საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2%-ით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან.

2024 წლის მესამე კვარტალში პირველ ადგილზეა ნიდერლანდები 60.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.4%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა 58.3 მლნ. აშშ დოლარით (29.5%), ხოლო მესამეზე გაერთიანებული 55 მლნ. აშშ დოლარით (27.8%).

საქსტატის მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.7%-ს შეადგენს.

2024 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 63.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.2%-ია. მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი - 43.0 მლნ. აშშ დოლარით (21.8%), ხოლო მესამეზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი 32.1 მლნ. აშშ დოლარით (16.2%).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 70.2% შეადგინა.