ლარის გამყარება უფრო თვალსაჩინო იქნება და კურსი 2,70-იან ნიშნულს ჩამოს...
შესაძლებელია, ზაფხულის
ბოლომდე ლარის კურსი 2,70-იან
ნიშნულს ჩამოსცდეს. ქართულ
ეკონომიკაში და ზოგადად
სავალუტო ბაზარზე
მიმდინარე პროცესები
ცხადყოფს, რომ მოკლე და
საშუალოვადიან პერიოდში
ლარის გამყარების
ტენდენცია შეუქცევადი
იქნება და მინიმუმ
ოქტომბრის ბოლომდე ამ
მიმართულებით პრაქტიკულად
არაფერი შეიცვლება. ლარის
გამყარებას ორი ძირითადი
ფაქტორი განაპირობებს:
სავალუტო შემოდინებების
ზრდა და დოლარის პოზიციის
შესუსტება. კურსთან
დაკავშირებით ეროვნული
ბანკის პრეზიდენტის ნათია
თურნავას მიერ გამოთქმული
მოსაზრება კიდევ უფრო
ამყარებს საფუძველს, რომ
დინამიკა ჯერჯერობით
უცვლელია და ბაზარზე
სტაბილურობას არაფერი
ემუქრება. შესაბამისად,
რეზერვების შევსების
ტენდენციას ეროვნული
ბანკი მეთოდურად მიყვება
და შედეგიც
თვალსაჩინოა.ნათია
თურნავამ, ფაქტობრივად,
დაადასტურა, რომ ლარი
გამყარებას გააგრძელებს
და აღნიშნა, რომ
გაურკვევლობის პერიოდში
სტაბილურობას სებ-ის
ჩარევის გარდა,
მაკროეკონომიკურმა
ვითარებამაც შეუწყო
ხელი.„ეს იყო
გაურკვევლობის პერიოდი,
მაგრამ მოკლეხნიანი. რა
თქმა უნდა, გაცვლითი კურსის
სტაბილურობას ჩვენმა
ჩარევამაც შეუწყო ხელი,
მაგრამ მთლიანობაში
ეკონომიკის სიჯანსაღემ და
აქედან გამომდინარე ჩანს
შედეგიც. ახლა ხდება
დეპოზიტების ლარში
გადატანა და სხვათა შორის,
თუ შევხედავთ დეპოზიტების
სტატისტიკას, ლარიზაციის
პროცენტი მატულობს,
დედოლარიზაცია
მიმდინარეობს და
დაახლოებით 1,2%-ით არის
გაზრდილი ლარში
დედომინირებული
დეპოზიტების წილი.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე
ნახევარი-ნახევარზეა. 15
წლის წინ უცხოურ ვალუტაში
განთავსებული ანაბრების
წილი 75% იყო და
მეტიც.დღესდღეობით
ვინაიდან სავალუტო
ბაზარზე სტაბილურობაა,
ნდობა ლარის მიმართ
იზრდება და ლარიზაციის
კოეფიციენტიც მატულობს.
ესეც არის ერთ-ერთი წყარო
ბაზარზე დოლარის
მიწოდების და ჩვენ, ცხადია,
ამით ვსარგებლობთ“, -
აღნიშნა სებ-ის
პრეზიდენტმა.თურნავას
განცხადებით, ბუნებრივი
პროცესია, რომ რეზერვების
როგორც შევსება, ასევე
კანონზომიერი ხარჯვაც
ხდება.,,ძალიან იშვიათია,
პრინციპში არც მე და არც
ჩვენს კოლეგებს არ
გვახსენდება, როდესაც
ერთდროულად ხდებოდეს
სებ-ის მიერ რეზერვების
შევსებაც და კომერციული
ბანკების მიერ დოლარის
ყიდვა დივიდენდებისათვის.
ეს ის პერიოდია, როდესაც
დივიდენდებს ყიდულობენ
ჩვენი ბანკები. ეს ცალკე
დაწოლაა ბაზარზე და ასეთ
დროს სებ-ი როგორც წესი ან
ჩერდებოდა, ან აქეთ უწევდა
მიწოდება დოლარის
იმისთვის, რომ არ ყოფილიყო
ზედმეტი რყევები. ახლა
ერთმანეთს ვასწრებთ.
დივიდენდების შეძენაც ისე
მოხდა, რომ ბაზარს
პრაქტიკულად არ უგვრძვნია
და ჩვენც ამ პერიოდში არ
გავჩერებულვართ“, - აღნიშნა
თურნავამ.ლარის
გამყარების ტენდენციაზე
საუბრობენ ექსპერტებიც,
რომელთა შეფასებითაც, გარე
და შიდა ფაქტორების
ერთობლიობა კურსზე
პოზიტიურად აისახება და
სტაბილურობას
განაპირობებს. არსებული
მოცემულობა კი ოქტომბრის
ბოლომდე შენარჩუნდება.
უკვე ნოემბრიდან
მოსალოდნელია სავალუტო
შემოდინებების კლება, რაც,
თავის მხრივ, კურსზეც
იმოქმედებს და ტენდენციას,
გარკვეულწილად,
შეცვლის.ფინანსისტი ლია
ელიავა არ გამორიცხავს, რომ
მომდევნო თვე-ნახევრის
განმავლობაში კურსმა 2,67-2,68
-იანი ნიშნული
დაიჭიროს.,,ვაკვირდებით
ტენდენციას და ვხედავთ, რომ
ლარი თანდათან მყარდება,
რაც ზაფხულის პერიოდში
ბუნებრივი პროცესია.
ტურიზმი იზრდება და
შემოაქვს უცხოური ვალუტა.
ტრადიცია არც წელს
დარღვეულა. ეროვნული ბანკი
დიდი მოცულობით უცხოურ
ვალუტას ყიდულობს და მეტი
წილი რეზერვებისკენ
მიიმართება. ბოლო პერიოდში
განსაკუთრებით იმატა
ტურისტულმა ნაკადმა და
ბოლო დღეების
განმავლობაშიც ლარს
აშკარად დაეტყო
გამყარება.არა მარტო
უცხოური ვალუტის
შემოდინების გამო, ლარი
მყარდება პოლიტიკური
სტაბილურობის პირობებშიც.
რაც უფრო მშვიდი ვითარებაა,
მით მეტი ტურისტი შემოვა
ქვეყანაში და ეროვნული
ვალუტაც უფრო გამყარდება.
ეს, თავის მხრივ,
რეზერვების ზრდას იწვევს.
ტენდენცია გაგრძელდება,
დიდი ალბათობაა, რომ კურსი
2,70-იან მაჩვენებელს
ჩამოსცდეს. თუმცა
პროგნოზირება რთულია, ხშირ
შემთხვევაში ეს
ეკონომიკურ ფაქტორებზე
ნაკლებად დამოკიდებულია", -
განუცხადა
"ბიზნეს-რეზონანსს"
ელიავამ.მისი აზრით, თუკი
ხელისშემშლელი
გარემოებები არ იჩენს თავს,
ლარი გამყარების ტრენდს
შეინარჩუნებს.,,ლარი
მყარდება და ეს კარგია,
მაგრამ ჩვენ გვჭირდება
სტაბილური კურსი, რათა
რყევა გამოირიცხოს. ეს
ქმნის სტაბილურ გარემოს
ბიზნესისა და
მოსახლეობისთვის და თავის
მხრივ, ეკონომიკურ
განვითარებას
განაპირობებს. არსებული
ტრენდი წლის ბოლომდე ვერ
შენარჩუნდება, ვინაიდან
დაახლოებით ნოემბრიდან
უცხოური ვალუტის
შემოდინებები დაიკლებს. ეს
მოსალოდნელია, მაგრამ
ზაფხულში, როგორც მინიმუმ,
კურსი გამყარდება", - უთხრა
,,ბიზნეს-რეზონანსს" ლია
ელიავამ.ამდენად, პროგნოზი
დადებითია. ლარი
საშუალოვადიან
პერსპექტივაში კიდევ უფრო
გამყარდება. როგორც
საერთაშორისო კვლევებისა
და პროგნოზირების ცენტრის
ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა
შენგელიამ აღნიშნა,
მკვეთრი ცვლილება არ
იქნება, თუმცა
შესაძლებელია, ეროვნულმა
ვალუტამ კიდევ რამდენიმე
პუნქტით გაიუმჯობესოს
პოზიციები. ამჟამინდელი
გამყარება კი,
შემოდინებების ზრდასთან
ერთად, დოლარის ინდექსის
ვარდნას
უკავშირდება.,,ლარის
სტაბილურობა
საშუალოვადიან პერიოდში
ყველა შემთხვევაში
შენარჩუნდება. ეს პროცესი
გაცილებით ადრე დაიწყო და
პრეზიდენტ ტრამპის
სატარიფო პოლიტიკას
უკავშირდება. ოქტომბრამდე
ასე იქნება. მერე
გამომდინარე იქიდან, რა
პროცესები განვითარდება
მსოფლიო ეკონომიკაში და
შესაბამისად,
საქართველოში, ახალი
რეალობა გამოიკვეთება.
დოლარის გარშემო შექმნილი
ვითარება უაღრესად
არასტაბილურია.რაც
შეეხება მოლოდინს,
გაუფასურებას წლის
ბოლომდე არ ველოდებით,
2,72-2,75-იან ნიშნულს ლარი
გრძელვადიან პერიოდში
შეინარჩუნებს.
შემოდინებები არის და ეს
იწვევს კურსის გამყარებას,
შესაძლებელია, რომ 2,70-იან
ნიშნულსაც ჩამოსცდეს
კურსი, სავარაუდოდ, 2,67-2,68 ის
ფარგლებში იქნება
ზაფხულის
განმავლობაში.გააჩნია, რა
მოხდება ახლო
აღმოსავლეთში, საგარეო
ფაქტორის გავლენაც დიდია.
ჩვენი ეკონომიკა და ლარის
კურსი ამ ეტაპზე თითქმის
სრულად გარე ფაქტორებზეა
დამოკიდებული,
შესაბამისად, არსებული
ვითარების
გათვალისწინებით, უახლოეს
1,5 თვის განმავლობაში
ცვლილება, ძირითადად,
გამყარების მიმართულებით
იქნება და შემდეგ უკვე
ტრენდს შეიცვლის", -
განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს"
ნიკა შენგელიამ.რაც
შეეხება ამჟამინდელ კურსს,
7 ივლისის ვაჭრობის შედეგად
ქართული ეროვნული ვალუტა
აშშ დოლართან მიმართებით
გამყარდა. ლარის ცვლილებამ
0.11 თეთრი შეადგინა და
დოლარის ღირებულება 2.7180
ლარია.საქართველოს
ეროვნული ბანკის
ინფორმაციით, ეროვნული
ვალუტა ევროსთანაც
მიმართებით 1.49 თეთრით
გამყარდა, რის შედეგადაც
ერთი ევროს ოფიციალური
ღირებულება 3.1871 ლარი
გახდა.წყარო: resonancedaily.com
9:53