2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე საქართველომ 17,493 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი განახორციელა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია და 58,05 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.
ინფორმაციის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღირებულება 54,5%-ით, ხოლო მოცულობა - 34,3%-ით გაიზარდა.
ძირითადი ექსპორტის ბაზრები იყო ერაყი და აზერბაიჯანი. ერაყმა ექსპორტი განახორციელა 36,8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 11,283 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ხოლო აზერბაიჯანმა 21,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 6,210 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი განახორციელა.