მთავრობის დადგენილებით, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე 250-ლარიანი გადასახადი 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

„დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 12 ივნისიდან და ძალაშია 2024 წლის 1 სექტემბრამდე“, - აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

ცნობისთვის, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წლის 12 ივნისიდან მოქმედებს და ძალაში იყო 2024 წლის 1-ელ მარტამდე.

შეგახსენებთ, საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური 2023 წლიდან მოქმედებს და 2024 წლის 1-ელ მარტამდე უნდა ყოფილიყო ძალაში.