მშვიდობის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა ღაზაში ჰუმანიტარული და რეკონსტრუქციული სამუშაოებისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს, დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

„2026 წლის 19 თებერვალს, მშვიდობის საბჭოს წევრები კვლავ შემომიერთდებიან დონალდ ტრამპის მშვიდობის ინსტიტუტში ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, სადაც გამოვაცხადებთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ღაზაში ჰუმანიტარული და რეკონსტრუქციული სამუშაოებისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მან განაცხადა, რომ მშვიდობის საბჭოს დიდი პოტენციალი აქვს. ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა ჰამასის სრული და დაუყოვნებელი დემილიტარიზაციის აუცილებლობას.

აშშ-ის პრეზიდენტმა მშვიდობის საბჭო დავოსში იანვარში შექმნა. მშვიდობის საბჭოს ამოცანაა ღაზას რეკონსტრუქციის ზედამხედველობა და მშვიდობის ხელშეწყობა. ინიციატივა ტრამპის სამშვიდობო გეგმის ნაწილია, რომელიც ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო ძალების განლაგებას.