხიან
განათლებაზე
ხელმისაწვდომობის ზრდას, STEM
განათლების ხელშეწყობასა
და ფინანსური წიგნიერების
განვითარებას.შედეგად,
ბანკი 500 000-ზე მეტი
ადამიანისთვისქმნის
განათლების, საკუთარი
პოტენციალისგამოვლენის და
ახალი
აღმოჩენებისშესაძლებლობას.
იდეათეკებიიდეათეკა
მულტიფუნქციური
საგანმანათლებლო სივრცეა,
რომელიც მოსწავლეებს
წიგნებზე, ტექნოლოგიებსა
და მრავალფეროვან
საგანმანათლებლო
რესურსებზე წვდომას
აძლევს. პროექტი
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
რეგიონებისთვის, მათ შორის
მაღალმთიანი,
საზღვრისპირა და ეთნიკური
უმცირესობებით
დასახლებული
დასახლებებისთვის. 2026
წელსგაიხსნა ექვსი ახალი
იდეათეკა.სტიპენდიები და
პროფესიული
განათლებასაქართველოს
ბანკის სასტიპენდიო
პროგრამასტუდენტებს
პარტნიორ
უნივერსიტეტებში,
ბაკალავრიატის საფეხურზე
სრული ან ნაწილობრივი
დაფინანსების მიღების
შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამა 24 უნივერსიტეტთან
თანამშრომლობით
ხორციელდება.საქართველოს
ბანკი, ასევე,
სასტიპენდიოპროგრამას
ახორციელებს 20
პროფესიულაკადემიაში,
სადაც დაინტერესებულ
ადამიანებს შესაძლებლობას
აძლევს, 100%-იანი
დაფინანსებით ისწავლონ
სასურველი მიმართულებით. 2026
წლიდან პროგრამა სკოლის
მოსწავლეებისთვისაც
გაიხსნა - მათ 10-ზე მეტი
კურსის სრული
დაფინანსებით სწავლის
შესაძლებლობა აქვთ.ბანკი
ასევე უჭერს მხარს
საერთაშორისოგანათლების
შესაძლებლობების შექმნას.
ყოველწლიურად,
საქართველოს ბანკი Fulbright-ის,
Chevening-ის, ნიკა გუჯეჯიანის
სახელობის სასტიპენდიო
პროგრამის და UWC-ის
სასტიპენდიო პროგრამის
ფარგლებში საკუთარ
სტიპენდიატებს ავლენს.STEM
განათლება და
ტექნოლოგიური
უნარებისაქართველოს ბანკი
კომაროვის სკოლასთან
თანამშრომლობით STEM სკოლის
პროექტს ახორციელებს,
რომელიც მოსწავლეებს
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების,
ტექნოლოგიების,
ინჟინერიისა და
მათემატიკის მიმართულებით
ცოდნის გაღრმავებაში
ეხმარება.2026 წელს გაიხსნა TUMO
ქუთაისი - უფასო
საგანმანათლებლო ცენტრი,
სადაც მოზარდები
ტექნოლოგიებს,
პროგრამირებას, დიზაინსა
და სხვა შემოქმედებით
მიმართულებებს
ეუფლებიან.ფინანსური
წიგნიერება2026 წელს
საქართველოს ბანკის
ფინანსური განათლების
სასერტიფიკატო ტრენინგი
600-ზე მეტმა მონაწილემ
გაიარა. ტრენინგები
განკუთვნილია
მასწავლებლებისთვის,
სტუდენტებისა და
მშობლებისთვის.საქართველოს
ეროვნულ ბანკთან
პარტნიორობით
მხარდაჭერილია
მოსწავლეებისა და
მასწავლებლების ფინანსური
განათლების კონკურსები,
დესპანებისა და ფინანსური
ავტობუსის პროექტები.
ფინანსური განათლების
კურსი დაინერგა ორ
უნივერსიტეტშიც, სადაც ის
100-ზე მეტმა სტუდენტმა
გაიარა.ახალგაზრდებთან
ფინანსური ცოდნის
გასავრცელებლად
გამოიყენება sCoolApp-ის
საგანმანათლებლო თამაში
TRIVIA. 2026 წელს თამაშში
მომხმარებლების 75%-მა მიიღო
მონაწილეობა. თამაშის
თემებს შორისაა დაზოგვა,
პასუხისმგებლობიანი
ხარჯვა, პირადი ბიუჯეტის
დაგეგმვა და
კიბერუსაფრთხოება.დასაქმება
- განათლებიდან
პროფესიულგანვითარებამდესაქართველოს
ბანკის მიდგომა
განათლების მხარდაჭერით
არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მიზანია,
ახალგაზრდებმა მიღებული
ცოდნა პრაქტიკაში
გამოიყენონ, მიიღონ
პირველი სამუშაო
გამოცდილება და კარიერა
დაიწყონ. ამ მიმართულებით
ბანკი ახორციელებს
სტაჟირებისა და
პროფესიული განვითარების
პროგრამებს, მათ
შორისაა:ლიდერატორი -
ლიდერატორი უნივერსიტეტის
სტუდენტებისთვის
განკუთვნილი
ანაზღაურებადი სტაჟირების
პროგრამაა. მონაწილეები
მუშაობენ სხვადასხვა
დეპარტამენტში, იღებენ
პრაქტიკულ გამოცდილებას,
სარგებლობენ მენტორობითა
და რეგულარული
უკუკავშირით. 2017 წლიდან
პროგრამაში 537-ზე მეტმა
სტუდენტმა მიიღო
მონაწილეობა, ხოლო
მონაწილეთა 80%-მა პროგრამის
დასრულების შემდეგ
კარიერა საქართველოს
ბანკში გააგრძელა. 2026 წელს
პროგრამაში 44 სტუდენტი
ჩაერთო.საზაფხულო
სტაჟირება - პროგრამა
ქართველი
სტუდენტებისთვისაა
განკუთვნილი, რომლებიც
მსოფლიოს წამყვან
უნივერსიტეტებში
სწავლობენ. ის მათ 4-დან 8
კვირამდე ხანგრძლივობის
პრაქტიკულ გამოცდილებას
სთავაზობს. 2026 წელს
პროგრამას 47 სტუდენტი
შეუერთდა, ხოლო მისი
დაწყებიდან დღემდე
მონაწილეობა 119-მა
სტუდენტმა მიიღო.ბიზნესის
მხარდაჭერა - ცოდნა,
კონსულტაცია
დაგანვითარების
შესაძლებლობებისაქართველოს
ბანკის ბიზნესის
მხარდაჭერა მხოლოდ
ფინანსურ პროდუქტებს არ
გულისხმობს. ბანკი
მეწარმეებს სთავაზობს
ცოდნის გაღრმავების,
პროფესიული კონსულტაციის,
საქმიანი კავშირებისა და
ბიზნესის განვითარების
შესაძლებლობებს.მეწარმე
ქალთა სკოლა - საქართველოს
ბანკმა და გაეროს
განვითარების პროგრამამ
(UNDP) მეწარმე ქალთა სკოლა 2022
წელს დააფუძნეს. პროგრამა
ქალ მეწარმეებს ეხმარება
ბიზნესის მართვის ცოდნის
გაღრმავებაში,
სტრატეგიული ხედვის
ჩამოყალიბებასა და
პროფესიული კავშირების
დამყარებაში. 2026 წელს
აჭარის რეგიონში გაიმართა
ელექტრონული კომერციის
ორდღიანი ტრენინგი,
რომელშიც 30-მა
ადგილობრივმა მეწარმე
ქალმა მიიღო მონაწილეობა.500
Georgia - საქართველოს ბანკი 500
Global-თან და GITA-სთან ერთად 500
Georgia-ს აქსელერაციის
პროგრამას ახორციელებს.
პროგრამა სტარტაპებს
ეხმარება ბიზნესმოდელის
გაუმჯობესებაში,
ინვესტიციების მოსაზიდად
მომზადებასა და
საერთაშორისო
სტარტაპებისა და
ინვესტორების ქსელებთან
დაკავშირებაში.
პროგრამაში მისი
დაწყებიდან დღემდე 125
სტარტაპი ჩაერთო, მათგან 11 -
2026 წელს.სპორტი, კულტურა და
გარემოს დაცვაგანათლების,
დასაქმებისა და ბიზნესის
მხარდაჭერის პარალელურად,
საქართველოს ბანკი
გრძელვადიანად
თანამშრომლობს სპორტულ
ფედერაციებთან და
კულტურულ
ორგანიზაციებთან, ასევე
მონაწილეობს გარემოს
დაცვის
ინიციატივებში.სპორტი 2022
წლიდან საქართველოს ბანკი
ქართული ფეხბურთის
გენერალური სპონსორია 2021
წლიდან საქართველოს
კალათბურთის ფედერაციის
პარტნიორია 2018 წლიდან
თანამშრომლობს
საქართველოს ეროვნულ
ოლიმპიურ კომიტეტთან 2019
წლიდან საქართველოს
პარალიმპიური კომიტეტის
პარტნიორია 2026 წელს
გაგრძელდა კამპანია
„რომელი ბრენდი
იმსახურებს ჩემპიონს?“,
რომელიც ქართულ ბიზნესებს
ქართველი
პარასპორტსმენების
მხარდაჭერისკენ
მოუწოდებს. კამპანიას
დაახლოებით 20 ბრენდი
შეუერთდა.ასევე, 2026 წლიდან
საქართველოს ბანკი ნანა
ალექსანდრიას სახელობის
ფოთის საჭადრაკო კლუბის
მთავარი პარტნიორია.
პარტნიორობის ფარგლებში 10
ახალგაზრდა მოჭადრაკეს
სრული ერთწლიანი
სტიპენდია
გადაეცა.კულტურასაქართველოს
ბანკი 2022 წლიდან ქართული
ნაციონალური ბალეტის,
„სუხიშვილების“,
გენერალური პარტნიორია. 2026
წელს დაიწყო კამპანია
„სუხიშვილები და
რეგიონები“, რომლის
მიზანია ანსამბლის
კონცერტების საქართველოს
სხვადასხვა რეგიონში
გამართვა. პირველი
კონცერტი ქუთაისში
გაიმართა.ბანკი ასევე უკვე
სამი წელია მხარს უჭერს
„თბილისის წიგნის დღეებს“.
2023 წლიდან ღონისძიებას 150
000-ზე მეტი ადამიანი
დაესწრო.გარემოს
დაცვასაქართველოს ბანკი 2010
წლიდან კავკასიის ბუნების
ფონდთან (CNF) თანამშრომლობით
საქართველოს დაცული
ტერიტორიების
შენარჩუნებასა და
განვითარებას უწყობს ხელს.
ამჟამად ბანკი 18 დაცული
ტერიტორიის მხარდამჭერია,
რომელთა საერთო ფართობი 740 000
ჰექტარს
შეადგენს.პარტნიორობის
ფარგლებში ფინანსდება
დაცული ტერიტორიების
ადმინისტრაციული და
ინფრასტრუქტურული
საჭიროებები, უმჯობესდება
რეინჯერების სამუშაო
პირობები და
მხარდაჭერილია
ადგილობრივი
მოსახლეობაც.ეს
საქართველოს ბანკის
მიერგანხორციელებული
ინიციატივების
მხოლოდნაწილია. სრული CSR
ანგარიშიხელმისაწვდომია
ბმულზე.
1795520519