Home » ბიზნესი » „აგროჰაბი“ მომხმარებელს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ საახალწლო სუფრების შეკვეთას სთავაზობს
„აგროჰაბი“ მომხმარებელს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ საახალწლო სუფრების შეკვეთას სთავაზობს

„აგროჰაბი“ მომხმარებელს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ საახალწლო სუფრების შეკვეთას სთავაზობს

საქართველოში ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ საცალო გაყიდვების სფეროში უპრეცენდენტო პროექტს იწყებს.

საახალწლოდ მომხმარებელს ჰიპერმარკეტი სთავაზობს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ საახალწლო სუფრების შეკვეთას, რომელიც მათთვის 31 დეკემბერს გამზადდება.

„საახალწლო ციებ-ცხელების პერიოდში ეს არის ძალიან დიდი შეღავათი, რომელიც მომხმარებელს აარიდებს რიგებს, საცობებს და უამრავ დისკომფორტს.

ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრების კერძების გათვალისწინებით შეირჩა სამი ტიპის მენიუ – სამარხვო (თევზით დატვირთული), ტრადიციული და საახალწლო ნადიმი.

თითოეული სუფრა გათვლილი 5-6 კაციან ოჯახზე და მათ სტუმრებზეც კი. სტანდარტული მენიუების გარდა, მომხმარებელი შეძლებს აირჩიოს ექსტრა კერძები, რომლითაც გაამდიდრებს და გაამრავალფეროვნებს ამა თუ იმ მენიუს.

შეკვეთების მიღება დაიწყება 15 დეკემბრიდან და გაგრძელდება 28 დეკემბრის ჩათვლით. საახალწლო სუფრის შეძენას მომხმარებელი შეძლებს ადგილზე, „აგროჰაბში“ (მარშალ გელოვანის #22) ან ვებ-გვერდზე agrohub.ge“, – აღნიშნულია „აგროჰაბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share