2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 291,86 მლნ აშშ დოლარი (811,1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 3,9%-ით (10,9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96,2% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 96,5% მოდიოდა.

2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 32,1 მლნ აშშ დოლარი (89,2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის მარტის (29,6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.5%-ით მეტია.