Home » ეკონომიკა » საქართველოს მოსახლეობის 64% დედაქალაქშია დასაქმებული
საქართველოს მოსახლეობის 64% დედაქალაქშია დასაქმებული

საქართველოს მოსახლეობის 64% დედაქალაქშია დასაქმებული

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 64 პროცენტი დედაქალაქში მუშაობს.

რეგიონებში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით 9.3%-ით საკურორტო ზონებით აჭარის რეგიონი ლიდერობს. შემდეგ მოსდევს იმერეთი, რამდენიმე მსხვილი საწარმოთი – 7.0%. მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი – 5.5%, რომელსაც მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.9%-ით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სხვა რეგიონებში დასაქმებულთა ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი აღნიშნული არ არის.

საქსტატის მონაცემებით 2016 წელს საქართველოში 1 763 000 -მდე ადამიანი იყო დასაქმებული. 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3 729 635 ადამიანს შეადგენს. აქედან 1 591 000-მდე ადამიანი რეგიონებში ცხოვრობს. 2 128 500 კი ქალაქებში.

Share