ღია ბანკინიგი ერთ-ერთი სავალდებულო ნაწილი არის იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირში გავწევრიანდეთ,- აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვაკო თურნავა, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მის მიმართ აგორებულ ნეგატივს გამოეხმაურა, რაც მის მიერ საკომიტეტო მოსმენაზე დასმულ შეკითხვას მოჰყვა. როგორც თურნავამ განაცხადა, ღია ბანკინგის დანერგვით გადარიცხვები საკმაოდ იაფად განხორციელდება.

„ხშირად მეკითხებიან. ქუჩაში, გამარჯობის ნაცვლად აბა ბარათებზე, როგორ გვაქვს საქმეო. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს ღია ბანკინიგის წესი, აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2015 წელს დანერგა და ერთ-ერთი სავალდებულო ნაწილი არის იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირში გავწევრიანდეთ და ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ ღია ბანკინგის წესი საქართველოში მუშაობდეს. ეს პირველ რიგში და ზუსტად ეგ იყო კითხვა, რადგან მე მეხება ზუსტად ეს კომიტეტი, პირველი მოადგილე ვარ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში და ჩემი კითხვაც ამაში მდგომარეობდა, სად ვართ ამ ერთ-ერთ პუნქტში, ამის აღსრულებაში. ეს იყო ჩემი კითხვა, რომელიც დავუსვი ეროვნული ბანკის წარმომადგენელს. ღია ბანკინგზე მუშაობა სებ-მა საბანკო ასოციაციასთან ერთად, სადღაც 5 წლის წინ დაიწყო. შექმნეს სტანდარტები, მერე ამ სტანდარტების მიხედვით დაევალა ყველა ბანკს, რომ ღია ბანკინგის API აეწყოთ. ანუ რას ნიშნავს ეს? ღია ბანკინგი ნიშნავს წვდომის დაშვებას სხვა ფინანსური და არაფინანსური ორგანიზაციებისთვის, თუ მზად არის, თუ ამის თანხმობა არის, აქვს ამის თანხმობა თვითონ ამ ანგარიშის მფლობელს. ანუ რას ნიშნავს ეს? მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ, ანგარიში ვისაც აქვს და იქ უდევს თანხა, ამის გახარჯვის ერთ-ერთი მეთოდი არის ბარათი. ანუ ანგარიშზე არის მიბმული ბარათი, მერე იმ ბარათით უკვე რაღაცეებს ვყიდულობთ. ანუ ჩვენ ღია ბანკინგის მეთოდი აღარ არის საჭირო ბარათის ქონა და შეიძლება, რომ პირდაპირ ანგარიშიდან წამოვიღოთ ეს თანხა და გაიხარჯოს.

მაგალითად, ჩვენ ყველა ონლაინ ვყიდულობთ რაღაცეებს, ან სახლში ვიძახებთ საჭმელს. სახლში ვიძახებთ საჭმელს რას ნიშნავს, ამოვიღე ტელეფონი, მივაბი ბარათი და გამოვიძახე საჭმელი, ტაქსი და ა.შ.

ხვალიდან შემიძლია მივაბა ბარათი, ან ანგარიში. პირდაპირ ანგარიში. სხვადასხვა წესი არის. მაგალითად, ამერიკაში ასეთი კომპანიაა ვემო ძალიან ხშირად ბევრი იყენებს ფეიფალს და ა.შ გინდა ანგარიში მიაბი, გინდა ბარათი მიაბი. ბარათის მიბმის დროს უნდა შეიყვანო 16 ნიშნა ციფრი, უკან სამნიშნა CVV დამცავი კოდები და უკვე მიბმული გაქვს ბარათი. ანგარიშის შემთხვევაში ჩაწერ Username-ს, პაროლს და პირდაპირ მიაბამ ანგარიშს. რით განსხვავდება? ეს არის შიდა სისტემა, არ გადის საერთაშორისო Visa და Mastercard-ის ქსელს და ბევრად უფრო იაფი და დამოუკიდებელი სერვისია. ქვეყნის გარედან არავის გავლენა არ ექნება. ამიტომ, ღია ბანკინგის რეფორმა ჩაითვლება წარმატებულად, როდესაც მოქალაქეები და ბიზნესის წარმომადგენლები ამას ყოველდღიურად იგრძნობენ.

დღეს თუ უჯდება, სადღაც 2% -2.5%-ი ბიზნესს ამ ბარათის გატარება ამ შემთხვევაში თითქმის გაუმეოთხედდება, ან შეიძლება ეს სერვისი სრულიადაც უფასოდაც კი ჰქონდეთ. იმიტომ, რომ ღია ბანკინგს ხარჯი არ აქვს, ხარჯი აქვს მხოლოდ ინფრასტრუქტურის და ეს იყო რამდენიმე ბანკისგან რაც მეთანხმებით, რომ ჩემს ინფრასტრუქტურას ვხმარობ სრულიად უფასოდ და ამაზე პროტესტი ჰქონდათ.

მე მესმის ეს. სავარაუდოდ, ბაზარი თვითონ დაარეგულირებს ამ ფასს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იქნება ის ფასი, რაც დღეს არის ბაზარზე. დღეს დაახლოებით 90-დან 100 მილიარდ ლარამდე არის წლიური ბარათების გამოყენება, საიდანაც ქვეყანას და ბიზნესს ეს უჯდება საშუალოდ 1.7-1.8%, ზოგს 1.5%, ზოგს 2.5%. საშუალოდ 1.7%, რაც ნიშნავს ორ მილიარდამდე ლარს, საიდანაც ასობით მილიონი ლარი გადის ამ სერვისში, რომელიც ძალიან კაი სერვისია, საჭირო სერვისია, გაციფრულდა, ა.შ მაგრამ შემდეგი ეტაპი ჩვენ ვართ ვალდებულები და კარგია, რომ ალტერნატივა გაქვს“, - აღნიშნა ვაკო თურნავამ.

მისი თქმით, ღია ბანკინგი ეს არის ალტერნატივა, რომელიც თითოეული მომხმარებლის წინაშე გაჩნდება.

„როგორ გითხარით, სულ მალე როდესაც ღია ბანკინგი ამუშავდება, ისე როგორც უნდა ამუშავდეს და ამისთვის სახელმწიფოც და ეროვნული ბანკიც მთლიანად არის მომართული. თქვენ შეიგრძნობთ, რომ უკვე გადახდის სამნაირი ალტერნატივა გექნებათ, თუნდაც ტაქსის გამოძახების დროს. მარტივი კითხვა გექნებათ, რით გინდათ გადაიხადოთ? ქეშით, ბარათს მიაბამთ, თუ ანგარიშს მიაბამთ. აი ეს მესამე ანგარიშის მიბმა არის ზუსტად ღია ბანკინგის დამსახურება“, - აცხადებს თურნავა.

მისი თქმით, როდესაც ევროკავშირში ღია ბანკინგი ამუშავდა უამრავი სტარტაპი, FinTech კომპანიები, საინტერესო YARPI სისტემები გამოჩნდა და საერთოდ ახალი კონკურენცია გაჩნდა, დაიხვეწა და განვითარდა ეს სფერო. რაც ევროკავშირში ზოგმა ბანკმა საფრთხედ, მიიჩნია, ხოლო ზოგმაც პირიქით გამოწვევად და უფრო მეტ შესაძლებლობად. თუმცა დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ღია ბანკინგს ბანკებიც აქტიურად დაუჭერენ მხარს და სულ მალე ქვეყანაში სამი მეთოდით გადახდის საშუალება იქნება.

აღსანიშნავია, რომ ცოტახნის უკან გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს სურს, რომ ევროკავშირმა Visa და Mastercard-ი საკუთარი პლატფორმით ჩაანაცვლოს. უფრო მეტიც კრისტინ ლაგარდი გადახდების სისტემაში რევოლუციას ითხოვს - ისეთს, რომელიც ევროპას ამერიკულ და ჩინურ პლატფორმებზე, როგორიცაა Visa, Mastercard, PayPal და Alipay, დამოკიდებულებას მოუხსნის.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ვაკო თურნავაც და თქვა, რომ საქართველოს სურვილია SEPA-ს მალე მიუერთდეს და, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ფულის გაგზავნა იყოს მყისიერი.

„სხვათა შორის, ძალიან მომეხმარა ქალბატონი კრისტინა რომ ეს განცხადება გააკეთა. ზუსტად ეგრე დაემთხვა, თან შეხვედრილი ვარ კრისტინს, როცა AMP-ში იყო, მაშინ რაღაცებზე ვისაუბრეთ, მაგრამ იცნობო ესე მკითხეს. კი ცნობით ვიცნობ, მაგრამ ამ თემაზე ნამდვილად არ მისაუბრია მასთან. Visa და mastercard ძირითადად, როდესაც ერთი ბანკი მეორე ბანკს არ ესაუბრება ეს არის შუამავალი, გარანტი. ქართულმა ბარათმა გაატარა, სადღაც აფრიკაში და ერთს მეორესთან საერთოდ წვდომა არ აქვთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საერთო ნაცნობი ჰყავდეთ, მე იქ რომ გადავიხდი ამან აქ მიიღოს და პირიქით. ეს არის მთავარი როლი visa mastercard-ის. დანარჩენი უკვე შიგნით ერთ ქვეყანაში გამოყენება, სადაც უკვე შიდა სისტემებია. ზუსტად ამაზე საუბრობდა კრისტინა მნიშვნელოვანია, რომ შიგნით ჰქონდეთ თავიანთი სისტემა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება visa, mastercard-ი თუ SWIFT. მნიშვნელოვანია საერთაშორისო გადარიცხვის SWIFT -ის ალტერნატივა ბევრი წლის წინ შემოიღო ევროკავშირმა და მას SEPA - ცენტრალური, ერთიანი გადახდის სისტემა. ძალიან გვინდა, რომ ჩვენ მივუერთდეთ იმიტომ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ფულის გაგზავნა იქნება მყისიერი და საერთოდ ძალიან იაფი. ქვეყანაში შიგნით გადარიცხვისთვის, ერთი ბანკიდან მეორე ბანკში, რომ გადაირიცხოს თანხა არ არის აუცილებელი ეს გადახდა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაავალიდუროს, როდესაც აგერ გვერდიგვერდ არის ორი ბანკი და შეუძლიათ ერთმანეთში მოილაპარაკონ“, - განაცხადა ვაკო თურნავამ.

წყარო: Business Insider Georgia