საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ვახტანგ ბურკიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როცა სებ-ს შესაძლებლობა აქვს, სავალუტო რეზერვების შევსებას ახდენს.
„წლის ბოლოსათვის ჩვენი რეზერვების მოცულობა იყო 4,45 მლრდ. სებ-ის გრძელვადიანი პოლიტიკაც აქედან გამომდინარეობს, რომ ყოველთვის მიმართულია რეზერვების შეძენაზე, როგორც კი ამის საშუალებას ბაზარი იძლევა.
ჩვენ ვუყურებთ, ვაკვირდებით პროცესებს. მიუხედავად მაღალი კრიტიკისა მაგალითად ნოემბერში დაახლოებით 124 მლნ-ით შევავსეთ. რეზერვების შევსება დეკემბერშიც გავაგრძელეთ და თუ არ ვხდები დაახლოებით 28 მლნ ვიყიდეთ. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში სებ-ს უწევს ამ რეზერვების გამოყენება, იმიტომ, რომ როდესაც მაკრო-ეკონომიკური ფუნდამენტური პრობლემები არ არის ბაზარზე, მოკლე შოკებია წარმოდგენილი“, - აცხადებს ვახტანგ ბურკიაშვილი.