როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი მისგან? - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციები.
როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი მისგან - ვიდეო
ინტერვიუში კი ის საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.თქვენი კარიერის გზაზე, რომელი ეტაპი აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი?ასეთი რამდენიმეა:პირველი იყო - უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა დიდად არ მაინტერესებდა და უფრო კინო-თეატრისკენ ვიხრებოდი (მაშინ, 1988 წელს, სიტყვა პროდიუსერი საბჭოთა კავშირში არ ვიცოდით), იმ პერიოდში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება, თან პირველივე ცდიდან (17 წლის ასაკში), რაღაც ფანტასტიკის ჟანრის მიღწევად ითვლებოდა. ეს ჩელენჯი (მაშინ არც ეს სიტყვა ვიცოდით) ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა და გადავწყვიტე ყველაზე რთული შედეგისთვის ბრძოლა, რასაც მივაღწიე კიდეც.მეორე - ინტელექტ-კლუბის დაარსება. ბევრი ძიების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საქართველოში არ არსებობს მუდმივი წრე, სადაც ინტელექტუალურ თამაშებს თამაშობენ და მეგობრებთან ერთად თავად დავაფუძნე 1991-ში. მაშინ ეს ფუძნდებოდა როგორც 30-40 ადამიანის თავისუფალი დროის გატარების საშუალება და ვერ ვიფიქრებდი, რომ 34 წლის შემდეგ გადაიქცეოდა ქვეყნის ყველაზე დიდ კლუბად ინტერესების მიხედვით, რომლის თამაშებიც 250 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.მესამე - 2008 წელს ახალი, სმოკინგებიანი “ინტელექტ-კლუბის” ეთერში გასვლა. დიდი ხანი არ მჯეროდა, რომ ჩვენთან შესაძლებელია გადაღების ასეთი ხარისხის მიღწევა, მაგრამ აზერბაიჯანელი კოლეგების მაგალითმა დამარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია. გავრისკეთ და გამოგვივიდა!ყველა ადამიანი წარმატებას განსხვავებულად აღწევს - რა არის თქვენი “წარმატების ფორმულა”?ჩემი მეთოდია ხანგრძლივი, ყოვლისმომცველი მზადება, ყველა დეტალის (წვრილმანისაც კი) წინასწარ გავლა, ზედმიწევნითი დაგეგმარება, ყველა ფაქტორის გათვალისწინება და უკვე შემდეგ რეალიზება. ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია დეტალური და მიზანმიმართული შესწავლის შედეგად. მე ვიზიარებ ბრძნულ და ამავე დროს ირონიულ გამონათქვამს, რომ “პრობლემების 25% საერთოდ არ ექვემდებარება მოგვარებას, 25% გვარდება თავისით”, ხოლო დანარჩენი 50%-ის მოგვარების ჩემეული რეცეპტი იხილეთ მაღლა…ყოფილა თუ არა მომენტი, როდესაც გიფიქრიათ, რომ დანებება უფრო მარტივი იქნებოდა - რა იყო ის, რამაც მოგცათ მოტივაცია, არ გაჩერებულიყავით?რასაკვირველია, ყოფილა (ყველას აქვს ხოლმე ასეთი მომენტი, არ დაიჯეროთ თუ ვინმე ამბობს, მე არაო…). ოღონდ მე კი არ გავჩერდი, არამედ გავყინე სიტუაცია, გავჭიმე დროში და რაღაც პერიოდის შემდეგ (ჩემ შემთხვევაში 5-6 წელიწადში) დამიბრუნდა იგივე სიტუაცია და იქ უპრობლემოდ მივაღწიე მიზანს.ზოგჯერ ჯობს მოთმინებას მოუხმოთ და უბრალოდ მოიცადოთ. მოუთმენლობა ბევრი წარუმატებლობის საწინდარია.თქვენს ცხოვრებაში იყო თუ არა ადამიანი, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა?ალბათ მაინც პაპაჩემმა - ოთარ რჩეულიშვილმა, რომლის განვლილი გზის იმიტირებასაც მე ქვეცნობიერად ვცდილობ ჩემს ცხოვრებაში. ახლა რომ ვინმემ მკითხოს, ვისთან ისურვებდი გულახდილ საუბარსო - დაუფიქრებლად ვეტყვი პაპასთან-თქო. სამწუხაროდ, ის 1995-ში გარდაიცვალა (როცა მე 23 წლის ვიყავი) და ვერ მოვასწარო მისთვის რაღაც კითხვების დასმა, რაზეც პასუხები დღემდე არ მომიპოვებია...განათლების გზაზე მასწავლებელი გადამწყვეტ როლს ასრულებს. რა არის კარგი მასწავლებლის მთავარი თვისება?სამწუხაროდ, არასოდეს ვყოფილვარ მასწავლებელი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით! არც რაიმე ლექცია წამიკითხავს თუ მოტივაციურ სპიკერობას არ ჩავთვლით! აქ ალბათ დავეთანხმები დიდ პედაგოგს, მარია მონტესორის, რომ “ჭეშმარიტი მასწავლებელი უნდა იყოს გზამკვლევი და არა - დირექტორ-მენეჯერი... ერთდროულად უნდა იყოს სწავლული მეცნიერიც, მსახიობიც, ფსიქოლოგიც და ფილოსოფოსიც!”რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ წარმატება მხოლოდ მაღალი ნიშანია და მეტი არაფერი?წარმატება - არის დასახული მიზნების მიღწევა! თუ მიზანი მაღალი ნიშნებია და ისინი მიიღწევა - ესეც წარმატებაა! თუ მიზანი ფულის შოვნაა და ადამიანი გამდიდრდება - ესეც წარმატებაა! მთავარია ადამიანს ფასეულობრივად სწორი მიზნები გქონდეს დასახული, თორემ არასწორი მიზნების მიღწევა წარმატებად ვერ ჩაითვლება...სწორი მიზნის გარეშე არ არსებობს წარმატება!როგორ უნდა განივითაროს ადამიანმა უნარები?ყოველდღიური ტრენინგი იმ მოტივით, რომ მეორე დღეს ერთი იოტით უფრო მაგარი იქნები, ვიდრე გუშინ! მხოლოდ ასე მიიღწევა რეალური წარმატება! პერმანენტული პიროვნული (ფიზიკური, გონებრივი, ინტელექტუალური და ა.შ.) ზრდა არის წარმატების საწინდარი! როგორც კი ჩერდები და დაკმაყოფილდები - წარმატებაც იქ მთავრდება...წარსულში დაბრუნება, რომ შეგეძლოთ, რა რჩევას მისცემდით საკუთარ თავს?რატომ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, როდესაც საუკეთესო შესაძლებლობები ახლა იხსნება? რატომ ვკიცხოთ საკუთარი თავი წარსული შეცდომებისთვის და ვაკრიტიკოთ ხელიდან გაშვებული შანსებისთვის? თუ ნანობ ყოველ არასწორ გადაწყვეტილებას, ამით აუფასურებ საკუთარ თავს და კვებავ შენს თვითკრიტიკასა. თვითკრიტიკა კარგია, ოღონდ ზომიერი!წარსულში ახალი არაფერი გამოჩნდება. სიახლეები მხოლოდ მომავალაშია! როდესაც წარსულს ვეჭიდებით, ყურადღებას ვამახვილებთ ნეგატივზე, წყენაზე, სინანულზე, ფაქტობრივად ცხოვრებას უკუღმა მივუყვებით. ჩვენი მიზანია - აწმყო და მომავალი! უნდა გამოვიყენოთ გამოცდილება და ენერგია სწორედ ახლა! ახლა, უნდა მიაღწიო იმას, რაც გინდა!საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
1761746495
აჭარა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა საქართველოს რეგიონებს შორის და ქვეყნის ეკონომიკაში, თბილისის შემდეგ, ყველაზე მაღალი - 10%-იანი წილი აქვს. ასევე, მზარდია ამ რეგიონის მოსახლეობა, რაც ბიზნესის წარმოებასა და გაფართოებაზე დადებითად მოქმედებს.აჭარის ეკონომიკაში დომინანტური როლი აქვს ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ დარგებს. გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, აჭარა პოპულარული ტურისტული მიმართულებაა როგორც მეზობელი, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ამ ქვეყნებიდან ვიზიტორები აჭარის რეგიონს დასასვენებლად სტუმრობენ და აპარტამენტებში განთავსებას ანიჭებენ უპირატესობას. ამასთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან - მათ შორის ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ვიზიტორები ძირითადად სასტუმროებზე ქმნიან მოთხოვნას, რაც აჭარაში სასტუმროების შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.რაც შეეხება საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, აჭარა თბილისის შემდეგ ყველაზე აქტიურ რეგიონად რჩება. ბოლო წლებში მაღალი მოთხოვნის ფონზე სამშენებლო აქტივობამაც მოიმატა, განსაკუთრებით გასაქირავებელ აპარტამენტებზე ფოკუსირებული პროექტების მიმართულებით. შედეგად, საინვესტიციო აპარტამენტები ბაზარზე ჭარბობს. კვლევის მიხედვით იკვეთება, რომ ქალაქის მოსახლეობის ზრდისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროების ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი მოთხოვნა ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია.„რეგიონული განვითარება საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა მზარდი იყოს. აჭარა დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონია ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით - ტურიზმი, უძრავი ქონება და მომსახურების სფერო სწრაფად ვითარდება. აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანია, ადგილობრივ ბიზნესებს მივაწოდოთ სანდო ანალიტიკური ინფორმაცია და ბაზრის შეფასებები, რაც მათ განვითარებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. გალტ & თაგარტის კვლევა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - აჩვენოს ტენდენციები და შესაძლებლობები, რომლებიც აჭარის ეკონომიკურ პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს. შესაბამისად, ამ ღონისძიების მიზანია, რომ აჭარაში მოქმედ ბიზნესებს მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია, რომ რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საქმიანობის დაწყების და განვითარებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
1761744420
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დენის სალუქვაძესთან ერთად საკოორდინაციო შტაბი გახსნა.სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ფერმერების თავდაუზოგავი შრომით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, ყოველწლიურად იზრდება როგორც მოსავლის რაოდენობა, ასევე ხარისხი.„აჭარის ციტრუსი უკვე მრავალი ათწლეულის განმავლობაში წარმოადგენს ჩვენი რეგიონის სავიზიტო ბარათს და ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს. დარწმუნებული ვარ, შტაბის საქმიანობა მომდევნო სამი თვის განმავლობაში წარმატებული და ეფექტიანი იქნება. ათასობით ოჯახი სწორედ ციტრუსის მოსავლით იღებს შემოსავალს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ფერმერის მხარდაჭერა,“ — აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.შტაბის გახსნის პარარელურად, სულხან თამაზაშვილი, დავით სონღულაშვილი და დენის სალუქვაძე მეციტრუსე ფერმერებს შეხვდნენ და მიმდინარე პროცესებზე მოისმინეს ინფორმაცია. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე დაწესდება 35 თეთრიანი სახელმწიფო სუბსიდია.დამატებით 5 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად, სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრი იქნება.მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემებით, მოსალოდნელია 60–65 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალი, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით მეტია. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა მიიღებს.ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მიზანია ციტრუსის ლოჯისტიკის, რეალიზაციისა და სუბსიდირების პროცესების კოორდინაცია. შტაბი მუშაობას პირველ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი (1501), სადაც მოქალაქეებს საჭირო ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
1761744372
ახალი შეთავაზება, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სრულად ონლაინ გახდნენ ლიბერთის მომხმარებლები, ავტომატურად გაუაქტიურდეთ Mastercard-ის ციფრული ბარათი და მინიმუმ 50 ლარიანი ტრანზაქციის შესრულებისას დაიბრუნონ გადახდილი თანხის 50%, მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით.აქციაში მონაწილეობის მიღება მარტივია:მომხმარებელმა https://onboarding.lb.ge -ის საშუალებით უნდა გაიაროს რეგისტრაცია;თანხის გადახდა უნდა მოხდეს Mastercard-ის ციფრული ბარათით, რომლის გააქტიურება რეგისტრაციის პროცესში ავტომატურად მოხდება, ხოლო ბარათისდამატებას Apple Wallet ან Google Wallet-ში, პირდაპირ ლიბერთის მობაილ ბანკიდან შეძლებს.პირველ, მინიმუმ 50 ლარიანი ტრანზაქციის შესრულებისას გადახდილი თანხის 50%-ის დაბრუნება მომენტალურად მოხდება. აქციის ფარგლებში მომხმარებელი მაქსიმუმ 50 ლარს დაიბრუნებს.შეთავაზების ფარგლებში, ქეშბექი ვრცელდება მხოლოდ ერთ ტრანზაქციაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ლარში როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ტერმინალზე გადახდისას. აქცია არ ვრცელდება აზარტული თამაშებისა და განაღდების ტოლფას ოპერაციებზე.გახდი ჩვენიანი მარტივად: https://onboarding.lb.geლიბერთის მობაილ ბანკის აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულებზე:📱 iOS – https://apple.co/39VbnXu 📱 Android – https://bit.ly/3GhDxIs
1761742616
Paragraph Spa Tbilisi 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო და Visa ertguli Signiture ბარათის მომხმარებლები, სასტუმრო პარაგრაფ თბილისის სპა ცენტრში გადახდილი თანხის 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. შეთავაზება ვრცელდება სპაში მიღებულ ყველა სერვისსა და შეძენილ პროდუქციაზე, ასევე აღნიშნული ბარათების ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Signature, Miles&Smiles Visa Signature და Visa ertguli Signature. Anne Semonin Spa Batumi 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 30%-იანი ქეშბექი დახვდებათ რადისონ ბლუ ბათუმში არსებულ სპა ცენტრშიც- Anne Simonin Spa, სადაც ჯამში მაქსიმუმ 200 ლარს დაიბრუნებენ. სპა პროცედურების გარდა, შეთავაზება ვრცელდება მათ სასაჩუქრე ვაუჩერზეც.Anne Simonin Spa-ში პროცედურის დაჯავშნით, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ- ფიტნეს ცენტრით, თბილი გარე აუზით, მშრალი და სველი საუნებით, შიდა აუზით.შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Signature, Visa Platinum, MC Worldelite, Miles&Smiles Visa Signature და Visa ertguli Signature. Purovel SPA TBC Concept Visa Platinum, Visa Signature, MC World Elite ბარათების მფლობელები 31 დეკემბრამდე, 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ Purovel SPA-ში ანგარიშსწორებისას.შეთავაზება ვრცელდება აღნიშნული ბარათების ციფრულ ანალოგებზეც. ბალნეოლოგიური სპა კურორტი TBC Concept Visa Signature, Visa Platinum, MC Worldelite ბარათების მფლობელები, 31 დეკემბრამდე, 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის შერჩეულ პროცედურებზეც.თითოეულ სპა ცენტრში შეთავაზებით სარგებლობისთვის, გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის პოს-ტერმინალზე. გარდა სპა ცენტრებისა, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, ჯანმრთელობისა და სილამაზის კატეგორიაში, სხვადასხვა შეთავაზება დახვდებათ შემდეგ პარტნიორ ობიექტებში: Axis Towers Wellness, Alliance Palace Batumi SKY39, Nail Sunny, GiGi Cosmetics, 12 რაუნდი, თოდუას კლინიკა, კლინიკა ნუაჟი, ნოემი, ველქინი, ესთეტიკური კლინიკა - MM.შეთავაზებების დამატებითი პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
1761739748
ტურნეს შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.“სუხიშვილების” კონცერტზე მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, დაესწროს დაუვიწყარ სანახაობას და გაეცნოს ქართულ ტრადიციულ ცეკვებს თანამედროვე ელემენტებით.ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” არ არის მხოლოდ ქორეოგრაფიული დასი, არამედ წარმოადგენს ეროვნულ საგანძურად ქცეულ თაობებს შორის კავშირს, რომელიც ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ამასთან, მის მუდმივ განვითარებას.აღსანიშნავია, რომ წელს “სუხიშვილების” ანსამბლი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა “ტრიუმფის 80 წელი” იმართება. გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 10 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
1761738310
ილია წულაია: ჰარვარდის კურსელები მირეკავენ ხოლმე, რა ხდება, რატომ არის...
1761305535
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდ...
1761217431
MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართ...
1761287820
თბილისის ფინანსური სამიტის მონაწილე ინვესტორთა ნაწილი ჩვენს საბანკო სი...
1761395622
ვის ეკუთვნის „ლუკოილ ჯორჯია“ და როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლე...
1761214465












