მთავარი » მსოფლიო » Audi ელექტრომობილების წარმოებისთვის 10 მილიარდ ევროს გამოყოფს
Audi ელექტრომობილების წარმოებისთვის 10 მილიარდ ევროს გამოყოფს

Audi ელექტრომობილების წარმოებისთვის 10 მილიარდ ევროს გამოყოფს

Audi 2022 წლისთვის 10 მილიარდი ევროს ეკონომიის გაკეთებას აპირებს, რათა თანხა ელექტრომობილების შექმნაში ჩადოს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ეკონომია ძირითადად გაკეთდება სხვა სფეროებში კვლევებისთვის განკუთვნილი ფინანსების შეკვეცის ხარჯზე. ამბობენ, რომ Audi და Volkswagen უახლოეს წლებში ელექტროძრავაზე მომუშავე ავტომობილის 5 სხვადასხვა მოდელის გამოშვებას გეგმავენ, მათ შორის ჯიპის კლასის მანქანის პრეზენტაცია 2018 წელს ბრიუსელის ავტოშოუზეა დაგეგმილი.

როგორც წყარო Reuters-ს უცხადებს, ე.წ. დიზელის სკანდალის შემდეგ, კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი იდეების განვითარება.

“დიზელის სკანდალის” შემდეგ გერმანიაში ადგილობრივი წარმოების ავტომობილებისადმი ნდობა შემცირდა.გაირკვა, რომ გერმანელების 53% ქვეყანაში არსებულ ავტომწარმოებლებს არ ენდობა.

ე.წ. დიზელის სკანდალი 2015 წლის 19 სექტემბერს აგორდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Volkswagen-ში გამონაბოლქვზე ჩატარებული ტესტის პასუხები გააყალბეს, რაც ხელისუფლებისთვისაც იყო ცნობილი. ამ საკითხზე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც კი დაიკითხა.

წყარო: Imedinews