ხელოვნური ინტელექტის პენეტრაცია საგადახდო ინდუსტრიაში და მისი მდგრადი...
ნაღდი ფულის მომავალი მისი
ციფრული ანალოგია, რომლის
გადაადგილება დროსა და
სივრცეში სულ უფრო ციფრული
ხდება, რასაც
ტექნოლოგიურად გამართული,
უსაფრთხო და სწრაფი
ინფრასტრუქტურა და
სისტემები ესაჭიროება.
ხელოვნური ინტელექტი ამ
ჯაჭვში მონაცემების
სწრაფად დამუშავების
დასაყრდენი მძლავრი
ინსტრუმენტია. მისი
პენეტრაცია გადახდების
ეკოსისტემაში არა მხოლოდ
გაზრდის ინტერნეტ
სივრცეში პერსონალური
ინფორმაციის მოძრაობის
უსაფრთხოებას, არამედ
შესაძლებლობას მისცემს
მონაწილეებს მოახდინონ
საგანთა და სერვისების
ინტერნეტიზაცია
პერსონიფიცირებული და
მოხმარებელზე
მაქსიმალურად მორგებული
პროდუქტების
შესათავაზებლად.სტატიაში
ხელოვნური ინტელექტის
საგადახდო ინდუსტრიაში
პენეტრაციისა და მისი
მდგრადი განვითარების
პერსპექტივებია აღწერილი
საერთაშორისო
გამოცდილებებსა და
ადგილობრივ პრაქტიკებზე
დაყრდნობით. მოყვანილია
დარგის ექსპერტების
შეხედულებები და ბოლო
დროინდელი კვლევების
შედეგად გაანალიზებული
მიგნებები.საგანთა
ინტერნეტიზაცია (IoT-Internet of Things)
თანამედროვე მსოფლიოს
გადაუდებელი საჭიროება
ხდება. ეს განსაკუთრებით
თვალსაჩინოდ ფინანსურ
სექტორში შეიმჩნევა, სადაც
მომხმარებელის
ყოველდღიური
საჭიროებებისთვის
თანამედროვე, უსაფრთხო,
იაფი და მოხერხებული
ფინანსური ინსტრუმენტების
დანერგვა მიმდინარეობს.
სერვისების ინტერნეტში
გადანაცვლება პერსონალური
ინფორმაციის დაცულობაზე
განსაკუთრებული
მონიტორინგის ქონას
მოითხოვს. მომხმარებლის
ცალსახა იდენტიფიკაცია
ვირტუალურ სივრცეში
ოპერირებისთვის იქცა
გამოწვევად, რომლის
გადაჭრასაც ინდუსტრია
ბიომეტრიისა და ხელოვნური
ინტელექტის ჩართულობით
ცდილობს. „ფულის თეორიაში
საინტერესო და
აღსანიშნავი ფაქტია, რომ
ფულის გამოყენება მისი
გაჩენისას იყო უდავოდ
პროგრესული, და როდესაც მან
საყოველთაო აღიარება
მოიპოვა, შემდგომი
პროგრესის ხელშესაწყობად,
გვიწევს მისი
გამოყენებისგან თავის
შეკავება“ (Dominique Rambure and Alec Nacamuli,
2006). საუკუნეების წინ ფულადი
ნიშნების გამოჩენამ იმ
დროის გლობალურ სავაჭრო
ურთიერთობებში
გადამწყვეტი როლი ითამაშა,
გაცვლის თეორიაზე
დაყრდნობით, ფულის
გეოგრაფიულად
გადაადგილების
შესაძლებლობის გაჩენამ
განავითარა ქვეყნების
ეკონომიკები და
პროდუქციისა და სერვისის
მიწოდების ჯაჭვები
ტერიტორიული შეზღუდვების
გარეშე. დღეს ფულის
მოძრაობამ ციფრულ
სივრცეში გადაინაცვლა და
ბიზნესებისა და
პროცესების
დიჯიტალიზაციის
კვალდაკვალ ციფრული ფული
და მისი დროსა და სივრცეში
გადაადგილება სულ უფრო
მეტად საჭირო და
აუცილებელი პროცესი
ხდება.ციფრული ფულის
ციფრულ სივრცეში არსებობა
და გადაადგილება
სისწრაფესთან,
სიფრთხილესთან და
ღირებულებასთან მჭიდროდ
არის დაკავშირებული. დღეს
არსებული საგადახდო ეკო
სისტემების სიმძლავრეები
არ არის საკმარისი და ვერ
უპასუხებს მზარდ
მოთხოვნას ტექნოლოგიური
ტრანსფორმაციის გარეშე,
რომელიც დიდი სისწრაფით
შემოდის ყველა ჩვენგანის
ყოველდღიურ
ცხოვრებაში.მაინც რა არის
ხელოვნური ინტელექტი? -
ხელოვნური ინტელექტი
წარმოადგენს კომპიუტერულ
მეცნიერებებზე დაფუძნებულ
მანქანურ უნარს, შეასრულოს
ადამიანის ინტელექტის
ჩამნაცვლებელი ამოცანები,
როგორიცაა ვიზუალური
აღქმა, მეტყველების
ამოცნობა,
გადაწყვეტილებების მიღება
და სხვა. ჩვენ მას უკვე
ვიყენებთ ჩვენს
ყოველდღიურ
ყოფა-ცხოვრებაში ხმოვანი
ასისტენტების,
ჩატბოტებისა და ციფრული
კონსიერჟების, სახლის
რობოტების
სახით.„ხელოვნური
ინტელექტის საშუალებით
შესაძლებელია ქცევითი
მონაცემების დიდი
მოცულობის შეფასება,
ანალიზი და მოდელირება,
ხელოვნურ ინტელექტზე
მომუშავე პლატფორმას
შეუძლია დააგენერიროს
მაღალკვალიფიციური
სპეციფიკური მიმოხილვა
ხარჯვის სტილზე და
ტენდენციებზე. ეს
მონაცემები კი ფინასურ
ინსტიტუტს ეხმარება
უკეთესად მოარგოს თავისი
პროდუქტი და სერვისი
ბაზრის მოთხოვნას, რაც მის
მოგებას ზრდის და
აუმჯობესებს კლიენტის
კმაყოფილებას“ (ნინო
მუშკუდიანი. საქართველოს
ეროვნული ბანკი. 2024 წლის
ინტერვიუ).ხელოვნური
ინტელექტის მნიშვნელობა
და მისი გარდაუვალი
გავლენა ადამიანთა
ყოველდღიურ ცხოვრებაზე
აღნიშნულია საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქის 2024
წლის საშობაო ეპისტოლეში:
„ცნობილია, რომ ხელოვნური
ინტელექტი არის
კაცობრიობის მიერ
დაგროვილი ცოდნის ჯამი,
კოლექტიური ცოდნა, რომელიც
ალგორითმებით იძლევა
შესაბამის ინფორმაციას. ამ
საშუალებით ადამიანს
ექნება წვდომა მრავალგვარ
მონაცემებზე მისთვის
სასურველ ნებისმიერ
სფეროში, რაც ტექნოლოგიურ
წინსვლას კიდევ უფრო
დააჩქარებს“. პატრიარქი და
შესაბამისად სამოციქულო
ეკლესიაც კი აღიარებს
ხელოვნური ინტელექტის
ძალას შეცვალოს ჩვენი
ყოველდღიურობა, თუმცა იქვე
აღნიშნავს იმ რისკებს,
რომელსაც ეს ტექნოლოგია
ატარებს მისი სათანადო
გაცნობიერების გარეშე,
არამიზნობრივად
გამოყენების გამო:
„ხელოვნურ ინტელექტს აქვს
პოტენციალი, უდიდესი
გარდატეხა შეიტანოს ჩვენს
ცხოვრებაში და მთლიანად
შეცვალოს ჩვენი
ყოველდღიურობა, თუმცა,
ადამიანის სულიერი
განვითარების გარეშე,
მოსალოდნელი უარყოფითი
შედეგებიც აუცილებლად
გასათვალისწინებელია;
რადგან უახლოეს მომავალში
ყველა ამ ახალი რეალობის
წინაშე აღმოჩნდება და
აუცილებელია, ჩვენი
საზოგადოება მომზადებული
შეხვდეს მას“ (სრულიად
საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის
საშობაო ეპისტოლე 2024
https://patriarchate.ge/news/3274, წვდომის
თარიღი 07-01-2024).ხელოვნური
ინტელექტის გლობალური
ბაზარი სწრაფი ტემპით
ფართოვდება, ამ
ტექნოლოგიაზე დაყრდნობით
შექმნილი აპლიკაციები
უამრავ ინდუსტრიას მოედო
და ინტენსიურად ინერგება.
კვლევითი კომპანია IDC-ის
მონაცემებით 2024 წლის
ბოლოსთვის ხელოვნური
ინტელექტის ბაზრის
მოცულობა ნახევარ ტრილიონ
აშშ დოლარს
გადააჭარბებს.WhiteSight -ის
მორიგ გამოცემაში Linas Beliūnas
აღწერს ხელოვნური
ინტელექტის ფინანსურ
სექტორში პენეტრაციის
კონკრეტულ მაგალითებს
წამყვანი ფინანსური
ინსტიტუციების მიერ
გადადგმული ნაბიჯების
მიხედვით. ხელოვნური
ინტელექტის გამაოგნებელმა
განვითარებამ ნებისმიერ
ბიზნეს სექტორს -
ელექტრონულ კომერციას,
ჯანდაცვას, გართობას და
სხვა - უპრეცედენტო
პოტენციალი გაუხსნა. მათ
შორის არის ფინანსური
სექტორი, რომლის
ტრანსფორმაციაც უამრავ
ბენეფიტს მოუტანს სექტორს.
კერძოდ რამდენიმე
მნიშვნელოვანი სარგებელი,
რაც ტრანსფორმაციის
შედეგად მიიღწევა და ეს არ
არის თეორია, არამედ უკვე
არსებობს კონკრეტული
მაგალითებიც:1. სერვისებისა
და პროდუქტების
პერსონალიზება -
კონკრეტული მაგალითები:- Morgan
Stanley-მ ხელოვნური ინტელექტის
ტექნოლოგიაზე დაყრდნობით
შექმნა მექანიზმი სახელად
Next Best Action, რომელიც
კლიენტებთან აგზავნის
მათზე მორგებულ
შეტყობინებებს ფინანსური
მრჩევლების
მეთვალყურეობით.- Klarna-მ
დანერგა ChatGPT რომელიც
მომხმარებლებს
პერსონალიზებულ შოპინგ
გამოცდილებას სთავაზობს,
მათ გემოვნებაზე და
ინტერესებზე დაყრდნობით -
რას ეძებენ ინტერნეტში, რას
ადარებენ ერთმანეთს - ამ
ინფორმაციის ანალიტიკაზე
დაყრდნობით- Amazon-მა და Netflix-მა
დანერგა მომხმარებელთა
პრეფერენციების
საფუძველზე შექმნილი
შეთავაზებები, რომელიც
ასევე ხელოვნური
ინტელექტის ტექნოლოგიაზეა
დაფუძნებული2. ახალი
შესაძლებლობების შექმნა -
მაგალითი:- Citadel ახორციელებს
კომპანიის მასშტაბით OpenAI's
ChatGPT ინსტრუმენტის
ლიცენზირებას თავისი
ყველა ოპერაციის
მიგრაციისთვის.3. რისკისა
და თაღლითობის მართვა -
მაგალითი:- Deutsche Bank-მა დანერგა
NVIDIA, რომელიც ხელოვნური
ინტელექტის აპლიკაციებზე
დაყრდნობით
განახორციელებს რისკების
მენეჯმენტს, ოპერაციების
ეფექტიანობის შეფასებას
და კლიენტების
მომსახურების სერვისის
გაუმჯობესებას-
მომხმარებელთა ძლიერი
აუტენტიფიკაცია
სავალდებულო სტანდარტი
გახდა 2022 წლიდან, მათ შორის
საქართველოშიც დაინერგა PSD2
სტანდარტი ევროდირექტივის
შესაბამისად, რაც გადახდის
პროცესში გადამხდელის
ძლიერ ავთენტიფიკაციას
გულისხმობს. ამ პროცესში 3D
ავთენტიფიკაცია და
ბიომეტრია მონაწილეობს.
ბიომეტრია სახის, თითის,
თვალის ბიომეტრიული
მონაცემების დამუშავებას
მოიცავს ხელოვნური
ინტელექტის გამოყენებით.
ბიომეტრიის ბაზრის
მოცულობა 2027 წლისთვის 83
მილიარდ აშშ დოლარს
მიაღწევს CAGR 14,1% Biometric System Market | Markets
and Markets, 2022-ის
პროგნოზირებით.4. გამჭვირვალობისა
და შესაბამისობის მიღწევა -
მაგალითი:- კომპანია Flagright -მა
OpenAI-თან თანამშრომლობით
დანერგა ‘Flagright AI’, რომელიც
ხელოვნურ ინტელექტზე
დაფუძნებული გლობალურ AML
(Anti-Money Laundering), შესაბამისობისა
და თაღლითობის პრევენციის
მიზნებს
მოემსახურება.5. ოპერაციების
ავტომატიზაცია და
ხარჯების შემცირება -
მაგალითი:- JPMorgan-მა დანერგა
ChatGPT-ის მსგავსი ხელოვნური
ინტელექტის სერვისი
ინვესტორებისთვის სახელად
IndexGPT. ეს სერვისი
ინვესტორებს
შეარჩევინებს,
გააანალიზებინებს და
რეკომენდაციებს გაუწევს
სხვადასხვა ფინანსურ
აქტივებზე, ფასიან
ქაღალდებსა და აქციებზე,
ობლიგაციებზე და ციფრულ
აქტივებზე.6. ორკესტრირებული
გადახდის სისტემები - ეს
არის გადახდების
მულტიარხული პლატფორმები,
რომელზეც დაერთებულია
რამდენიმე ექვაირერი,
სერვის პროვაიდერი,
საგადახდო სისტემა,
ავთენტიფიკაციის
მექანიზმები, ბიომეტრია,
პროცესინგები. გადახდის
მომენტში ხელოვნური
ინტელექტის ტექნოლოგიის
გამოყენებით პლატფორმა
ადგენს ამ ტრანზაქციის
მარშრუტიზაციის ოპტიმალურ
გზას და ისე ამუშავებს
ტრანზაქციას, რომ
მინიმალური დანახარჯით
მაქსიმალურად სწრაფი
გადახდა განახორციელოს და
მომხმარებლის საუკეთესო
გამოცდილებაზეც იზრუნოს
პარალელურად. Grand View Research-ის
მონაცემებზე დაყრდნობით
ორკესტრირებული
პლატფორმების 2023-2030
პერიოდის ბაზრის ზრდის CAGR 24.7%
იქნება. (Payment Orchestration Platform Market Size |
Grand View Research, 2022)საერთაშორისო
საგადახდო სქემა Visa 2025 წლის 6
ძირითად ტრენდში პირველ
ადგილზე ხელოვნური
ინტელექტის საგადახდო
ეკოსისტემის
ტრანსფორმაციაზე
ზემოქმედებას ასახელებს:
„ხელოვნური ინტელექტი
ითამაშებს
უმნიშვნელოვანეს როლს
გადახდების
პერსონალიზაციის
გამოცდილების შექმნასა და
განვითარებაში,
თაღლითობის დეტექციის
ინსტრუმენტების შექმნასა
და დანერგვაში
მყიდველებისა და
გამყიდველებისთვის
უსაფრთხო და საიმედო
გამოცდილების
უზრუნველსაყოფად. ღრმა
მანქანური სწავლების
ალგორითმების დახვეწა
ტრანზაქციების ონლაინ
ანალიზისა და მყისიერი
გადაწყვეტილებების
მიღების შესაძლებლობას
მისცემს ინდუსტრიის
მესვეურთ რეალურ დროში.
ხელოვნური ინტელექტის
შემდეგ თაობებს აქვს
პოტენციალი გარდაქმნას
გადახდების ეკოსისტემა და
გახადოს ის უფრო დაცული,
ჭკვიანი და მდგრადი - რაც
სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი ფაქტორებია
საგადახდო ინდუსტრიის
ბიზნესის
წარმატებისთვის.“ (Visa, “What’s
ahead for payments in 2025?” Dec 18,
2024)ელექტრონული კომერციის
სამყაროში კლიენტთა
გამოცდილების
გაუმჯობესების კუთხით
ჩატბოტების ურიცხვი
რაოდენობის აპლიკაციები
დაინერგა და წლის
ბოლოსთვის ეს ბაზარი 180
მილიონ აშშ დოლარს
მიაღწევს, ხოლო 2027 წლისთვის
კი 400 მილიონი დოლარია
პროგნოზირებული (Chatbot market revenue
worldwide from 2018 to 2027 | Statista 2024).
ადამიანის ხმის
მიმსგავსებულად NLP, aka natural language
processing და მანქანური
სწავლების გამოყენებით
ჩატბოტს შეუძლია
მომხმარებლის უამრავ
კითხვას გასცეს პასუხი და
დაზოგოს კომპანიის
რესურსები გადამხდელის
აუტენტიფიკაციისა და
გადახდის პროცესის
ჩათვლით. თუმცა ეს
ტექნოლოგია განვითარების
საწყის ეტაპზეა და
ადამიანის მეთვალყურეობის
ქვეშ ხდება გადახდის
მიღება
ჯერ-ჯერობით.ელექტრონული
კომერცია ბევრი სხვა
მიმართულებითაც იყენებს
ხელოვნური ინტელექტის
ტექნოლოგიებს ონლაინ
სივრცეში ტრანზაქციების
მარტივი და წარმატებული
check-out -ების
გასაზრდელად.რისკებისა და
თაღლითური ტრანზაქციების
მართვა ელექტრონული
კომერციის ბიზნესში
უმნიშვნელოვანესია.
ფინანსური ინსტიტუტების
მიერ ინერგება რისკების
მონიტორინგის სისტემები,
რომლებიც შესაძლოა
საჭიროზე მეტ ტრანზაქციას
ბლოკავენ არასათანადო
ანალიზის ჩატარების გამო.
ხელოვნურ ინტელექტზე
მომუშავე რისკებზე
დაყრდნობილი
ავტორიზაციები კი
მომხმარებლის ქცევიდან და
სხვა მრავალი
პარამეტრიდან
გამომდინარე, რაც
მონაცემთა ბაზაში
არსებობს ისტორიული
მონაცემების სახით,
ღებულობს უფრო ზუსტ და
მომხმარებელზე მორგებულ
გადაწყვეტილებებს თუ რა
შემთხვევაში დაადასტუროს
ტრანზაქცია და რა
შემთხვევაში მიიჩნიოს ის
საფრთხედ.ხელოვნური
ინტელექტის გამოყენებას
გამოწვევებიც ახლავს თან.
პერსონალურ მონაცემთა
დაცვისა და სამუშაო
ადგილების დაკარგვის
გამოწვევებს ყველაზე
ხშირად მოიხსენიებენ ამ
თემაზე საუბრისას.
კითხვაზე „ეკონომიკის
გაციფრების კვალდაკვალ
პერსონალური მონაცემების
დაცვის გამოწვევებთან
გამკლავების რა გზები
მიგაჩნიათ მართებულად?“
ინტერვიუერი დავით
ბეჟიაშვილი (საგადახდო
სფეროს ექსპერტი) პასუხობს:
„ციფრული სისტემების
განვითარებასთან ერთად,
სულ უფრო მწვავედ დადგება
პერსონალური ინფორმაციის
დაცვის საკითხი. ეს ეხება
არა მხოლოდ გადახდებს,
ზოგადად ნებისმიერ
მიმართულებას. აქ ალბათ
საჭიროა პირველ რიგში
მომხმარებლების
ინფორმირება და
შესაბამისი განათლება.
ამავდროულად ინფორმაციის
მიმღების მიერ ამ დატის
ისეთი სახით შენახვა, რომ
მაქსიმალურად იყოს დაცული
მომხმარებლის ინტერესები.
ზოგადად, ეს საკითხი
მიმდინარე ეტაპზე და
შემდეგშიც დიდი გამოწვევა
იქნება“.საქართველოში
ხელოვნური ინტელექტის
შესახებ მოსახლეობის
ცნობიერება და მისი
მიმღებლობა ასაკობრივ
ჯგუფებში განსხვავებულია.
16-25 წლის ასაკობრივ ჯგუფში
ლოიალობა კრიპტო
პროდუქტების მიმართ უფრო
მაღალია, ვიდრე ხელოვნური
ინტელექტის შემცველი
ციფრული ინსტრუმენტების
მიმართ. 2024 წლის ზაფხულში 1679
რესპოდენტის ჩართულობით
ჩატარებული რაოდენობრივი
კვლევის შედეგებით
ხელოვნური ინტელექტის
გამოყენების შეფასება
მოსახლეობაში ცალსახად
დადებითია.გამოიკვეთა 16-25
ასაკობრივი ჯგუფის
ინტერესის კრიპტოს
სასარგებლოდ გადახრა
ხელოვნური ინტელექტთან
მიმართებაში, ასაკის
ზრდასთან ერთად ხელოვნურ
ინტელექტს უფრო ნაკლები
რესპოდენტი აცხადებს
მიუღებლად ვიდრე კრიპტოს.
ანუ ახალგაზრდებს უფრო
კრიპტო პროდუქტები
იზიდავთ, ხოლო მოზრდილებს -
ხელოვნურ ინტელექტზე
დაფუძნებული
სერვისები.კვლევის ეს
მიგნება ხელოვნური
ინტელექტის უტილიზაციის
ადრესატების დასადგენად
შეიძლება იქნას
გამოყენებული. კერძოდ,
ახალგაზრდა, მხოლოდ
საბაზისო განათლების
მქონე საზოგადოებას
სწრაფი უკუგების მიღება
სურს ვიდრე გრძელვადიან
პროექტებში მონაწილეობა,
რომელიც მეტ ცოდნას,
გამოცდილებას და
ძალისხმევას მოითხოვს
მათგან, რისთვისაც ისინი არ
არიან მზად. 45+ საზოგადოება
სათანადო განათლებით,
ცოდნითა და გამოცდილებით
უკვე არის აღჭურვილი და
ეძებს პროცესების
ეფექტიანობის გაზრდის
შესაძლებლობებს თავის
სამუშაო ადგილებზე
საუკეთესო შედეგების
მისაღებად. ამიტომ მათთვის
ხელოვნური ინტელექტი უკვე
არის პოტენციური
ინსტრუმენტი უტილიზაციისა
და საქმეში მეტი
ინტეგრაციისთვის.ხელოვნური
ინტელექტის ტექნოლოგიის
შეთავაზება სწორედ
მოწიფული სეგმენტისთვის
არის უპრიანი, რათა მოხდეს
მისი შეგნებულად დანერგვა
და განვითარება სათანადო
ხელში.საგადახდო
ინდუსტრიაში ხელოვნური
ინტელექტი რამდენიმე
მიმართულებით დღითი დღე
უფრო და უფრო ფართოდ
ინერგება, მიუხედავად მისი
ფართოდ გამოყენებისთვის
საჭირო ადამიანური
კომპეტენციების
ნაკლებობისა და საწყისი
კაპიტალდაბანდების
ბიზნესისთვის მტკივნეულად
მაღალი ზომისა.
კერძოდ:1.გადახდების
პროცესინგიმიწოდების
გლობალურ ჯაჭვში ფულის
გადაადგილების სისწრაფის,
უსაფრთხოების და
ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად
ხელოვნური ინტელექტის
შემცველი ბიზნეს მოდელები
ინერგება გადახდების
პროცესირების
ეკოსისტემაში, რაც
საოპერაციო ხარჯების 9%-ით
შემცირებას და
ტრანზაქციების
გამტარუნარიანობის 9%-იან
ზრდას განაპირობებს ბოლო
კვლევების
მიხედვით.2.მონაცემების
ვიზუალიზაცია და
დინამიური
რეპორტინგისაოპერაციო
საქმიანობის ამსახველი
ანგარიშგებისა და
რეპორტინგის სისტემებში BI
(Business Intelligence) ხელსაწყოების
იმპლემენტაცია, მონაცემთა
ბაზების სტრუქტურირება და
ვიზუალიზაცია კომპანიების
მმართველობითი
ანგარიშგებებისა და
დინამიკის
თვალსაჩინოებისთვის
ხელოვნური ინტელექტი
გარდაუვალი აუცილებლობა
გახდა. რეპორტინგის
ავტომატიზაციით იზოგება
ადამიანური და დროითი
რესურსიც.3.ფროდის მყისიერი
პრევენცია და რისკების
მართვატრანზაქციების
დროის რეალურ რეჟიმში
ეფექტური
მონიტორინგისთვის და
ფროდის მყისიერი
დეტექცია-პრევენციაა
მნიშვნელოვანია ონლაინ
თაღლითობის აღსაკვეთად.
გადახდის ოპერაციების
ციფრულ არხებში
გადანაცვლება ფროდის
მაჩვენებელზე სასიკეთოდ
მოქმედებს .2024-2027
პროგნოზირებული დანაკარგი
ონლაინ გადახდების
სფეროში $ 343 მლრდ აშშ დოლარს
შეადგენს გლობალური
მასშტაბით.4.მომხმარებელთა
მხარდაჭერა და
ჩათბოტებიმომხმარებლის
ინტერესის მაქსიმალურად
მოკლე დროში
იდენტიფიცირებისა და
მაქსიმალურად კითხვაზე
მორგებული
რეკომენდაციების
მყისიერად
დასაგენერირებლად Generative AI,
ანუ აგრეგირებული
ხელოვნური ინტელექტის
გამოყენებამ ჰპოვა
აღიარება მომსახურების
სფეროში. ბოლო კვლევებით,
მომხმარებელთა 69% ემხრობა
ასეთი ჩათბოტების
გამოყენებას სერვისებში,
რაც მათზე მოთხოვნას
ყოველდღიურად ზრდის.5.
მონაცემების
სტრუქტურირება და
პერსონიფიცირებული
შეთავაზებებიმომხმარებლისთვის
ბრძოლა მხოლოდ სასურველი
პროდუქტის შეთავაზებით
უკვე დიდი ხანია აღარ
შემოიფარგლება.
მომხმარებელზე ე.ე.
„შესყიდვის გამოცდილება“
იყიდება, რომელიც სულ უფრო
პერსონალიზებული ხდება
ხელოვნური ინტელექტის
მძლავრი მექანიკების
დანერგვით Big Data ანალიტიკასა
და ინდივიდუალური
შეთავაზებების მყისიერი
ფორმირების პროცესში, რაც
ზრდის მომხმარებელთა
კმაყოფილებას და
შესაბამისად გაყიდვებს.6.
კრიპტო პროექტებსა და
ბლოკჩეინ ინდუსტრიის
ხელოვნურ ინტელექტთან
ფართომასშტაბიანი
კოლაბორაციის
პერსპექტივებითითქოს რა
უნდა ჰქონოდათ საერთო
კრიტოსა და AI-ს, ორივე
წლების განმავლობაში
თავისი მიმართულებით
ვითარდებოდა და იკრეფდა
გარშემო შესაბამის
სეგმენტს, თუმცა დღეს უკვე
დღის წესრიგში აქტიურად
დადგა ხელოვნური
ინტელექტის
შესაძლებლობების კრიპტო
ინდუსტრიაში უტილიზაციის
ფართო პერსპექტივები.
კერძოდ: ქცევაზე
დაფუძნებული გამოთვლითი
ალგორითმების მეშვეობით
პროგნოზირება, სმარტ
კონტრაქტების
უსაფრთხოების აუდიტი,
ახალი სმარტ კონტრაქტების
პროგრამირება, ახალი
კრიპტო ვალუტების შექმნა
(“Forking” EARS20 ეთერიუმის
ბლოკჩეინი), ვალუტების
კონვერტაციების
ავტომატიზაცია,
ტრანზაქციების თრექინგი,
ტრანზაქციებისა და
კრიპტოვოლეტების
ანალიტიკა, უსწრაფესი
კრიპტო გარიგებები და
ა.შ.გადახდის ოპერაციის
სისწრაფე, უსაფრთხოება,
ფასი და მოხერხებულობა
არის მომხმარებლის
კმაყოფილების ძირითადი
საზომები. ოპერაციის
დადასტურებაზე
გადაწყვეტილების
მილიწამებში მიღების
შესაძლებლობას ღრმა
მანქანური სწავლება და
დღეს უკვე ხელოვნური
ინტელექტი
იძლევა.საგადახდო სქემა VISA
მიიჩნევს, რომ ხელოვნური
ინტელექტის ტექნოლოგიის
გამოყენება ტრანზაქციის
დადასტურება/უარყოფის
პროცესში უნდა მოხდეს
მხოლოდ მას შემდეგ რაც
ტექნოლოგია მაღალი
ხარისხის ნიშნულზე ავა და
არ გამოიწვევს დროის
ინტერვალის გაზრდასა და VISA
Net ქსელის სტაბილურობას არ
შეუქმნის საფრთხეს.
ხელოვნური ინტელექტის
ყველაზე მოწინავე
ფორმების გამოყენება
მოითხოვს მონაცემთა
ბაზების ფართო მასივებთან
წვდომას, რაც გლობალური
საგადახდო სქემებისთვის
და მათი მეცნიერებისთვის
ხელმისაწვდომია სრულიად
მსოფლიოს მასშტაბით
(www.visa.com).ხელოვნური
ინტელექტის გამოყენებით
იქმნება ძლიერი
ტექნოლოგია
მომხმარებელთათვის
გადახდის პროცესის
სარგებლიანობის
უზრუნველსაყოფად, რომელიც
აბსოლუტურად უსაფრთხო
გარემოში კომფორტული
გადახდების
განხორციელების
შესაძლებლობას იძლევა
ყოველგვარი დაყოვნების
გარეშე.ტექნოლოგიურმა
წინსვლამ უამრავი
შესაძლებლობა მოგვიტანა
ხელშესახები დისტანციის
ფარგლებში. ხელოვნური
ინტელექტიდან დიდ
მონაცემებამდე (big data),
კრიპტოვალუტიდან
ბლოკჩეინამდე, ჩვენ
მუდმივად ვხვდებით
გარდაუვალ ტექნოლოგიურ
რევოლუციებს, თამაშის
შემცვლელებს და
პარადიგმის
ცვლილებებს.ხელოვნური
ინტელექტის მიერ
გადახდების ეკოსისტემაში
დროის მოკლე შუალედში
შემოტანილი ინოვაციური
ცვლილებები შთამბეჭდავია.
დაწყებული ჩეთბოტებით,
რომლებსაც ძალიან კარგად
ესმით კლიენტების
საჭიროებების და
ამუშავებენ გადახდებს,
დამთავრებული
ბიომეტრიული
ავტორიზაციებით, რომლებიც
მომხმარებლებს საშუალებას
აძლევს დაადასტურონ
თავისი ვინაობა და
განახორციელონ გადახდები
სმარტფონის ეკრანზე თითის
უბრალოდ დაჭერით ან
კამერაში ყურებით.და ეს
მხოლოდ დასაწყისია...
ხელოვნური ინტელექტი
მომხმარებლის
გამოცდილების
გაუმჯობესებით, უფრო
სწრაფი და უსაფრთხო
გადახდების
განხორციელების
შესაძლებლობით, ფინანსური
სამყაროს ტრანსფორმაციას
მოახდენს და ამის
დაიგნორება არ შეიძლება.
1736772746