გასულ თვეში, ისრაელში საბადოში წილის შეძენის შემდეგ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ახალი კომპანია დააარსა.

როგორც ABC.AZ იუწყება, ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია SOCAR Tamar-ი.

კომპანია რეგისტრირებულია სათაო ოფისში, ბაქოს ნარიმანოვის რაიონში, ჰეიდარ ალიევის გამზირზე, კორპუსში 121 (სოკარ თაუერსში) და აქვს საწესდებო კაპიტალი 10 000 მანეთი.

კომპანიის კანონიერი წარმომადგენელია სულთანოვი აგამამედ სულთან ოღლი.

აღსანიშნავია, რომ SOCAR-მა გააფორმა ხელშეკრულება Union Energy-თან ხმელთაშუა ზღვის აუზში ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზის საბადოების Tamar-ის პროექტში 10%-იანი წილის შესყიდვის შესახებ.