"სანტეს“ რძის პროდუქტები გადის რამდენიმე ეტაპიან შემოწმებას, ვიდრე მომ...
"საზოგადოების მაღალი
ინტერესიდან გამომდინარე,
საჭიროდ მიგვაჩნია,
დამატებითი ინფორმაცია
გავავრცელოთ იმ
სტანდარტებთან
დაკავშირებით, რომელიც
არის რეალური გარანტია,
ვაწარმოოთ უმაღლესი
ხარისხის ჯანსაღი,
უსაფრთხო რძის პროდუქტი და
გავაგრძელოთ ლიდერობა
ბაზარზე ჩვენი 25-წლიანი
გამოცდილებით. პირველ
რიგში, ხაზს ვუსვამთ, რომ
ნებისმიერი ნედლეული - რძე,
რომელსაც ,,სანტე“ იღებს,
შემოწმებულია ხარისხის
უმაღლესი ევროპული
სტანდარტით. თუ რძე ატარებს
რაიმე ტიპის პოტენციურ
რისკს ხარისხთან
დაკავშირებით, არ მიიღება
და არ ვიყენებთ
წარმოებაში."სანტეს“
მაღალტექნოლოგიურად
აღჭურვილი და
პროფესიონალებით
დაკომპლექტებული
ლაბორატორია გვაძლევს
საშუალებას, ნედლეულის
ხარისხი შემოწმდეს
მიღებამდე. შემდეგ კი
ვაკონტროლოთ პროდუქციის
ხარისხი მთელი საწარმოო
ჯაჭვის განმავლობაში.
სწორედ ხარისხის
სტანდარტები და
ლაბორატორია გვაძლევს
საშუალებას, მკაცრად
ვაკონტროლოთ და არ
ჩავიბაროთ უხარისხო
ნედლეული. ამისი მაგალითია
ის, რომ სანტე იყო პირველი,
რომელმაც 2018 წელს
რამდენჯერმე აღმოაჩინა
ხარისხობრივი შეუსაბამობა
,,ყვარლის ბაგის“ მიერ
მოწოდებულ რძეში და არ
შეისყიდა მისგან რძე
(ინფორმაცია დასტურდება
სასამართლო დავაში
წარმოდგენილ
დოკუმენტაციაში)."სანტეს“
რძის პროდუქტები გადის
რამდენიმეეტაპიან
შემოწმებას, ვიდრე
მომხმარებლამდე მივა.
შემოწმება იწყება
ნედლეულიდან. ფერმერების
მიერ მოწოდებული რძე
მიღებამდე ქარხნის
ლაბორატორიაში მოწმდება
მიკრობიოლოგიურად,
ანტიბიოტიკებზე, რძის
შემცველობაზე. ქსელში
გაშვებამდე,
მომხმარებელთან
მიწოდებამდე, პროდუქტები
კიდევ რამდენჯერმე
მოწმდება ხარისხობრივად,
როგორც საკუთარ, ისე გარე
აკრედიტებულ
ლაბორატორიაში
(მიკრობიოლოგიურად,
პათოგენებზე). შესაბამისად,
ჩვენს საწარმოში
წარმოებული ნებისმიერი
რძის პროდუქტი არის
გარანტირებულად უმაღლესი
ხარისხის, ჯანსაღი და
უსაფრთხო ჩვენი
მომხმარებლისთვის.,,სანტე“
იყო პირველი კომპანია,
რომელმაც 2010 წელს
განავითარა რძის მიღების
ინფრასტრუქტურა, დანერგა
ევროპული ხარისხის
სტანდარტები ნედლეულის
შემოწმებაზე და დღემდე
ახორციელებს ინვესტიციებს
დარგის განვითარებაში.
"სანტე“, როგორც დარგის
ლიდერი, ნერგავს
საერთაშორისო და ევროპულ
სტანდარტებს, რომლის
ფარგლებში ხელს ვუწყობთ
საქართველოში ფერმერული
მეურნეობის გაზრდასა და
განვითარებას.ხარისხის
კონტროლის გამკაცრების
მიზნით და იმისთვის, რომ
ხელი შეგვეწყო ფერმერული
მეურნეობის
განვითარებისთვის
საქართველოში, 2022 წლიდან
კომპანიამ შექმნა
პროფესიონალი
ზოოტექნიკოსების ჯგუფი,
რომლებიც სისტემატურად
ატარებენ ,,სანტეს“
პარტნიორი ფერმების
აუდიტს. კონსულტაციებისა
და გადამზადების
საშუალებით ნერგავენ
ევროპულ პრაქტიკას როგორც
რძის უსაფრთხოების კუთხით,
ასევე მსხვილფეხა
პირუტყვის სწორი მოვლისა
და მათი ჯანმრთელობის
უზრუნველყოფის
მიზნით.ამის პარალელურად
ჩვენ დავიწყეთ
აგრომომარაგების
პროგრამა, რომლის
ფარგლებშიც ვეხმარებით
ფერმერებს, ხელი
მიუწვდებოდეთ მაღალი
ხარისხის ევროპულ საკვებ
ნედლეულზე
პირუტყვებისთვის, რაც
აუცილებელია მათი
ჯანმრთელობისა და ჯანსაღი
რძის
წარმოებისთვის.,,სანტე“ 1997
წლიდან დღემდე უმსხვილესი
რძის გადამმუშავებელი
კომპანიაა საქართველოში,
რომელიც წლის
განმავლობაში 20 მილიონამდე
ლიტრ რძეს იბარებს და
ამუშავებს. იმისთვის, რომ
დარგი განვითარდეს და
ბაზარზე ხელმისაწვდომი
იყოს უმაღლესი ხარისხის
რძის პროდუქტები,
ემუშავება და
განვითარებაში ხელს
უწყობს ყველა იმ ფერმასა თუ
ფერმერს, რომელიც უსაფრთხო
და მაღალი ხარისხის რძეს
აწარმოებს", - წერს კომპანია.
1743596172