Home » საზოგადოება » CNN-მა თბილისი 2018 წელს აუცილებლად სანახავი ქალაქების სიაში შეიყვანა
CNN-მა თბილისი 2018 წელს აუცილებლად სანახავი ქალაქების სიაში შეიყვანა

CNN-მა თბილისი 2018 წელს აუცილებლად სანახავი ქალაქების სიაში შეიყვანა

CNN-მა საქართველოს დედაქალაქი თბილისი იმ ტოპ7-ი ქალაქების სიაში შეიყვანა, რომლის ნახვას 2018 წლისათვის ურჩევს მკითხევლს.

თბილისი სიაში ისეთ ქალაქებთან ერთად მოხდა, როგორიცაა ტორონტო, მასკატი, დანდი, პარიზი, ტოკიო და სან მიგელი.

CNN-ი მოკლე აღწერას აკეთებს ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების და მიზეზებს ხსნის თუ რატომ უნდა ვესტუმროთ აღნიშნულ ქალაქებს.

“ბოლო 18 თვის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქ თბილისში რაღაც მოხდა, რის შედეგადაც ქალაქმა დაიმსახურა “ლისაბონი 2018”-ის ტიტული. აუცილებლად სანახავი ადგილები თითქმის ერთ ღამეში შეიძლება დაათვალიეროთ. ქალაქი უფრო და უფრო მეტად ხდება მსოფლიოში ყველაზე სასურველი ჰაბი ხელოვნების, მოდის და შემოქმედების მოყვარული ხალხისთვის.

ქალაქის ახალი არჩეული მერი ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძეა. მომავალი წლის ბიუჯეტი (334 მილიონი დოლარი) კი ინფრასტრუქტურაზე და ტრანსპორტზეა ფოკუსირებული” – წერია სტატიაში.

CNN-ი საუკეთესო ღონისძიებად მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს ასახელებს, ასევე ყურადღება გამახვილებულია კლუბურ ცხოვრებასა და ქართულ ღვინოზე. ხოლო ახალ კულტურულ მოვლენად ნოემბერში, “Twin Peaks”-სა და “Mulholland Drive”-ის რეჟისორის, დევიდ ლინჩის თბილისში  სტუმრობას ასახელებს. მისი ვიზიტი, საქართველოს დედაქალაქში კინოს უნივერსიტეტის გახსნას უკავშირდებოდა.

ბაჩო ჯინჭარაძე
edition.cnn.com

Share