ახალი ამბები

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებ...

პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი ლარია. პროექტი სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა.G&A ჯგუფი 2012 წელს დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითად სფეროს გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება, ხორცპროდუქტებისა და თევზის იმპორტი და დისტრიბუცია წარმოადგენს. კომპანიას აგრეთვე გააჩნია თანამედროვე სამაცივრე საწყობები და შესაბამისად, საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სამაცივრე/სასაწყობე მომსახურებაცაა.აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საწარმოო ხაზის გაფართოება და მისი ახალი დანადგარებით აღჭურვა მოხდება, რაც წარმადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარება 2024 წელსაც უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენი პარტნიორი G&A ჯგუფი წლებია ოპერირებს საქართველოში და ლოჯისტიკურ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. ჩვენ არაერთი პროექტი განგვიხორციელებია ერთობლივად, მათ შორის, ახალი მშრალი სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა და არსებული საწარმოს გადაიარაღება. აღნიშნული პროექტის განხორიელების შემდეგ, კომპანია  შეძლებს საწარმოო ხაზის გაფართოებას და წარმადობის გაზრდას და ის ჯამურად 240-მდე ადამიანის დაასაქმებებს. სამომავლოდ, კომპანია კიდევ უფრო მეტად გაფართოებასა და განვითარებას გეგმავს, რაც უფრო გააძლიერებს არამარტო კომპანიას, არამედ მნივნელოვან კონტრიბუციას შეიტანს ქვეყნის ეკონომიკაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჯგუფს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელებას“ ,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

1714114740

თიბისი კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ელოდება.დღესასწაულისთვის მოსამზადებლად, extra.ge-ზე ყველა ნივთის შეძენას შეძლებთ: ავეჯი, ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, სახლი და სხვა.შეკვეთას მთელ საქართველოში უფასოდ მიიღებთ.გარდა ამისა, შეთავაზება გავრცელდება extra.ge-ის სწრაფი მიწოდების სერვისზე - ექსტრა ექსპრესზე. შეკვეთას 6 კატეგორიიდან (მარკეტი, სილამაზე და თავის მოვლა, სათამაშოები, ტექნიკა, ცხოველთა მოვლა, მშობელი და ბავშვი) 35-50 წუთში მიიღებთ. ექსპრესით სარგებლობა კი თბილისში, მის შემოგარენსა და ბათუმშია შესაძლებელი.თიბისი კონცეპტის ეს და სხვა შეთავაზებები იხილეთ ბმულზე - https://tbcconcept.ge/

1714052041

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს LSG Solutions-ს, მესტიის აეროპორტ...

“ახალი ტერმინალის კონცეფცია წარმოადგენს თანამედროვე შენობას, რომლის იდეა არის კავშირი დაამყაროს წარსულსა და აწმყოს შორის. თან წარსულის საუკეთესო მაგალითებს, საშუალება მისცეს, ახალი სახით მომავალში გაიკვლიოს გზა. თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფცია დავუკავშირეთ თამარ მეფის საზეიმო სამოსს. “ ნინო გრიგოლაშვილი LSG Solutions-ის არქიტექტორი.კონცეფციის ავტორებმა, თამარ მეფის სამოსის ელემენტები თარგმნეს არქიტექტურულ ენაზე. ბისონის შემადგენელი ელემენტები - მარგალიტები გამოყენებულია როგორც ხის კოჭების ჩარჩოების კონსტრუქცია, რომბები, როგორც სარკმლები გადახურვაში, ხოლო ჯვარედინი ნაქარგი, როგორც მზიდი კონსტრუქცია და წარდგება ჩვენს წინაშე, ახალი ტერმინალის შენობის საკონკურსო წინადადების სახით.მესტიის ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება, თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა იქნება. ტერმინალის თავისუფალი გეგმარება ფუნქციურად მოიცავს გამგზავრებისა და მოფრენის ზონებს.ტერმინალი მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობის გამტარუნარიანობაზეა გათვლილი. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისა და სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭირო სერვისები.„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია LSG Solutions-ს მისი არქიტექტორების მიერ შექმნილი კონცეფციის გამარჯვებას, რაც დიდი წარმატებაა, რადგან კომპანიის შემოთავაზებული კონცეფცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სვანეთის პოზიტიური იმიჯის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ტურისტულ ნაკადებზე. სვანეთი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ლოკაციაა, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით და მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას და შესაბამისად, მის მოსახლეობას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

1714051808

პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბან...

ბაზისბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 27 და 28 აპრილს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლის „უცნაური მისის სევიჯის„ პრემიერა გაიმართება.„უცნაური მისის სევიჯი“ ლირიული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა. მარჯანიშვილის თეატრი ამ პიესის მოტივებზე აგებულ სპექტაკლს შეთავაზებს მაყურებელს. „უცნაური მისის სევიჯი“ რწმენას და იმედს არ კარგავს, რომ სიკეთის, თანაგრძნობის და  თანადგომის უნარი ჯერ კიდევ შესწევს კაცობრიობას. რომ სიხარბეს სიყვარული ამარცხებს, ოცნებებსაც კეთილი და უანგარო ადამიანები ასრულებენ.

1714048860

„სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, ქვეყანაში არსებობდ...

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" გამართა და მას საჯარო და კერძო სტრუქტურების, დონორი ორგანიზაციების და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათივე ცნობით, პროგრამის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორია USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა. დამსწრე საზოგადოებას პროგრამა დეტალურად გააცნო სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.„ჩვენი სამინისტროს გუნდი კაპიტალის ბაზრის და საპენსიო რეფორმაზე ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს - ჩამოყალიბდა საინვესტიციო ფონდების ახალი კანონმდებლობა, დაიწყო და ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა, შეიქმნა მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტები: ქავერდ ბონდები, სეკიურიტიზაციის კანონი, ნებაყოფლობითი საპენსიო ე.წ მესამე პილარი და ა.შ. თუმცა, რეფორმის წარმატებისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ბაზრის კონკრეტული ინსტრუმენტებით სტიმულირება და ხელშეწყობა, სწორედ ეს მიგვაჩნია რეფორმის შემდგომ ფაზად“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.სამინისტროს ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოში“ ახალი მიმართულება მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით. 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება, რომლებიც საფონდო ბაზარზე150 მილიონამდე ლარის დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ.პროგრამის მიხედვით, მეწარმე სუბიექტებს, რომელთა წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 60 მლნ ლარს, სააგენტო შესაძლებლობას მისცემს, პროგრამის თანადაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების კომპონენტებში ჩაერთონ. ამასთან, 60 მილიონ ლარზე მეტი შემოსავლის ან/და ფინანსურ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, თანადაფინანსების კომპონენტს, USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა უზრუნველყოფს. ამ პროგრამის თანახმად, ასევე იგეგმება 60 მილიონამდე შემოსავლების მქონე მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა.ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, საშუალო ბიზნესს მეტი ფინანსური ცოდნა ჰქონდეს ალტერნატიული დაფინანსებების მოზიდვის შესაძლებლობების შესახებ. მისი ინფორმაციით, კაპიტალის ბაზრის განვითარებას აქვს ძალიან ხანგრძლივი და დეტალური სამოქმედო გეგმა, მათ შორის წილობრივი საინვესტიციო ფონდების ხელშეწყობის და საპენსიო რეფორმის დახვეწის მიმართულებით - შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება.მიმდინარე წელს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით „აწარმოე საქართველოში“ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას. ობლიგაციების გამოშვების თანადაფინანსებასთან ერთად, ეს იქნება საინვესტიციო ფონდების განვითარება და აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობა.„დარწმუნებული ვარ, ეს უმნიშვნელოვანეს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართველ მეწარმეებს ბიზნესის დაფინანსების და განვითარების ნაწილში“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

1714048257

ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი ტიპის გადასახადს დააწესებს ტურისტებისთვის.მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება და ძალაში იქნება ივლისამდე, ძირითადად სადღესასწაულო დღეებში.ცნობისთვის, იტალიამ ჯერ კიდევ 2022 წელს განაცხადა, რომ ტურისტებისთვის ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ტურისტულად დატვირთული ცენტრების განტვირთვას.

1714046699