ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში

საქართველოს ბანკი PLUS ბარათის მომხმარებლებს ქულების დაგროვებისა და ქეშბექის მიღების შესაძლებლობას სხვადასხვა შეთავაზებით რეგულარულად აძლევს. PLUS-ების დასაგროვებლად მომხმარებლებს შეუძლიათ ყოველდღიური, მათ შორის, ყავის, საწვავის, აფთიაქისა თუ მარკეტის ხარჯები PLUS ბარათით დაფარონ.

მეტი PLUS-ის დაგროვებისა და დამატებითი სარგებლის მისაღებად, მომხმარებლებს შეუძლიათ მობილბანკის შეთავაზებების სივრცე პერიოდულად შეამოწმონ. აღნიშნულ სივრცეში მომხმარებლები გაეცნობიან როგორც PLUS-ის დაგროვების, ისე ქეშბექის შეთავაზებები.

ამჟამად საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბათუმში სხვადასხვა ობიექტში რამდენიმე შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ:

სუფთა სახლი — 20% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი

25 სექტემბერს, სუფთა სახლის ონლაინ ან ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 80 ლარის შენაძენისას, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათის მფლობელები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ, მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით. ამასთან, სუფთა სახლში მომხმარებლებს შიდა 50%-მდე ფასდაკლებებიც დახვდებათ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი კი თანხის გადახდისთანავე აისახება ანგარიშზე. შეთავაზება მოქმედებს „სუფთა სახლის“ ყველა ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში.

iPlus — 150 ლარის ქეშბექი

30 სექტემბრის ჩათვლით, iPlus-ის ფიზიკურ ფილიალებში მინიმუმ 1,000 ლარის შენაძენისას, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათის მფლობელები 150 ლარს დაიბრუნებენ ანგარიშზე.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა. iPlus Apple-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

Wishlist — 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი

26 სექტემბერს Wishlist-ის ფიზიკურ ფილიალებში ან ონლაინ გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ, მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი კი მომენტალურად აისახება ანგარიშზე. Wishlist ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოებისა და აქსესუარების ქსელია.

Technomart — 20% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი

26-27 სექტემბერს Technomart-ში PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.

გაეცანი ამ და ბათ„უმის სხვა შეთავაზებებს მობილბანკში.