ოქროს შესყიდვის მომენტიდან ოქროს ფასის ღირებულების ზრდის შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, რეზერვები $420.6 მილიონით გაიზარდა, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მან „2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტი წარადგინა.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების დაგროვებასა და მის ეფექტიან მართვაზე.

სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, 2025 წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს რეზერვების შევსებას.

შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით დაახლოებით 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 5.2 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვა. სწორედ ამ მიზნით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან. საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მზარდია და
ოქროს შესყიდვის მომენტიდან ოქროს ფასის ღირებულების ზრდის შედეგად, ივლისის მდგომარეობით, რეზერვები დაახლოებით 287 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.