Home » რეიტინგი » BFM.GE–ს მომხმარებელთა 83%-სთვის უცხოელებზე მიწების გაყიდვა მიუღებელია
BFM.GE–ს მომხმარებელთა 83%-სთვის უცხოელებზე მიწების გაყიდვა მიუღებელია

BFM.GE–ს მომხმარებელთა 83%-სთვის უცხოელებზე მიწების გაყიდვა მიუღებელია

უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით, კამათი მუდმივად მიმდინარეობს. საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მიწის ყიდვა უნდა შეეძლოს ნებისმიერ მსურველს, მათ შორის უცხოელებსაც. ვინაიდან, უცხოელმა ფერმერებმა, შესაძლოა, უკეთ შეძლოს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოება.

მოწინააღმდეგეები კი თვლიან, რომ მიუღებელია მიწის უცხოელებზე გასხვისება და, მაგალითად, ევროპისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოჰყავთ, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვა აკრძალულია. ამავდროულად აცხადებენ, რომ ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, მიწას არცერთ ქვეყანაში არ ჰყიდიან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ინტერნეტსივრცეში გროვდება ხელმოწერებიც მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით.

,,ბანკები და ფინანსები” გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს და საკუთარ ვებგვერდზე ჩაატარა გამოკითხვა, – ეთანხმებით თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო–სამეურნეო მიწების გასხვისების დაკანონებას? გამოკითხვა ჩატარდა 2017 წლის 5 აპრილიდან 21 აპრილამდე. ერთი კომპიუტერიდან ხმის მიცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთხელ.
,,ბანკები და ფინანსების” ვებგვერდზე არსებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1014-მა ადამიანმა. გამოკითხულთა 83%-ი მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხოელებზე არ უნდა მოხდეს, მხოლოდ 17% ეთანხმება უცხოელებზე მიწების გაყიდვას.

,,ბ&ფ”

[wpolling id=”14″ width=”” height=””]

Share