არაბულმა ავიაკომპანიამ flyDubai ოფიციალურ ვებგვერდზე რუსული ბარათებით გადახდების მიღებას იწყებს.
ადრე ეს ვარიანტი მხოლოდ ქოლ-ცენტრის საშუალებით იყო ხელმისაწვდომი. გადახდის ეტაპზე კლიენტი გადამისამართდება ticket2dubai.com-ზე, საკომისიო არის 5%.
არაბულმა ავიაკომპანიამ flyDubai ოფიციალურ ვებგვერდზე რუსული ბარათებით გადახდების მიღებას იწყებს.
ადრე ეს ვარიანტი მხოლოდ ქოლ-ცენტრის საშუალებით იყო ხელმისაწვდომი. გადახდის ეტაპზე კლიენტი გადამისამართდება ticket2dubai.com-ზე, საკომისიო არის 5%.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამის გაგრძელება სექტორის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან შეუსაბამოა და შესაძლოა, არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას.სამინისტროს ცნობით, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ.„ამ ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ინტენსიური ბაღების ფართობების ზრდაა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში საქართველოში დაახლოებით 2.6 ათას ჰექტარზე ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.ამასთან, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება ხელს უწყობდა დაბალპროდუქტიული და გადაბერებული ბაღების შენარჩუნებას, აფერხებდა ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე აგრონომიული პრაქტიკის დანერგვას და ზრდიდა დაავადებების გავრცელების რისკს.სწორედ ამიტომ, 2026 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედებული აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების მხარდაჭერას თანამედროვე ბაღების გაშენების მიმართულებით აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში ახალი ბაღების გაშენებისთვის ფერმერის მიერ გაწეული ხარჯის 50%-ის თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პირველადი წარმოების პროდუქციის გადამუშავების ხელშეწყობას, რაც ვაშლის სექტორსაც მოიცავს.სუბსიდირების დასრულება არ ნიშნავს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შეწყვეტას. 2026 წლის პირველ სექტემბერს ვაშლის კონცენტრატების მწარმოებელ კომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე დადასტურდა, რომ კომპანიები მზად არიან, არასტანდარტული ვაშლი მიიღონ და გადაამუშაონ. ჩასაბარებელი ფასი ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
1789134033
მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა და კრიოსფეროს ფონდის მრჩეველმა რობინ ვუდჰედმა მოაწერეს.მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, საერთაშორისო პროექტებსა და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას, მკვლევართა გაცვლას, ასევე საქართველოს ანტარქტიდის კვლევების სამეცნიერო კომიტეტში (SCAR) გაწევრიანების მხარდაჭერას.„ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც კავკასიონის უნიკალური მყინვარები მდებარეობს, განსაკუთრებით პრიორიტეტულია კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაცია და ამ მიმართულებით სამეცნიერო ცოდნის გაღრმავება.დღეს, როდესაც მსოფლიო დგას კლიმატის გლობალური ცვლილებებისა და მყინვარების სწრაფი დნობის გამოწვევების წინაშე, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და მჯერა, ეს თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის ახალ, მასშტაბურ სამეცნიერო მიღწევებს“, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა.აღნიშნული ფონდი კრიოსფეროს სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერაზე მუშაობს. ფონდთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში გლაციოლოგიური კვლევების განვითარებას და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.
1789133876
ტუსკის განცხადებით, ძვირი ენერგიის პირობებში ევროკავშირი ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკურენციას ვერ შეძლებს.საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის ენერგოტევადი მრეწველობისთვის ელექტროენერგიის ფასი ჩინეთისა და ამერიკის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატებოდა.„პოლონეთი და რეგიონის სხვა ქვეყნები ენერგომატარებლებში ყველაზე მაღალ ფასს იხდიან არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ყველაფერი, რაც შეიცავს ენერგიის გაძვირების რისკს, ჩვენი მხრიდან დაიბლოკება. ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია.თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება. ევროკავშირი სხვადასხვა ამბიციურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთი დღითაც ვერ გამოიჩენს გულუბრყვილობას“, - განაცხადა ტუსკმა.
1789130541
ჩინეთის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით გამართული ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საფინანსო სექტორის გამოფენა, რომელზეც ჩინეთის უმსხვილესი ბანკები იყვნენ წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოფენას, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, ათი ქართული კომერციული ბანკი დაესწრო.სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გამოფენაში მონაწილეობა და შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის საფინანსო სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას. მისივე თქმით, ღონისძიება ქართულ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.გამოფენაში ასევე მონაწილეობდა სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.სიამენში გამართულმა ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენამ - CIFIT 2026 წელს მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენლებსა და მაღალი დონის დელეგაციებს მოუყარა თავი.
1789129455
სავაჭრო საათებია: 12:00–17:30 — ბაზრის გახსნამდე 17:30–00:00 — რეგულარული სავაჭრო საათები 00:00–04:00 — ბაზრის დახურვის შემდეგ ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხშირად რეგულარული სავაჭრო საათების მიღმაც ქვეყნდება — მათ შორის: კომპანიების კვარტალური შედეგები, ეკონომიკური მონაცემები და კორპორაციული სიახლეები.დამატებითი სავაჭრო საათები ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესაბამისად, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღონ და მომდევნო სავაჭრო დღეს აღარ დაელოდონ.ახალი ფუნქციონალი — აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გაზრდილი სავაჭრო საათების დამატება — საინვესტიციო პლატფორმის განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯია; ფუნქციონალის მიზანია, ინვესტირება უფრო მარტივი და მოქნილი გახდეს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ინვესტორებისთვის.დამატებითი სავაჭრო საათებით სარგებლობა შესაძლებელია თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმიდან: https://app.tbcbank.ge/YiId/vmg69gvcსავაჭრო საათები მოცემულია თბილისის დროით და შესაძლოა სეზონურად შეიცვალოს.გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი სავაჭრო საათების ფუნქციონალით სარგებლობისთვის საჭიროა, თიბისის მობაილბანკის აპლიკაციის განახლება.ეს არ არის ფინანსური რჩევა.
1789128060
უწყების ცნობით, დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა კავკასიის ბუნების ფონდს მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.მინისტრის განცხადებით, მემორანდუმის განახლება საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ბუნების კონსერვაციის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.„განახლებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში დაცული ტერიტორიების შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას, არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ბუნების კონსერვაციასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებასაც ითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, რომ კავკასიის ბუნების ფონდთან განახლებული პარტნიორობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაში დაგვეხმარება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.„თვალსაჩინოა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ამ პროცესის ნაწილი ვართ. დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით წინ განსაკუთრებით საინტერესო წელი გველოდება“, – განაცხადა დევიდ მორისონმა.„განახლებული მემორანდუმის ფარგლებში კავკასიის ბუნების ფონდი ხელს შეუწყობს კახეთში, ცივგომბორის ახალი დაცული ტერიტორიის განვითარებას. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის, ვისის ფონდის (Wyss Foundation) მხარდაჭერით, კავკასიის ბუნების ფონდი ასევე გააგრძელებს დაცული ტერიტორიების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში, Wyss Foundation-ის მიერ კავკასიის ბუნების ფონდისთვის გამოყოფილი გრანტის საერთო მოცულობა 7.25 მილიონამდე დოლარს შეადგენს. კავკასიის ბუნების ფონდის და სხვა დამატებითი დონორების თანადაფინანსების გათვალისწინებით, პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 11 მილიონ დოლარს შეადგენს და 5 წლის პერიოდზეა გათვლილი.მემორანდუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას, პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემების განვითარებასა და ადგილობრივ თემებთან პარტნიორობის გაღრმავებას. საქართველოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის დაცული ტერიტორიების მიმართულებით თანამშრომლობა 2008 წელს დაიწყო და, ფონდის მხარდაჭერით, საქართველოში 15 დაცული ტერიტორია განვითარდა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
1789123682
რამდენი გაიფლანგა ნათია ჯანაშიას დირექტორობის დროს და როგორ მიიტაცეს 4...
1788162909
ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1788946407
ეროვნული ბანკი 60 წელს გადაშორებული პირებისთვის აზარტული და კრიპტო ტრა...
1788176842
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italia...
1788453549
ნათია ჯანაშია გვიან მიხვდა დაშვებულ შეცდომებს
1789120137