წლის ადამიანები 2025 - "ბანკები და ფინანსების" ვერსია
გაზეთ „ბანკები და
ფინანსების“ ვერსია
ეფუძნება ამა თუ იმ
პიროვნების, ან ადამიანთა
ჯგუფის საქმიანობის
ზეგავლენას საქართველოსა
და მსოფლიოში მომხდარ
მოვლენებზე, მიუხედავად
იმისა, დადებითი იყო ეს
გავლენა, თუ უარყოფითი.წლის
ადამიანად (წლის
ადამიანებად)
დასახელებისას, გამოცემის
მიერ მთავარ კრიტერიუმად
განსაზღვრულია, რომ
დასახელებულს უნდა
ჰქონდეს შესრულებული
განსაკუთრებული როლი
საქართველოში ან/და
საქართველოსთან
მიმართებით მსოფლიოში
მიმდინარე პროცესებში,
გასული წლის მანძილზე
მომხდარ და დაფიქსირებულ
მოვლენებში. ხაზი ესმება,
რომ ეს ზეგავლენა და ამა თუ
იმ პიროვნების აღნიშნული
როლი, შესაძლოა, იყოს
როგორც დადებითი, ისე
უარყოფითი.ერთადერთი
სიახლე, რაც გამოსაკითხ
პირებს შესთავაზა
საორგანიზაციო ჯგუფმა, ის
იყო, რომ ამჯერად
განსაკუთრებით, თუ
მიზანშეწონილად
ჩათვლიდნენ, ლაურეატებს
შორის წარმოეჩინათ
ახალგაზრდები, თავისი
ხანგრძლივი ცხოვრებისეული
გზის დასაწყისში მყოფი
წარმატებული
პიროვნებები.ტრადიციულად,
გამოკითხვის შედეგები
ქვეყნდება გაზეთის
საახალწლო ნომერში.გაზეთ
„ბანკები და ფინანსების“
სოციოლოგიურმა ჯგუფმა
შეაჯამა გამოკითხვის
შედეგები. ლაურეატები, წლის
პირველი სამი ადამიანი
დასახელებულნი არიან
გამოკითხვისას მიღებული
ქულების შესაბამისად.
მომდევნო საუკეთესო
ათეულის სიას კი გთავაზობთ
გვარის ანბანის რიგის
მიხედვით.1999 წლიდან
მოყოლებული, წლის
ადამიანებად „ბანკები და
ფინანსების“ გამოკითხვის
შედეგად, აღიარებული
იყვნენ: ნინო ანანიაშილი
ედუარდ შევარდნაძე გიორგი
კანდელაკი ილია II მიხეილ
სააკაშვილი ზურაბ ჟვანია
გიგა ბოკერია ბიძინა
ივანიშვილი თბილისში 2015
წლის 13 ივნისის სტიქიით
მიყენებული ზარალის
სალიკვიდაციო სამუშაოების
მონაწილე მოხალისეები
ლაშა ტალახაძე სალომე
ზურაბიშვილი ვაჟა
გაფრინდაშვილი გიორგი
ჩაფიჩაძე და კოვიდთან
მებრძოლი ქართველი
ექიმები მიხეილ ლომთაძე
ხვიჩა კვარაცხელია დონალდ
ტრამპი გთავაზობთ გაზეთ
„ბანკები და ფინანსების“
წლევანდელი გამოკითხვის
პირველ სამეულსა და კიდევ
თორმეტ ლაურეატს. სამეული
დასახელებულია მიღებული
ქულების რიგის მიხედვით,
ხოლო თორმეტი სხვა
ლაურეატი გვარის ანბანური
რიგის მიხედვით.„ბანკები
და ფინანსების“ 2025 წლის
ადამიანი გახდა თელავის
ერეკლე II-ის სახელობის
საჯარო სკოლის მოსწავლე
ერეკლე ბეჟუაშვილი.ერეკლე
ბეჟუაშვილითელაველი
მოსწავლეა, რომელმაც უკვე
ორი წიგნის გამოცემა შეძლო.
ერთი ესაა „ტიბეტური
საგანძური“ და სულ
ახლახანს,
„ვარსკვლავქვეშეთში“.
პირველი წიგნისთვის
ერეკლეს პრესტიჟული,
შემოქმედთა კონკურსის
„ქუჯის ლაურეატობა“
მიენიჭა. ერეკლე ესაუბრება
როგორც თანატოლების,
მოწაფეებისა და
სტუდენტების, ისე
მოზრდილთა და მოწიფულთა
აუდიტორიას. წარუდგენს მათ
თავის წიგნებს. სულ
ახლახანს ლექსების
გამოქვეყნება დაიწყო.
ასაკისთვის შეუფერებლად
გონიერი და დინჯია. მისი
ხედვები სამშობლოს
დასტრიალებს თავს და
ვფიქრობთ მომავალში
ქვეყანას სწორედ
ერეკლესნაირი
ახალგაზრდები
უწინამძღვრებენ. ღმერთმა
ქნას!ნიკა
კუბლაშვილიმოსწავლე,
ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტიდან,
რომელმაც სოციალურ ქსელში
გამოჩენისთანავე მიიპყრო
ყურადღება. მისმა ნამღერმა
ხალხს დიდი ჰამლეტ
გონაშვილი მოაგონა. სულ
მალე ის უაღრესად
პოპულარული გახდა.
კონკურსში „საქართველოს
ხმა“ დაიწუნეს, მაღალი და
დაბალი ტონალობები არ იყოო
საკმარისი და აბა როგორ
შეგაფასოთო. ამის მერე, სულ
მალე ჩეხეთიდან
გამარჯვებული დაბრუნდა.
მღერის, როგორც თავად თქვა,
ხალხურსაც და ესტრადასაც.
არ აქვს სპეციალური
სამუსიკო განათლება, რაც
სასურველი და
გამოსწორებადია. თუმცა
ხალხურების ვირტუოზ
შემსრულებლებს განა
ჰქონდათ სპეციალური
განათლება?! მთავარია, რომ
ის „ქართული ხმაა“ და დიდი
მომავალი ელის.მატილდა
გვარლიანიქართული შარმი
და ფრანგული
მომხიბვლელობა, ანცი
ღიმილი და ჯადოსნური
გრაცია პოდიუმზე. სვანური
და უშბას ტოლი სიმაღლე,
უმშვენიერეს ფერიებს
შორის აღმატებული, იმ
ფერიებს შორის ათეული
მილიონებიდან რომ არის
არჩეული. ახლახანს
პრესტიჟულმა გამოცემამ,
მსოფლიოში „ქუჩის მოდის“
საუკეთესო მოდელად
აღიარა.მზია
ამაღლობელიჟურნალისტი,
რომელიც სასჯელს იხდის
მრწამსისთვის,
პრინციპულობისთვის,
თავისი იდეალების
ერთგულებისთვის. კანონი
დაარღვია თუ არა? რა თქმა
უნდა! ეს გააკეთა
შეგნებულად, თავის
თანამოაზრეებისთვის, მათ
გასამხნევებლად,
ხელისუფლებისთვის ზიანის
მისაყენებლად. მან ეს
შეძლო. დამსახურებულად
მიანიჭეს სახაროვის
სახელობის პრემია.
უმრავლესობა ეთანხმება,
რომ საქართველოს ადგილი
ცივილიზებულ ერთა შორისაა.
ასევე მიიჩნევს
დღევანდელი ხელისუფლება,
სასამართლოს
გადაწყვეტილება
ფორმალურად სწორია და
მიუხედავად ამისა, ეს არის
მოქალაქეობრივი სიმამაცის
მაგალითი.მარტინ
გიუმჯიანისომეხი
ახალგაზრდა ერევნიდან,
სტუდენტი, იცის ქართული და
უყვარს საქართველო.
ფრუნზიკ მკრტჩიანის
შემდეგ, სომხებსა და
ქართველებს შორის ძმობა -
მეგობრობის განმტკიცებაში
იმდენი წონადი წვლილი
არავის შეუტანია, როგორც
გიუმჯიანს. ჩვენ მოძმე
ერები ვართ და თავი
ერთმანეთზე უკეთესი
გვგონია, ვეჯიბრებით კიდეც
ერთმანეთს და ამას არაფერი
სჯობს. ხანდახან იქეთ-აქეთ
გვეშლება ხოლმე, გვიყვარს
მითები და ლეგენდები,
ერთმანეთთან მიმართებაში
წვლილის გაზვიადება.
ცოტანი არიან ამ ბოლოს ვინც
ურთიერთ ძმობას და
სიყვარულს ქადაგებს. ამ
მხრივ მარტინ გიუმჯიანი
სამაგალითო
მოვლენაა.ბიძინა
ივანიშვილისაქართველოში
დღესაც ის მართავს
პროცესებს. ვითარება
ისეთია, როგორიც მას სურს.
ორ დიდ იმპერიას ერთად
ეთამაშება. ეს ცეცხლთან
თამაშია. ახალ გიგანტებს
ზვერავს - ჩინეთი, ინდოეთი,
არაბები... ფიქრობს
საქართველოს სასიკეთოდ
მათ გამოყენებაზე. აქვს
ლეგიტიმური უფლება
უნდოდეს თავისი
დაყადაღებული აუარების
დაბრუნება, რომლებიც
საქართველოს უნდა
მოახმაროს. ამაში ეჭვი
არავის ეპარება, როგორც
იმაში, რომ მას უყვარს
საქართველო და უნდა, რაც
შეიძლება მეტი სიკეთე
გაუკეთოს მას. თუმცა,
რამდენად აღმოჩნდება
ჩვენი ეროვნული
ინტერესების შესატყვისი
ავტორიტარული ელემენტების
მომძლავრება და
ფაქტობრივი
ერთმმართველობა, ამას
მომავალი
გვიჩვენებს.ხვიჩა
კვარაცხელიათუ ასე
ითამაშა, ყოველ წელს იქნება
ქვეყნის ერთ-ერთი
უღირსეულესი
ადამიანთაგანი. 60-იანებში
და 70-იანებში ვინმეს რომ
ეთქვა 2025-ში მსოფლიოს 10 ან
გნებავთ 20 ფეხბურთელს
შორის ქართველი იქნებაო,
სასაცილოდ არავის ეყოფოდა.
ზღაპარია, რასაც ხვიჩა
აკეთებს. ჩვენ გვყოლია
მსოფლიო დონის
ვარსკვლავები - ბორის
პაიჭაძე, ავთანდილ
ღოღობერიძე, მიხეილ მესხი,
სლავა მეტრეველი, ვლადიმერ
გუცაევი, ვიტალი დარასელია,
დავით ყიფიანი, რამაზ
შენგელია, შოთა არველაძე,
გიორგი ქინქლაძე, კახა
კალაძე... თუმცა ამ დონის
აღიარება მათთან
სხვადასხვა მიზეზის გამო
არ მოსულა.ირაკლი
კობახიძეპრინციპული,
თანმიმდევრული, ევროპულად
და მრავალმხრივ
განსწავლული, შეუპოვარი და
თავის თავში დაჯერებული.
ბიძინა ივანიშვილის
აღმოჩენა პრემიერის
პოსტზე, კანდიდატის
შერჩევისას ოთხი
წარუმატებელი მცდელობის
შემდეგ. პარტიის
თავმჯდომარის მიერ
მიცემულ და შემოზღუდულ
სივრცეში იბრძვის,
ჯერ-ჯერობით წარმატებით.
ადვილი არ იყო პარლამენტის
თავმჯდომარეობიდან
გადადგომის შემდეგ
პოლიტიკური რეაბილიტაცია
და რენომეს შენარჩუნება.
მან ეს შეძლო.
ჯერ-ჯერობით!ეთერ
ლიპარტელიანიპირველი
მსოფლიო ჩემპიონი ქალი
ძიუდოში. მომხიბვლელი,
პრინციპული, მებრძოლი,
მიზანსწრაფული და
კეთილშობილი.ვახტანგ
ლოლუა18 წლის მსოფლიო
ჩემპიონი, დიდებული და ამ
ქვეყნიდან უდროოდ წასული
ნუგზარ წურწუმიას
თანამებრძოლი, იმავე
მხარიდან, სამეგრელოდან.
მებრძოლი და თავდადებული.
დიდი გზა დაიწყო 2025-ში,
ჩემპიონობის მოპოვების
შემდეგ პირველი დედას
დაურეკა და მისი ცრემლები
ამქვეყნიურ ყველა
გასაჭირს და ბოროტებას
გადასძალავს.შაბან
მამედოვინამდვილი
ღირსეული შვილი თავისი
ერის და ქვეყნის. ის
აზერბაიჯანელიცაა და
ქართველიც, თავისი ერიც
უყვარს და საქართველოც.
ბევრ ქართველ მომღერალზე
უკეთ მღერის ქართულად,
ქართული ინტონაციით და
შთაგონებით. პიროვნულად კი
ბედისადმი
დაუმორჩილებლობის
თვალსაჩინო მაგალითია.
უდაოდ ღირსეულია გასული
წლის ლაურეატებს
შორის.დონალდ ტრამპი
რევოლუცია გრძელდება.
ყველაფერი იცვლება.
ამერიკას დომინირება ისევ
სურს, ოღონდ არა ლიბერალური
დემოკრატიის მეშვეობით.
ცდება, ვინც ფიქრობს, რომ
ტრამპი გლობალიზმს
ებრძვის. არც ის არის სწორი,
ვინც მიიჩნევს, რომ ტრამპი
დიფ სთეითის ნაწილია. ის
ნაწილი არ არის, ის დიფ
სთეითის შინაარსის
განმსაზღვრელებს შორის
იყო, არის და იქნება. უნდა
გავიაზროთ, რომ ტრამპი
ყველაფერს, რაც აქამდე
უცილობლად მიიჩნეოდა,
ეჭვქვეშ აყენებს, მათ შორის
დიფსთეითის, როგორც
აღმოჩნდა მცდარ, უნიადაგო
და მარცხიან პრაქტიკას
ქვეყნის შიგნით და
მსოფლიოში.ირაკლი
ყანდაშვილიადვოკატთა
ასოციაციის ახალი
თავმჯდომარე.
დემოკრატიული პროცედურები
ლამის აღარ არის ბევრის
განმსაზღვრელი ჩვენს
გარშემო, ამდენად ფასეულია
ადვოკატთა ასოციაციის
თავმჯდომარის
ორსაფეხურიანი არჩევნები,
როცა ყველა ხმა დათვლილ
იქნა და გაკონტროლდა. მეორე
ტურში კენჭისყრაზე ისეთი
წევრებიც მივიდნენ
ასოციაციის, რომლებიც
საჯაროდ კარგა ხანია არ
გამოჩენილან. და მთავარი,
ოპონენტმა მეტოქის
გამარჯვება აღიარა და
მიულოცა. დღეს ასეთი რამ
ჩვენს ქვეყანაში იშვიათად
ხდება.სი ძინპინიჩინური
სასწაულის ერთერთი
შემოქმედი. ორმოცდაათი
წლის წინ სიღატაკეში
მცხოვრები ჩინეთის,
ბეღურების ხოცვით
გატაცებული, აქაოდა
მარცვლებს ჭამენო,
ტექნოლოგიური სასწაულების
ქვეყნად გარდამქმნელი.
მსოფლიოში მეორე
ეკონომიკის ერთ-ერთი
შემქნელი, იმ
ექსპერიმენტის შედეგებს
იმკის, რომელიც
შემაშფოთებელია
ცივილიზებული
მსოფლიოსთვის. მან
დემოკრატიის გარეშე,
ერთპარტიული მმართველობის
პირობებში - პრინციპზე
დაყრდნობით, ერთი ქვეყანა -
ორი სისტემა, იაფი
მუშახელის ფაქტორის
ეფექტური გამოყენებით,
სტერეოტიპური
წარმოდგენები დაამსხვრია.
აქამდე უეჭველად
მიიჩნეოდა, რომ
კეთილდღეობა და ძლიერება
მხოლოდ დემოკრატიის
მეშვეობით
მიიღწეოდა.ხელოვნური
ინტელექტიავტორიტეტულმა
TIME-მა წლის ადამიანად
ხელოვნური ინტელექტის
შექმნაში წონადი წვლილის
შემტანები აღიარა
(ცუკერბერგი, მასკი,
ალტმანი და ა.შ.), ჩვენ
მივიჩნევთ რომ მათი
შემოქმედების ნაყოფი
თავად არის წლის ლაურეატი
საქართველოშიც. ის
კარდინალურად, უმოკლეს
დროში, შეცვლის ყველაფერს,
როგორც ქვის იარაღი,
ცეცხლი, ბრინჯაო, რკინა...
ყურადღებით მოვეკიდოთ!
1767092926