Home » ბიზნესი » ქართულ საწარმოთა 47,7% სოციალური მედიის საშუალებებს საერთოდ არ იყენებს
ქართულ საწარმოთა 47,7% სოციალური მედიის საშუალებებს საერთოდ არ იყენებს

ქართულ საწარმოთა 47,7% სოციალური მედიის საშუალებებს საერთოდ არ იყენებს

ქართულ საწარმოთა 47,7% მეტი სოციალური მედიის საშუალებებს საერთოდ არ იყენებს, – ასეთია “საქსტატის” 2016 კვლევის შედეგები.

“საქსტატის” მონაცემებით, საწარმოთა 33,7% ძირითადად იყენებს სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, LinkedIn და ა.შ.). სოციალური მედიის გამოყენების უმთავრესი მიზანია, როგორც საწარმოს იმიჯის შექმნა ან თავისი ბაზრის განვითარება (25,5%), ისე რეაგირება კლიენტის შეკითხვებზე, შეხედულებებსა და გამოხმაურებებზე (27,2%).

გამოკვლევის შედეგებით, საწარმოთა 98.4%-ს 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენებოდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები) – 40,2% და DSL კავშირი (მაგ. xDSL, ADSL, SDSL, VDSL და ა.შ.) – 31,8%.

საწარმოთა 17,3% იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 10,6% – სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აღნიშნული კატეგორიის საწარმოებში დასაქმებულთა 46,5% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 44,7%-ით.

სამიზნე საწარმოთა ვებ-გვერდებს ან ვებ-საიტებს გააჩნდათ შემდეგი ტიპის შესაძლებლობები/საშუალებები:

Share