დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნოპროგრამა წარადგინა. არავის სჯერა ამპროგრამის, რადგან 2012 წლიდანმოყოლებული დღემდე მათი უამრავიდაპირება უფასო ფულზე, გაზზე, ბენზინზე, იაფ კრედიტებზე,მოსახლეობა რომ საკუთარ ჯიბეზეიგრძნობდა ეკონომიკის ზრდას,„წალკოტადქცეულ წყალტუბოზე“, ანაკლიის პორტზე და კურორტზე, „დაბრუნებულ გარეჯზე“ და მრავალისხვა შეუსრულებელი დარჩა.

დიახ, ლარებში ზრდა გვაქვს ბიუჯეტში, მაგრამ ლარის კურსმა დევალვაციაგანიცადა. ამას დავამატოთ ინფლაციადა რასაც 2012 წელს 100 დოლარად, ანუ167 ლარად ვყიდულობდით, ახლაიგივეს შეძენას 700-800 ლარი სჭირდება.

რის ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკა? ჩვენი ეკონომიკის ზრდის მთავარიმამოძრავებელი ფაქტორი ჩვენივეემიგრანტების მიერ ჩამორიცხულიფულია. ჩვენი მშპ დაახლოებით 28 მლრდ დოლარია და ის მნიშვნელოვანინაბიჯებით იზრდება, მაგრამ ყოვეწლიურად ემიგრანტები რიცხავენ4-დან 4,5 მლრდ დოლარს, რაც ჩვენიმშპ-ს 14-დან 17%-მდე შეადგენს. ანუ, მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არგაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, ისინი კიახერხებენ და ეკონომიკური ზრდათითქმის ორჯერ ნაკლებია. წარმოიდგინეთ, პროგრესულიმთავრობა რომ გვყავდეს, რა ტემპებითგანავითარებდა ქვეყანას.

26 ოქტომბერს ერთად უნდა შევცვალოთეს ქურდი, არაფრისმაქნისი,ეკონომიკის მუხრუჭი ხელისუფლება!"- წერია განცხადებაში.