ოქროს ყველაზე დიდი მარაგების მქონე ქვეყნების სიაში ლიდერი პოზიცია უკავია აშშ-ს, რომლის ოქროს მარაგი 8133,46 ტონას შეადგენს.

ამის შესახებ მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGS) ანგარიშებშია ნათქვამი.

მეორე ადგილზე გერმანიაა (3351,53). შემდეგ მოდის ოთხი ქვეყანა დაახლოებით თანაბარი რეზერვებით: იტალია (2451,84), საფრანგეთი (2437), რუსეთი (2335,9) და ჩინეთი (2279,56). ათეულში ასევე მოხვდნენ შვეიცარია, ინდოეთი, იაპონია და ნიდერლანდები.

ექსპერტების პროგნოზით, 2025 წელს გლობალური ცენტრალური ბანკების მოთხოვნა ოქროს მიმართ შენარჩუნდება და შესყიდვების მოცულობამ შესაძლოა 900 ტონას მიაღწიოს.

WGS-ის კვლევამ აჩვენა, რომ ოქროზე დიდი მოთხოვნა ადასტურებს ძვირფასი ლითონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ოფიციალურ მარაგებში, განსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე.