Home » ბიზნესი » გიორგი მარიამიძე: “ბი აი ჯის” წარმატების საფუძველი კლიენტზე ორიენტირებულობასა და თანმიმდევრულ განვითარებაშია
გიორგი მარიამიძე: "ბი აი ჯის" წარმატების საფუძველი კლიენტზე ორიენტირებულობასა და თანმიმდევრულ განვითარებაშია

გიორგი მარიამიძე: “ბი აი ჯის” წარმატების საფუძველი კლიენტზე ორიენტირებულობასა და თანმიმდევრულ განვითარებაშია

მიკროსაფინანსო სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტია საფინანასო ბაზარზე. ბოლო წლებში, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა თუ რა ტემპით იზრდებოდა სექტორი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბაზარს ფინანსებზე წვდომის, საბანკო რესურსისგან ალტერნატიულ საშუალებებს სთავაზობს. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

ქართული ფინანსური სექტორის, მიკროსაფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბი აი ჯის” კომპანიის მისო BIG (ბი აი ჯი)-ის გენერალური დირექტორი გიორგი მარიამიძე მიიჩნევს, რომ ბაზარზე პოზიციონირების და ზრდის მთავარი ფაქტორი არსებული გამოწვევების მიმართ შესაბამისი სწორი გადაწყვეტილებების მიღება, კლიენტთა ინტერესებზე ორიენტირებულობა და ინოვაციურ გავითარებაზე მუდმივი ზრუნვაა.
“ბანკები და ფინანსები” გიორგი მარიამიძეს სწორედ სექტორში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

– საუბარი დავიწყოთ იმით, თუ როგორი გამოდგა “ბი აი ჯისთვის” საანგარიშო 2016 წელი? როგორია ტენდენცია მიმდინარე 2017 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით?

– უნდა ითქვას, რომ ზოგადად, მიკროსაფინანსო სექტორისთვის 2016 წელი საკმაოდ რთული იყო. ფაქტია, განვლილ წლებში დაფიქსირებული სწრაფი ზრდა შენელდა. ამას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს და ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. მანამდე კი, კონკრეტულად “ბი აი ჯის” შესახებ გიამბობთ.

2016 წელი ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი იყო რამდენადაც, სწორედ შარშან საგრძნობლად გავაფართოვეთ ქსელი და დამატებით ოთხი სერვის ცენტრი გავხსენით საქართველოს ქალაქებში. კერძოდ: გორში, სენაკში, რუსთავსა და მარნეულში.

“ბი აი ჯის” სტრატეგია არის, რომ წარმოდგენილი ვიყოთ საქართველოს ყველა რეგიონში და მივაწოდოთ პასუხისიმგებლიანი დაფინანსება ქართველ გლეხებსა და ფერმერებს. ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა სწორედ ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2017 წლის განვლილ პერიოდში, ქსელის განვითარებასთან ერთად, “ბი აი ჯიმ” არსებულ სერვისებს პროდუქტების ახალი ხაზი დაამატა და საკრედიტო მომსახურების პარალელურად მომხმარებლებს საოპერაციო პროდუქტებიც შეთავაზა. აქვე გეტყვით, რომ მომავალ 2018 წელს გაფართოებას ვგეგმავთ ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ზუგდიდი, ბათუმი, და ლაგოდეხი.

– მიკროსაფინანსო ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია. რა არის თქვენი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით და რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა ,,ბი აი ჯი”?

– უნდა დაგეთანხმოთ, – ნამდვილად გაჯერებულია. თუმცა ,,ბი აი ჯისთვის” ეს პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს. ჩვენი უპირატესობა მომხმარებელზე მორგებული პირობებისა და მომსახურების შეთავაზებაა. ეს გამოიხატება კლიენტის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაში, სისწრაფესა და ხარისხში. ჩვენ ასევე აქცენტს ვაკეთებთ დაკრედიტების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე და ამ მიმართულებით მუდმივ სიახლეებს ვთავაზობთ მომხმარებლებს. ამავე დროს ჩვენ არ ვართ ორიენტირებულები მოკლე დროში ზემოგების მიღებაზე. ამ თვალსაზრისით, ჩვენი სტრატეგია განვითარებაზე თანმიმდევრული ზრუნვა და ამ გზით ბაზრის გაფართოებაა. ჩევნ ვცდილობთ და ამაში გარკვეულ ინვესტირებასაც ვახდენთ, რომ ჩვენი კლიენტურა მუდმივად იზრდებოდეს ფინანსური განათლების კუთხით, ესმოდეთ რა არის ჭარბვალიანობა და სხვა. მუდმივად ვაწყობ ტრენინგებს ჩვენი მომხმარებლისთვის ამ საკითხებთან დაკავშირებით.

– მომხმარებლების მხრიდან, ყველაზე მეტად თქვენს რა პროდუქტზეა მოთხოვნა (აგრო სესხი, ბიზნეს სესხი, სამომხმარებლო სესხი ა.შ.) და ზოგადად როგორია ტენდენცია ამ მიმართულებით მიკროსაფინანსო ბაზარზე? 

– ზოგადად, მოგეხსენებათ, ბაზარზე სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნა ყველა სხვა მოთხოვნას აჭარბებს. თუმცა, ,,ბი აი ჯი” მთავარ აქცენტს აკეთებს ურბანული ტიპის ბიზნეს სესხებსა და აგრო სესხებზე. სწორედ ამ პროდუქტებით ხდება კლიენტების პროდუქტიული აქტივობების ზრდა და მათი ბიზნესის ზრდის ხელშეწყობა.

– რა ინოვაციურ პროდუქტს გამოყოფდით თქვენი შეთავაზებებიდან?

– ვამაყობთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის პირველები ვართ, ვინც იურიდიულ პირებს ონლაინ სესხის პროდუქტი შეთავაზა. `ბი აი ჯიმ~ აღნიშნული სერვისი ფინანსური ტექნოლოგიის კომპანია Quickcash-თან თანამშრომლობით დანერგა. მათი ინოვაციური პლატფორმის გამოყენებით, იურიდიულ პირებს ვთავაზობთ აღნიშნულ სერვისს. Qუიცკჩასჰ-ის პლატფორმა დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმზე, რომელიც იყენებს 50-ზე-მეტ პარამეტრს და სჭირდება მხოლოდ 10 წუთი ბიზნესის კრედიტუნარიანობის შესაფასებლად. პროდუქტის მიხედვით, იურიდიულ პირს ოფისიდან გაუსვლელად, დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე შეუძლია შეავსოს ონლაინ განაცხადი და უმოკლეს დროში (არაუმეტეს 10 წუთისა) მიიღოს პასუხი (დასტური ან უარყოფა), რის შემდეგაც მას სასურველ მისამართზე შეუძლია ორგანიზაციის ოფისში მისვლა და ხელშეკრულების გაფორმება. სწორედ ამის შემდეგ გაიცემა თანხაც.

სესხის მაქსიმალური თანხა შეადგენს 5000 ლარს ან 2000 აშშ დოლარს და გაიცემა მაქსიმუმ 4 თვის ვადით. ამავე დროს მომხმარებელს აქვს საშუალება წინსწრებით დაფაროს ათვისებული თანხა ჯარიმის გარეშე და საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ მიმდინარე ძირთანხას დაერიცხება.

– როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როგორ აფასებთ მიკროსაფინანსო ბაზარზე არსებულ ვითარებას? რა გამოწვევებია ბაზრის წინაშე და რა უნდა გაკეთდეს მათზე საპასუხოდ და ბაზრის უკეთ გასავითარებლად?

– ბევრი გამოწვევაა, ერთ-ერთი მთავარია ლარის რესურსზე წვდომა და ამ რესურსის ფასი. დოლარში სესხების გაცემის აკრძალვამ საერთაშორისო ფონდებიდან მოზიდული სახსრების მკვეთრი გაძვირება გამოიწვია, რადგანაც სავალუტო რისკების დაზღვევა საკმაოდ ძვირია ქართულ საფინანსო ბაზარზე. ვფიქრობ, რომ უნდა განვითარდეს კაპიტალის ლოკალური ბაზრები და ქართულ ლარში დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტები.

– ამჟამად ბაზარზე 82 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. ეს საკმაოდ ბევრია საქართველოს მასშტაბებიდან გამომდინარე. თუმცა, ამავდროულად ხშირია საუბარი, რომ ზოგადად, მიკროსაფინანსო ბაზარი ხასიათდება ერთნაირად მაღალი პროცენტით საკრედიტო პროდუქტებზე და ბაზარზე რეალური კონკურენცია, პრაქტიკულად არ არსებობს. რა კომენტარს გააკეთებდით ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით?

– დაგეთანხმებით, რომ 82 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული ბაზრისთვის საკმაოდ ბევრია და შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ბაზარზე კონსოლიდაციის პროცესის დაწყება. მაგრამ რაშიც ვერ დაგეტანხმებით, არის ის, რომ ბაზარზე კონკურენცია არ შეინიშნება. პირიქით, საკმაოდ მძაფრი კონკურენციაა გაჩაღებული.

– როგორ აფასებთ მიკროფინანსების ბაზარზე რეგულაციების გამკაცრებასთან მიმართებით ბოლო დროს განხორციელებულ და ახლო მომავალში დაგეგმილ ცვლილებებს?

– ჯერ-ჯერობით, საბოლოო საზედამხედველო ჩარჩო არ არის შემუშავებული და დამტკიცებული, თუმცა ტენდენციას, რასაც ქვია საქართველოს ეროვნული ბანკის ჯანსაღი ჩართულობა სექტორში, მივესალმებით. ბაზარზე არის რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ჩვენც მათ შორის, რომლებიც თვითრეგულირებას ვეწევით. ჩვენ ახალ პირობებზე ფეხის აწყობა არ გაგვიჭირდება, მეორეს მხრივ კი, ახალი რეგულაციები სხვა ორგანიზაციებთან მიმართებაშიც თანაბარ პირობებში ჩაგვაყენებს. მთლიანობაში ეს პროცესი, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ჯანმრთელ კონკურენციას ბაზარზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ასევე დადებითად იმოქმედებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეპუტაციაზე.

– დაკვირვება აჩვენებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგიონებში უფრო წარმატებულად ოპერირებენ, ვიდრე დედაქალაქში. რეგიონების ნაწილში აქტივების ზომით, მსესხებელთა რაოდენობით, რისკების მართვისა და გასესხების სტანდარტებით, წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არა თუ ჩამორჩებიან, არამედ უსწრებენ კიდეც მცირე ზომის კომერციულ ბანკებს.

რით არის ეს ყველაფერი განპირობებული და არის თუ არა საქართველოს რეგიონები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთავარი დასაყრდენი?

– ,,ბი აი ჯის” მისიის ქვაკუთხედი და ზოგადად, მსოფლიოში მიკროსაფინანსო სექტორის დანიშნულებაა, დაფინანსება უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებაში და ამით ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებას. ურბანული ცენტრებიდან მოშორებით მცხოვრები კლიენტები რომლებიც მიკრო მასშტაბის საქმიანობას ეწევიან, როგორც წესი, საბანკო სექტორის ინტერესის სფეროს გარეთ რჩებიან და სწორედ ამ ნიშას იკავებენ პროდუქტიული საქმიანობის დაფინანსებაზე ორიენტირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ასეა საქართველოშიც. შედეგად, ბუნებრივია, რომ ჩვენთვის რეგიონებში განვითარება მთავარი პრიორიტეტია.

 

Share