გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე გაიზარდა.

ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 97.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.95% წინა კვირასთან შედარებით და +3.74% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 213 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 95.30 - 100.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 42.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.35% წინა კვირასთან შედარებით და +8.42% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 347 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.05 - 43.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 74 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 33.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.84% წინა კვირასთან შედარებით და +5.57% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 331 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.35 - 34.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.