აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტს 2.3 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ფე­დე­რა­ლურ და­ფი­ნან­სე­ბას გა­უ­ყი­ნავს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­და, რაც უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უარი გა­ნა­ცხა­და მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე.

მა­ნამ­დე, გა­სულ თვე­ში ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ნი­ხი­ლავ­და ჰარ­ვარ­დის­თვის გა­მო­ყო­ფილ 9 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ფე­დე­რა­ლურ კონ­ტრაქ­ტებ­სა და გრან­ტებს, რო­გორც ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ზო­მე­ბის ნა­წილს, რო­მე­ლიც მათი მტკი­ცე­ბით, ბოლო 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ლეს­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დრო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუ­სებ­ში გა­ჩაღ­და.

უნი­ვერ­სი­ტეტს გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მოს­თხო­ვა, იმუ­შა­ოს იმ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის, პერ­სო­ნა­ლი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის გავ­ლე­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად, რომ­ლე­ბიც „აქ­ტი­ვიზ­მის მი­მართ უფრო ერ­თგუ­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ“. დე­პარ­ტა­მენ­ტის წე­რილ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჰარ­ვარ­დმა მხო­ლოდ დამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა აიყ­ვა­ნოს პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მი­ი­ღოს სტუ­დენ­ტე­ბი და შე­წყვი­ტოს რა­სის, კა­ნის ფე­რის ან ეროვ­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ყვე­ლა პრე­ფე­რენ­ცია. დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­თხოვ­ნის თა­ნახ­მად, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ასე­ვე უნდა შე­ა­მოწ­მოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბი, „რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ამე­რი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა“ და ფე­დე­რა­ლურ სა­ი­მიგ­რა­ციო ორ­გა­ნო­ებს აც­ნო­ბოს ქცე­ვის წე­სებს დამ­რღვე­ვი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის შე­სა­ხებ. 

ჰარ­ვარ­დის პრე­ზი­დენ­ტმა ალან გარ­ბერ­მა სა­ჯა­რო წე­რილ­ში და­წე­რა, რომ გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­სულ კვი­რას წარ­დგე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბი ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ჰარ­ვარდს გა­ა­კონ­ტრო­ლოს და საფრ­თხე შე­უქ­მნას სკო­ლის, რო­გორც კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

„არ­ცერ­თმა მთავ­რო­ბამ - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­მე­ლი პარ­ტი­აა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში - არ უნდა გან­სა­ზღვროს, თუ რა შე­უძ­ლი­ათ კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ას­წავ­ლონ, ვინ შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ და და­ი­ქი­რა­ონ და სწავ­ლი­სა და კვლე­ვის რო­მე­ლი სფე­რო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ“, - გა­ნა­ცხა­და გარ­ბერ­მა.

AMBEBI.GE