ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.„ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია - 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და გაჭრილია ათივე გვირაბი.ზესტაფონის შემოვლითი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი, მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია. პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

1714127684

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერ...

შეხვედრაზე თიბისი კაპიტალის მკვლევარმა ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ანგარიში წარმოადგინა, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს მოიცავს. პრეზენტაციისას დეტალურად განიხილეს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებები, სადაც გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები.პრეზენტაციაში, ასევე, მიმოხილული იყო საქართველო-ყაზახეთის ექსპორტი და მისი პოტენციალი, საუბარი შეეხო ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით რე-ექსპორტსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს. შეხვედრაზე დეტალურად განხილეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებისა და შუა დერეფნის როლის მნიშვნელობა.„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თიბისი კაპიტალმა, საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობების ანგარიში წარმოადგინა, რის საფუძველზეც საკმაოდ მნიშვნელოვან მაჩვენებლებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს გავეცანით. ყაზახეთთან ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობა ბიზნეს სექტორის პრიორიტეტია, მით უფრო, როდესაც შუა დერეფნის როლი კიდევ უფრო მზარდი და მნიშვნელოვანია“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

1714126584

„მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება, ის ინ...

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორის განვითარება, ის პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან, საკმაოდ ინკლუზიურია და მასში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ ბევრი ჯგუფია ჩართული. დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს ასევე დიდი როლი აქვს ქვეყნის სივრცითი განვითარების კუთხით. ხარისხიანი სამშენებლო სექტორი საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას დეველოპერების მიერ, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ქვეყანაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.უძრავი ქონების კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც „ექსპო ჯორჯიასა“ და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) მიერ ორგანიზებული. კვირეულის ფარგლებში სამი ღონისძიება იმართება: უძრავი ქონების გამოფენა; სამშენებლო გამოფენა - Caucasus Build და უძრავი ქონების ფორუმი. კვირეულში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო“ და სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“ მონაწილეობენ, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მათი გაერთიანებული სტენდი დაათვალიერეს.როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კვირეული სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უახლოესი ტენდენციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ისე პოტენციურ ინვესტორებს - საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ, შედგეს კომერციული გარიგებები და საქმიანი კონტაქტები დამყარდეს.ლევან დავითაშვილმა გამოსვლაში აქცენტი გააკეთა ზოგადად საქართველოს ეკონომიკის ზრდის არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. მისი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინვესტიციები ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო, ასევე ძალიან მაღალ ნიშნულზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში - ბოლო სამ წელიწადში 5.5 მლნ აშშ დოლარის მოცულობით.„ამ დადებით ეკონომიკურ ტენდენციებს ჩვენ მიმდინარე წელსაც შევინარჩუნებთ. ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა არის საკმაოდ სტაბილური, მდგრადი და ეს არის იმის წინაპირობა, რომ გრძელვადიან განვითარებაზე გვქონდეს აქცენტი. წელს პირველი კვარტლის მონაცემებით, შევინარჩუნეთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, თებერვალში მშპ-ს ზრდა 9.5 % იყო. ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც დაგეგმილზე მაღალი უნდა იყოს, ამას ადასტურებს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩვენი პროგნოზი 6.3%-ით განსაზღვრა, რაც ყველაზე მაღალია არამარტო რეგიონის, არამედ ევროპის და უფრო ფართოდ რეგიონის ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ეკონომიკის სამინისტროს როლზე სექტორის შემდგომი, სტაბილურად განვითარებისა და კონკურენტული გარემოს არსებობის მიზნით გატარებულ რეფორმებსა და მარეგულირებელი გადაწყვეტილებებზე. მისი ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკოდების დანერგვაზე - მიმდინარე და მომავალ წელს უნდა დასრულდეს ევროკოდების ადაპტაცია საქართველოში და გარდამავალი პერიოდის შემდეგ ქვეყანა სრულად უნდა იყოს თანხვედრაში ევროპის მოთხოვნებთან უფრო ხარისხიანი, მდგრადი და გამძლე შენობა-ნაგებობების მხრივ. ამასთან, მშენებლობის სექტორში გავრცელებული სამშენებლო მასალების, მშენებლობის პრაქტიკის და ევროკოდების დანერგვისთვის მიმდინარეობს ასევე ევრონორმების იმპლემენტაციის პროცესის კოორდინაცია. სამინისტრომ უკვე დაასრულა შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მოთხოვნებზე მუშაობა, მომზადდა ევროპული სტანდარტის შესაბამისად რეგლამენტი. ასევე ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მოთხოვნების შემუშავება, ჩამოყალიბდა არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების სისტემა და ა.შ.„მასტიმულირებელი ღონისძიებები, რომლებიც ზოგადად უძრავი ქონების ბაზარს დაეხმარება, კიდევ გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული მონახაზები, რომლებიც გვინდა, მიმდინარე წელს გამოვიყენოთ, რომლებიც, ერთი მხრივ, პირდაპირ კავშირშია სექტორის განვითარებასთან, მეორე მხრივ კი, ეკონომიკურ ზრდასთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო ავრცელებს.

1714123297

„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა

„2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა.ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

1714123157

გრუნი-ს პრორექტორი საკუთარ როლს ეროვნული ბანკისა და სავალუტო ფონდის ურ...

უნივერსიტეტის ცნობით, ვახტანგ ჭარაიას ამბიცია, გახდეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გამყარებულია მრავალწლიანი და მრავალფეროვანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებით, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ჰარვარდის ბიზნესსკოლასთან, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან და მრავალ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რასაც თან ერთვის მისი მენეჯერული და საექსპერტო საქმიანობის გამოცდილებაც.„პროფესორი ჭარაია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკისთვის ის, შესაძლოა, მრავალმხრივ იყოს გამოსადეგი ფინტექტექნოლოგიების ხელშეწყობის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებისა თუ სხვა მიმართულებებით არსებული კომპლექსური გამოცდილების საფუძველზე.ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ მისი და ტრეიდერთა ჰაბის მიერ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში განხორციელებული ინიციატივა, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის სასწავლო კურსი, რომელსაც საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში ანალოგი არ გააჩნია, უკვე პასუხობს სებ-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მისიას, კერძოდ, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობას.გასაუბრების შედეგები, კომისიის მტკიცებით, 2-3 დღეში გახდება ცნობილი. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების სია, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტს გადაეცემა დასამტკიცებლად.წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ვახტანგს!“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

1714122839

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლ...

„ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სასაჩუქრე ბარათები, ბიზნესსა და სამომხმარებლო მობილბანკში „სთორების“ ახალი სივრცე, ბიზნეს დეპოზიტები, ბიზნეს შეთავაზებები, ბიზნეს და გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი, - ეს საქართველოს ბანკის მიერ 2023 წელს განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია, რის გამოც ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა.საქართველოს ბანკის გუნდის მიზანი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული საბანკო გამოცდილების შეთავაზებაა. ამისათვის, ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 24/7-ზე მხარდაჭერით, რაც ბანკის გუნდს ეხმარება, მუდმივად ეცნობოდნენ მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებს, შედეგად კი შექმნან მათ უკუკავშირზე დაფუძნებული სერვისები და გააუმჯობესონ არსებული პროდუქტები.„Digital CX-ის ჯილდო ისეთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც მუდმივად განვითარებად ციფრულ ეკოსისტემაში ქმნიან ისეთ ფინანსურ და საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომავალი 5-10 წლის განმავლობაში მომხმარებლისთვის რელევანტური იქნება“, - აღნიშნავენ The Digital Banker-ის რედაქციაში.2024 წლის ჯილდოს ფარგლებში მონაწილეობა 900-მდე ფინანსურმა ორგანიზაციამ მიიღო. აპლიკანტებს კი გამომცემლობის რედაქციასთან ერთად KPMG-ის, EY-ის, PWC-ის, Deloitte-ის, Forrester-ის წარმომადგენლები და სხვა, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები რაოდენობრივ და თვისობრივ მონაცემებზე დაყრდნობით აფასებდნენ.„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, მიზნად ისახავს მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე, მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და პროდუქტები. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენს ფიზიკურ მომხმარებლებსა თუ ბიზნესებს შევთავაზოთ მათზე მორგებული გამოცდილება. იქნება ეს შეთავაზებების სივრცის მობილბანკში დამატება, სასაჩუქრე ბარათების შექმნა, QR-ის მეშვეობით თანხის განაღდების პროცედურის გამარტივება, sCoolApp-ში Chat GPT-ს ინტეგრაცია თუ სხვა.The Digital Banker-ისგან მოპოვებული აღიარება ჩვენი გუნდის ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ, გავაუმჯობესოთ არსებული და შევქმნათ ახალი, კიდევ უფრო მეტად ინოვაციური საბანკო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლისათვის“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.ინფორმაციისთვის, Digital CX ჯილდო გლობალური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მუდმივად ცვალებად ციფრულ ეკოსისტემაში მომხმარებლისთვის მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ციფრულ გამოცდილებას ქმნიან. 

1714120980