ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ოთარ ნადარაია: ჩინეთის ეკონომიკა და საფინანსო სისტემა უკვე გლობალური მ...

„ობიექტურად რომ ვთქვათ, ეს მართლა დივერსიფიცირებაა - არაერთი გაგებით, როგორც ეკონომიკური ციკლების, ისე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.მისივე თქმით, ჩინეთის ეკონომიკა და საფინანსო სისტემა უკვე გლობალური მასშტაბის მოთამაშეა, რაც ასეთ ნაბიჯს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.როგორც ოთარ ნადარაია აღნიშნავს, საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით გამონაკლისი არ არის და ჩინურ ბაზარზე უკვე არაერთი ევროპული ქვეყანა ოპერირებს. მაგალითად, ნორვეგიის ცენტრალურ ბანკს მნიშვნელოვანი პორტფელი აქვს CIBM-ში, ხოლო ნორვეგიის სუვერენული საინვესტიციო ფონდი ინვესტიციებს სხვადასხვა ბაზარზე გლობალურად ახორციელებს.ნადარაიას თქმით, მულტისავალუტო კალათა თანამედროვე რეზერვების მართვის აუცილებელი ელემენტია. მისი შეფასებით, დოლარი და ევრო ხშირად საკმარისი არ არის და იუანის დამატება პორტფელს ღირებულებას მატებს.„მსოფლიო ეკონომიკაში ობიექტური რეალობაა, რომ ყველაზე დიდი სამი ვალუტა არის დოლარი, ევრო და იუანი“, - აცხადებს ეკონომისტი.მისი შეფასებით, რეზერვების სტრუქტურაში იუანის ეტაპობრივი გაზრდა სტრატეგიულად ლოგიკური ნაბიჯია, თუმცა დომინანტ ვალუტებად კვლავ დოლარი და ევრო დარჩება.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) წვდომა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოიპოვა.აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს სავალუტო რეზერვების სტრუქტურის გაფართოებას როგორც ვალუტების, ისე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული განაწილების მიხედვით.ამჟამად სებ-ის ისტორიულად რეკორდული, დაახლოებით 6.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საერთაშორისო რეზერვების ძირითადი ნაწილი აშშ დოლარში ნომინირებულ აქტივებშია განთავსებული. რეზერვები ასევე მოიცავს ევროში, SDR-ში, კანადურ დოლარში ნომინირებულ ფასიან ქაღალდებსა და მონეტარულ ოქროს.

1770985999

ავტომობილების იმპორტზე პირველად და დროებით რეგისტრაციაზე დაწესებული ახ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, რაც უფრო ძველია ავტომობილი, ძრავიც ძველდება და შესაბამისად, მისგან გაფრქვევაც იმატებს, ეს დადასტურებული ფაქტია. ევრო 5 სტანდარტიც 10 წლიან მანქანაზე მოქმედებს; 10 წლის შემდეგ ძრავი ისე ძველდება, რომ გაფრქვევები ამ მანქანიდან, რაც არ უნდა კარგად მოვლილი იყოს, მაინც იმატებს. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა დაწესებული შეზღუდვა წლოვანებასთან მიმართებით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტროავტომობილებზე.„ქვეყანაში გვაქვს ავტომობილების იმპორტის ყოველწლიური 25%-იანი ზრდა, სადაც ჰიბრიდული ავტომობილების წილი არ იზრდება. მზარდია დიზელის და ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წილი. ეს მზარდი ტენდენცია უნდა შემცირდეს, რაც საბოლოო ჯამში, ჰაერის ხარისხის მდგომარეობაზე უნდა აისახოს.ეტაპობრივად ავტოპარკი განახლდება; ეს განახლება, თავის მხრივ, შეამცირებს გაფრქვევებს. რითაც, საბოლოო ჯამში, მივიღებთ გარკვეულ გაუმჯობესებას.ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ, ერთი მხრივ, ქალაქებში, ჩვენს საცხოვრებელ გარემოში გადაადგილება შევძლოთ; თუ განუსაზღვრელად დავამატებთ სატრანსპორტო საშუალებებს, ერთ დღეს ფიზიკურად შეუძლებელი იქნება გადაადგილება და, მეორე მხრივ, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

1770985925

Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი: საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი...

Galt & Taggart-ის ეკონომისტის თქმით, ბოლო წლებში ცენტრალური ბანკების მხრიდან საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.„ბოლო წლებში ცენტრალური ბანკები მეტ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას. გლობალური ეკონომიკური და მონეტარული გარემოს ცვლილებების ფონზე, სარეზერვო აქტივების სტრუქტურის გადახედვა და ეტაპობრივი გაფართოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში შეინიშნება როგორც ოქროს შესყიდვების ზრდა, ისე სხვადასხვა ვალუტასა და ბაზარზე ნომინირებული ფინანსური ინსტრუმენტების დამატება სარეზერვო პორტფელებში. დივერსიფიკაციის ამ კონტექსტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მიღება შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საერთაშორისო რეზერვების გეოგრაფიული და ვალუტის ჭრილში დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის შესაძლებლობას გაფართოვდეს საინვესტიციო არეალი და გარკვეულწილად შემცირდეს რეზერვების კონცენტრაცია ტრადიციულ ბაზრებსა და ვალუტებზე, იმავდროულად დაცული იყოს რეზერვების მართვის ძირითადი პრინციპები - უსაფრთხოება და ლიკვიდურობა. ეს გადაწყვეტილება ფასდება როგორც რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM) მოიპოვა წვდომა.აღნიშნულის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ. CIBM-ზე დაშვების შესახებ შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.შეთანხმების მიხედვით, სებ-მა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მოპოვებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან. 2025 წლის 23 დეკემბერს კი ხელი მოეწერა CIBM ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულ ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფს. მათ შორის, ვაჭრობის, ანგარიშსწორებისა და ობლიგაციების კასტოდიური მომსახურების მხარდაჭერით.

1770984355

საქართველოს რკინიგზა: საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შო...

„საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.გუშინ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს.

1770984241

სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს

კამპანიის განმავლობაში, სტუდიო ლიბერთის პრემიუმ ნაკრების მფლობელები შეძლებენ პერსონალური ბანკირის მომსახურების ფარგლებში გახსნან ვადიანი ანაბარი ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთს +0.5%-დან 1.5%-მდე სარგებლით - ინდივიდუალურად განსაზღვრული პირობით ვალუტისა და ვადიანობის მიხედვით. ვადიანი ტიპის ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლარში, აშშ დოლარსა და ევროში, ხოლო საპროცენტო სარგებლის მიღება მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ, ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს.სტუდიო ლიბერთის პრემიუმ ნაკრების შეძენა შესაძლებელია როგორც დისტანციურად - ვებგვერდის, ან მობაილ ბანკის საშუალებით, ასევე, სტუდიოს უნიკალურ სივრცეში თბილისსა და ქუთაისში. პრემიუმ ნაკრების შეძენისას, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს პირადი ბანკირის მომსახურებით და სტუდიოს ყველა უპირატესობით, მათ შორის - მაღალი კლასის Visa Platinum/MC World Elite ბარათებით, განსაკუთრებული პირობებით საბანკო პროდუქტებზე, სტუდიოს მულტიფუნქციურ სივრცეზე წვდომით, სამოგზაურო უპირატესობებით და სპეციალური შეთავაზებებით.ვადიანი ანაბრების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სტუდიო ლიბერთის ვებგვერდზე: studioliberty.geგახდი სტუდიოსტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა - პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას როგორც პირადი, ასევე ბიზნეს ფინანსებისთვის.ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.www.studioliberty.ge აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისისტუდიო ლიბერთი - შენი წარმატებული ცხოვრებისთვის

1770981623

"იმატებს ავტომობილების იმპორტი, რაც მეტი მავნე აირის გაფრქვევას ნიშნავ...

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა,  ქვეყანაში სახეზეა გამონაბოლქვით და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე აირების გაფრქვევით გამოწვეული ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურება.„დაბინძურებული ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ ბავშვები. აქ ჩვენ და საზოგადოება ერთიანად უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც საუბარია ჩვენზე და ჩვენი  შვილების ჯანმრთელობაზე უნდა ვთქვათ,  რომ შეზღუდვები საჭიროა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ნახვა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და შესაძლებელია ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge. ასევე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საინფორმაციო წელიწდეულებს „საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წელიწდეული“ და ბიულეტენებს „მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ”, რომელშიც შესაძლებელია მონაცემების ნახვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ თვეებისა და ქალაქების მიხედვით https://nea.gov.ge.

1770978634