აზერბაიჯანსა და TikTok-ს შორის მოლაპარაკებები კონტენტის მონეტიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის დაბეგვრის შესახებ დასკვნით ეტაპზეა.

ამის შესახებ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ანალიზისა და კოორდინაციის ცენტრის (4SIM) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფარიზ ჯაფაროვმა პანელზე „შესავალი ციფრულ და მეტავერსიულ ეკონომიკაში“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს აზერბაიჯანში TikTok-ის მომხმარებლების მიერ მიღებული შემოსავლების დარეგულირებას და წარმოადგენს ქვეყნის სტრატეგიის ნაწილს თანამედროვე ციფრული ეკოსისტემის შესაქმნელად.

„აზერბაიჯანი აქტიურად მუშაობს ეროვნული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, მეწარმეებისთვის საჭირო ინსტრუმენტებითა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფაზე, სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნები მოიცავს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას, მონაცემთა ცენტრების შექმნას, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფას და გადახდის სისტემების განვითარებას“, - აღნიშნა ჯაფაროვმა.