Home » ფინანსები » მიკროსაფინანსოებმა 16 745 911 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს
მიკროსაფინანსოებმა 16 745 911 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს

მიკროსაფინანსოებმა 16 745 911 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,566,437 ლარით მეტია.

კერძოდ, 2017 წლის მე-3 კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 16,745,911 ლარი შეადგინა, მაშინ როცა, 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 13,179,474 ლარი იყო.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ბანკის მონაცემებით, 83 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებდა, რომელთა წმინდა მოგებამ 2017 წლის მესამე კვარტალში 50,517,997 ლარი, სესხებიდან საპროცენტო შემოსავლებმა კი 213,022,345 შეადგინა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში მიკროსაფინანსოებმა 15,484,246 ლარის ღირებულების, 2017 წლის 1-ელ კვარტალში კი 14,569,560 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს.

Share