Home » Tag Archives: ლიბერთი ბანკი

Tag Archives: ლიბერთი ბანკი

ქველმოქმედება 2017 წელს – თიბისი ბანკი ლიდერია

ქველმოქმედება 2017 წელს - თიბისი ბანკი ლიდერია

სამარკეტინგო-საკონსულტაციო კომპანია „აიფიემი“ კვლევას აქვეყნებს, სადაც იმ ტოპ 20 კომპანიის სიას აქვეყნებს, რომელთა ქველმოქმედებით საქმიანობაზე მედია სივრცეში ყველაზე მეტად გაშუქდა. ბიზნეს კომპანიების კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვან წილად, მათ იმიჯზე დადებითი გავლენის მოხდენის საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად, მედია სივრცე, როგორც წესი, აქტიურად გვამცნობს, კომერციული კომპანიების საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებების თაობაზე. 2013-2015 წლებში იზრდება მედიის მიერ გაშუქებული ნიუსების (სტატიას/სიუჟეტი) რაოდენობა, კერძო კომპანიების მხრიდან, საქველმოქმედო საქმინობაში ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, ...

Read More »

ლადო გუგენიძემ „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა

ლადო გუგენიძემ „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა

ლადო გურგენიძე „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე აღარ არის. ცვლილება საჯარო რეესტრის 19 ოქტომბრის ამონაწერშია ასახული. ამონაწერის მიხედვით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: მარტინ პოლ გრემი, მალიკ იშმურატოვი, ალექსეი იუსფინი, ირაკლი (ოთარ) რუხაძე, გიორგი კალანდარიშვილი, დავით შონია და ნურლან აბდუოვი არიან. რაც შეეხება დირექტორატს, გენერალური დირექტორის თანამდებობას ალექსი ხოროშვილი, დირექტორის თანამდებობას კი: ალექსანდრე ლიპარტელიანი, არმენ მატევოსიანი, ზურაბ წულაია და ...

Read More »

საქართველოს ბანკი ყველაზე მომგებიანია

საქართველოს ბანკი ყველაზე მომგებიანია

კაპიტალზე მომგებიანობის  (ROE) ყველაზე მაღალი კოეფიციენტი “საქართველოს ბანკს” აქვს. ბაზარზე მოქმედი 16 ბანკიდან,  წლის I ნახევარი უარყოფითი მაჩვენებლით 1 ბანკმა დაასრულა (აზერბ. საერთ. ბანკი (-1.54%). TOP-5 01.08.2017●H1/2017 ROE 1 საქართველოს ბანკი 36.78●37.62 % 2 თიბისი 20.10●20.56 % 3 ვითიბი ბანკი 21.51●20.27 % 4 ლიბერთი ბანკი 21.23●20.38 % 5 ბაზისბანკი 13.01●16.36 % წყარო: კომერციული ბანკები

Read More »

„ლიბერთი“ – პენსიონერების ძარცვის ხარჯზე „წარმატებულად“ ქცეული ბანკი

„ლიბერთი“ - პენსიონერების ძარცვის ხარჯზე „წარმატებულად“ ქცეული ბანკი

გააგრძელებს თუ არა ირაკლი რუხაძის მენეჯმენტი გურგენიძის პოლიტიკას „ბანკები და ფინანსები“ უკვე  წერდა, რომ „ლიბერთი ბანკის“ სამომავლო  ბედი, ბოლოსდაბოლოს, გადაწყდა. ზუსტად ერთ კვირაში,14 აგვისტოს,  ეროვნული ბანკის დასტურის შემდგომ,  „ლიბერთი ბანკს“ პატარკაციშვილების ოჯახი გააკონტროლებს.  ბანკში ირაკლი რუხაძე, გიორგი კალანდარიშვილი და დავით შონია შევლენ,  ხოლო საქართველოს ყოფილი პრემიერი, მანამდე  „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე, ბანკს დატოვებს. გურგენიძემ ...

Read More »

„ჩავიბარეთ გაკოტრებული ბანკი და ვაქციეთ ის მომგებიან ინსტიტუტად“

„ჩავიბარეთ გაკოტრებული ბანკი და ვაქციეთ ის მომგებიან ინსტიტუტად“

საქართველოს ექს-პრემიერი და ცნობილი ბანკირი, ლადო გურგენიძე „ლიბერთი ბანკში“ საქმიანობის 8 წელს აფასებს. ბანკირმა აქციონერებს წლის პირველი ნახევრის შედეგები წარუდგინა და იმ დიდ გზაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბანკმა მასთან და მის ნიჭიერ გუნდთან ერთად გაიარა. „ჩვენ ჩავიბარეთ გაკოტრებული, წამგებიანი ბანკი, უარყოფითი საზედამხედველო კაპიტალით, უმნიშვნელო, 15 მილიონი ლარის სააქციო კაპიტალით და ჩვენ ის ვაქციეთ მაღალმომგებიან  ინსტიტუტად, რომლის  ROAE სტაბულურად 20%-ზე მაღალია, ...

Read More »

„ლიბერთი ბანკის“ გასხვისებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი დოკუმენტაციას სწავლობს

„ლიბერთი ბანკის“ გასხვისებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი დოკუმენტაციას სწავლობს

„ლიბერთი ბანკის“ გასხვისებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი დოკუმენტაციას სწავლობს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საჭიროა სპეციალური პროცედურების გავლა და საბოლოო გარიგება სწორედ ამ პროცედურების გავლის შემდეგ გაფორმდება. „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია ახალ მყიდველებზე. ეს არის ის ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ გარიგებას. არსებობს სპეციალური და განსაკუთრებული პროცედურები, როდესაც ხდება ბანკის მფლობელების შეცვლა. იმისთვის, რომ საბოლოოდ გარიგება დასრულდეს ...

Read More »

ირაკლი რუხაძემ ,,ლიბერთი ბანკი” შეიძინა

ირაკლი რუხაძემ ,,ლიბერთი ბანკი" შეიძინა

ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ,,ლიბერთი ბანკი” პატარკაციშვილების ოჯახთან დაახლოებულმა ცნობილმა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ შეიძინა. გარიგების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ამ გარიგებას ხანგრძლივი პრეისტორია აქვს.  წელიწადზე მეტი იქნება გასული, რაც ,,ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ვლადიმერ გურგენიძე და იმჟამინდელი გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე, ფაქტობრივად, ოფიციალურად დაემშვიდობნენ კოლექტივს. მაშინ არველაძე რეალურად წავიდა ბანკიდან, გურგენიძე კი დღემდე სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის პოსტს ინარჩუნებს. ...

Read More »

საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით უკვე მსოფლიო ათეულშია

“გილოცავთ და გისამძიმრებთ: საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით უკვე მსოფლიო ათეულშია” – ამ სათაურით ეკონომისტი მიხეილ დუნდუა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “გილოცავთ და გისამძიმრებთ: საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით უკვე მსოფლიო ათეულშია. სადეპოზიტო-საბანკო სისტემებს შორის საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობის სიდიდით მსოფლიოში 9 ადგილზეა აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის ჩამორჩენილი ქვეყნების მხარდამხარ. ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ...

Read More »

ბანკების რეიტინგი ლარში დაკრედიტებით

ბანკების რეიტინგი ლარში დაკრედიტებით

სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი I კვარტალში ( Q1/2017) გაზრდილია, 5 პუნქტით, 34.7%-დან, 39.7%-მდე. Q1/2017-ის ბოლოს ბანკების მიერ ლარში ₾7.3 მილიონის,  უცხოურ ვალუტაში, 11.3 მლნ ლარის სესხებია გაცემული. მთლიანი მოცულობით საქართველოს ბანკი და თიბისი ლიდერობს, თითოეულს  ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული 2 მლრდ ლარზე მეტი სესხი აქვს გაცემული, თუმცა  პორტფელთან პროპორციაში (97.6%) ლარის დაკრედიტების ბაზარზე ლიბერთი ბანკი ლიდერობს, 775 მლნ ლარიდან 755.5 მლნ ლარშია აქვს ...

Read More »

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22 მარტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, 1 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 50-ზე მეტ მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკმა ...

Read More »