ქუვეითი ჩინურ კომპანიასთან 4 მილიარდი დოლარის ღირებულების მუბარაქ ალ-კაბირის პორტის მშენებლობის კონტრაქტს გააფორმებს.

ბუბიანის კუნძულზე მდებარე მუბარაქ ალ-კაბირის პორტი ქუვეითისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია და ჩინეთი მას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ნაწილად განიხილავს.

პროექტის მიზანია რეგიონული სავაჭრო ცენტრის შექმნა და ქვეყნის ეკონომიკური დივერსიფიკაციის მხარდაჭერა. ქუვეითის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამუშაოების პირველი ფაზის დაახლოებით 50% დასრულებულია.

პორტს ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მეგაპროექტების სერიის ფარგლებში ჩინეთის კომუნიკაციების სამშენებლო კორპორაცია (CCCC) აშენებს.