Home » მსოფლიო » ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ამერიკელმა რიჩარდ ტალერმა მიიღო
ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ამერიკელმა რიჩარდ ტალერმა მიიღო

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ამერიკელმა რიჩარდ ტალერმა მიიღო

ამერიკელმა რიჩარდ ტალერმა ქცევითი ეკონომიკის შესწავლაში შეტანილი წვლილისთვის ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო.  ამის შესახებ განცხადება ნობელის კომიტეტმა გააკეთა.

შვედეთის სამეფო აკადემიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავის ნამუშევრებში ტალერმა ეკონომიკისა და ფსიქოლოგიის გაერთიანება მოახდინა.

თავის ნამუშევრებში ტალერმა გაცილებით რეალისტური დაშვებები გააკეთა ხალხის ქცევაზე. მან შეისწავლა შეზღუდული რაციონალურობის, სოციალური პრეფერენციებისა და თვითკონტროლის უკმარისობის შედეგები.

„მან აჩვენა თუ როგორ ახდენს სისტემურად გავლენას ადამიანის ხასიათი გადაწყვეტილების მიღებაზე, ასევე საბაზრო შედეგებზე“, – განმარტეს ნობელის კომიტეტში.

რიჩარდ ტალერი 72 წლისაა. ის აშშ-ში ცხოვრობს და ჩიკაგოს უნივერსიტეტში ასწავლის.

Share