ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589ვიდეო ინსტრუქცია:https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5roსასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე.
1762004509
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ველოშეჯიბრის გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი დაესწრნენ.„შატო ზეგაანის“ ინიციატივით გამართული საერთაშორისო ველოშეჯიბრი მიზნად ისახავს საქართველოში ველოტურიზმის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას სპორტული აქტივობის გზით, რაც ხელს უწყობს კახეთის რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის ზრდას. მსგავსი პრაქტიკა ფართოდ არის დანერგილი ევროპის წამყვან ღვინის რეგიონებში.„ველოტურიზმი არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ადგილობრივი ტურიზმის და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც ღვინის ტრადიციული მარნები მხარს უჭერენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამ გზით ხდება, ერთი მხრივ, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განვითარება, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის წარმოჩენა”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ველოსიპედის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის სტენდები, მონაწილეობა მიეღოთ სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი ღვინის ჩამოსხმის პროცესში და გასცნობოდნენ რეგიონში ეკომეგობრული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს.ველოშეჯიბრი გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდება, სადაც სამი საუკეთესო ველომრბოლელი გამოვლინდება.
1761992743
23 ნოემბრამდე საქართველოს ბანკის პლატფორმა Ads მენეჯერზე შესაძლებელია 10X და 50X PLUS ქულების დაგროვების შეთავაზების შექმნა, რომელიც სრულად დაფინანსდება საქართველოს ბანკისგან.შექმნილი შეთავაზების შესახებ ინფორმაცია კი საქართველოს ბანკის იმ არხებში გავრცელდება, რომელთაც 1 700 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს. ესენია - საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp, Offers.bog.ge და სხვა.ინფორმაციისთვის, დაფინანსებული შეთავაზებების შექმნას შეძლებთ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბიზნესი ფლობს საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდებს და ბოლო 3 თვის საშუალო თვიური ბრუნვა არ აღემატება 1 მილიონ ლარს.10-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვების შეთავაზების ვადა განისაზღვრება 27 ნოემბრამდე, ხოლო 50-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება აქიური იქნება 28 ნოემბერს. თითოეული მომხმარებელი შეთავაზებების ფარგლებში შეძლებს დააგროვოს მაქსიმუმ 10 000 PLUS ქულა.Ads მენეჯერზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
1761924120
როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არის კვალიფიკაციური კადრების დეფიციტი.„ჩვენს სფეროში იცით, რომ მეღვინეობამ რაღაც განვითარებას მიაღწია. ცხადია, მოთხოვნა უფრო იზრდება კადრების კვალიფიკაციაზე. ზოგიერთი სფეროს განვითარებაზე ჩვენ უარი ვთქვით, რადგან კადრების საკმარისი დონე არ იყო. განათლება არის ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
1761923923
აღნიშნულის შესახებ ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ით განისაზღვრა.„სექტემბრის თვეში ეკონომიკურ ზრდაში, რომელიც საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო, მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია რიგი ფაქტორები, მათ შორის, ექსპორტი, რომელიც 2025 წლის ცხრა თვეში 7.7%-ით გაიზარდა და 5.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ასევე აღსანიშნავია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი, რომელიც რეკორდულია და 3.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ვახტანგ ცინცაძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებსა და სარეიტინგო კომპანიების პოზიტიურ შეფასებებს საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან მიმართებით.მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნდეს მომავალი წლების განმავლობაშიც, რაც პოზიტიურად აისახება როგორც დასაქმების მაჩვენებლებზე, ასევე საშუალო ხელფასის ზრდაზე, ქვეყანაში შემოსავლებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა - საქართველოს ჰქონდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს, ხოლო რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს, 2025-2030 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - საშუალოდ 5.4%. ხაზგასასმელია, რომ საშუალო ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 25 ქვეყანაში შედის, უსწრებს როგორც ევროპის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ისე მეზობელ ქვეყნებსაც.
1761923819
„ჩვენ მივესალმებით ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ Vision Air-ი მეორე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და მოლდოვას შორის პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს, რაც იმას მიანიშნებს, რომ იზრდება ინტერესი მოლდოვიდან საქართველოს მიმართ. ასევე აღსანიშნავია ის, რომ Vision Air-ი ეტაპობრივად გაზრდის თბილისი - კიშინეუს რეისის სიხშირეს და საბოლოოდ, საქართველოს დედაქალაქში ფრენას კვირაში სამჯერ შეასრულებს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.Vision Air - ი ეტაპობრივად გაზრდის ფრენების რაოდენობას, კერძოდ, 13 ნოემბრიდან დაამატებს მეორე სიხშირეს (ხუთშაბათი), ხოლო 16 დეკემბრიდან, ავიაკომპანია ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ამჟამად კიდევ ერთი ავიაკომპანია - FLYONE ასრულებს.„Vision Air”-ი არის მოლდოვაში რეგისტრირებული ავიაკომპანია, რომელმაც უკრაინულ „SkyUp Airlines“-თან პარტნიორობით ოპერირება 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო.
1761923547
ილია წულაია: ჰარვარდის კურსელები მირეკავენ ხოლმე, რა ხდება, რატომ არის...
1761305535
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდ...
1761217431
MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართ...
1761287820
თბილისის ფინანსური სამიტის მონაწილე ინვესტორთა ნაწილი ჩვენს საბანკო სი...
1761395622
ვის ეკუთვნის „ლუკოილ ჯორჯია“ და როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლე...
1761214465









