Home » მსოფლიო » „ვფიქრობ, მოვიდა დრო, ცვლილებები მოხდეს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში“
„ვფიქრობ, მოვიდა დრო, ცვლილებები მოხდეს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში“

„ვფიქრობ, მოვიდა დრო, ცვლილებები მოხდეს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში“

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, რუსულ მედიასთან საუბრისას, პოსტის დატოვების შესახებ სურვილი გამოთქვა.  მან აღნიშნა, რომ ჩეჩნეთს ახალი ტიპის მმართველი სჭირდება.

კადიროვის განცხადებით, თანამდებობიდან წასვლა მისი ოცნებაა. მისივე თქმით, რეგიონის მართვა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა ხალხსა და რესპუბლიკაზე ძალიან რთულია.

„მივიჩნევ, რომ დრო მოვიდა. იყო დრო, როდესაც ჩემნაირები საჭირო იყვნენ, რათა ებრძოლათ, წესრიგი დაემყარებინათ. დღეს ჩვენ წესრიგი გვაქვს, რუსეთთან ურთიერთგაგება გვაქვს. ჩვენ, როგორც რუსეთის მოქალაქეებს გვაღიარებენ. ვფიქრობ, მოვიდა დრო, ცვლილებები მოხდეს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში“, – აღნიშნა რამზან კადიროვმა.

Share