Home » ბიზნესი » გავრცელებული ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკი“ „ქართუ ბანკს“ ყიდულობს
გავრცელებული ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკი“ „ქართუ ბანკს“ ყიდულობს

გავრცელებული ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკი“ „ქართუ ბანკს“ ყიდულობს

საბანკო და საფინანსო წრეებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  „ქართუ ბანკს“ „ლიბერთი ბანკი“ ყიდულობს.

„კომერსანტმა“ ინფორმაციის გადამოწმება ორივე საბანკო ინსტიტუტში სცადა. „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა ორი ბანკის შერწყმასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ხაინდარავა კომენტარისთვის ბანკის ბენეფიციარ მფლობელთან გვამისამართებს. „აღნიშნულ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ ბენეფიციარ მფლობელს შეუძლია“, – აცხადებს ხაინდრავა.

ცნობისთვის, „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია. გასაგები მიზეზის გამო, „კომერსანტმა“ „ქართუ ბანკის“ ბენეფიციართა – ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო.

„ლიბერთი ბანკის“ და „ქართუ ბანკის“ გაერთიანებას არ ადასტურებენ „ლიბერთი ბანკში“.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ოქტომბერში „ლიბერთი ბანკის“ 74.64%-ის მფლობელი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული კომპანია European Financial Group B.V(EFG) გახდა.
ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

„კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს – რა გავლენა შეიძლება მოახდინოს აღნიშნულმა გარიგებამ საბანკო სექტორზე.

„კომერსანტი“

Share